Perceive the World: Autism Assitance - All Activity

Tina kuljanishvili commented

მინდა სხვა მოხალისეებსაც ვუთხრა და თუნდაც რჩევა მივცე : ზოგჯერ რასაც ველით ზუსტად ისე არ ხდება ყველაფერი, გვხვდება მრავალი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და არის დაბრკოლება რომელის დაძლევა უბრალოდ არ შეგვიძლია იმიტომ რომ ეს გარემო ფაქტორებიდანაა გამოწვეული და უბრალოდ არც კი ღირს ბრძოლა. მე პირადად პროექტის დასრულების შემდეგ დიდი იმედი მქონდა რომ ისევ გავაგრძელებდი მუშაობას ამ მიმართულებით და სიახლეს შევიტანდი ბავშვთა სწავლებაში. თუმცა შეიქმნა ისეთი გარემოება რომ მომიწია მიმართულების შეცვლა . მომავალში აღნიშნული ნივთების გამოყენებას ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში , რომელიც მუშაობს სამოქალაქო განათლების პროგრამებზე. მე პირადად მაქვს გამოცდილება სოციალური მედის ფარგლებში განვახორციელო ტრენინგები ბლოგების მართვასთნ დაკავშირებით. რაც მოიაზრებს wordpress.com-ზე ბლოგების შექმნასა და მისი მართვის საფუძვლებს. გარდა ამისა ნივთებს გამოვიყენებ ახალგაზრდების მიერ დაგეგმილ ღონისძიებების ორგანიზებისთვის, უფრო სამოქალაქო განათლების მიმართულებით როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა და. ა.შ. ანუ ორბელიანის მიერ გადმოცემული ნივთები არ იქნება გამოუყენებლი და მოხმარდება სასიკეთო საქმეებს რაც ახალგაზრდებს დაეხმარება ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და ჩაერთონ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში.

Tina kuljanishvili commented

ეს იდეა ჩემთვის თითქოს ერთგვარი "დატესტვა" იყო . მე პირადად მომხრე ვარ ნებისმიერ ბავშვმა ისწავლოს თმაშით, ისწავლოს ხალისით და ამ სწავლებაში აქტიურად იყოს ჩართული როგორც მასწავლებალი ასევე მშობელი. წარმოიდგინეთ როცა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებმა შეძლეს და ვიდეო გაკვეთილების საშუალებით ისწავლეს თუნდაც მცირე რამ (ანბანი, დათვლა, ელემენტარული საკონტაქტო უნდარები) როგორ ვერ შეძლებს თითოეული ბავშვი ხალისით აითვისოს ნებისმიერი მასალა ?! ჩემი აზრით ესეთი ტიპის აქტივობები მშვენიერი იქნება ბაღებში და სკოლებში. :)

Tina kuljanishvili commented

მოგესალმებით , ჩემი პროექტი "შეიცანი სამყარო" დასრულდა და მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდი ისტორიიდან , რომელიც დავწერე პროექიტის ფარგლებში :
" ჩემთვის აღმოჩენა იყო ის რომ ამდენი სიტყვის გამეორებას ახერხებენ ძალიან სუფთად და ლამაზად, ხშირია შემთხვევები როცა პატარები ვიდეოს ავტორს თვითონ ასწრებენ სიტყვის თქმას ეს მიანიშნებს იმას, რომ სიტყვები იციან გააზრებულად. ზოგადად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს არ სურთ საუბარი, მაგრამა ამ პროექტმა მისცა საუბრის სტიმული და მოტივაცია. პროეტით მოხერხდა ის, რომ ბავშვმა თამაშ-თმაშით დაიწყო საუბარი, რაც პრაქტიკაში ძაან რთულია. მშობლები ხშირად ვერ გვცემენ კითხვაზე პასუხს იციან თუ არა მათ შვილებმა სიტყვების რეალური მნიშვნელობა, პროექტის დახმარებით ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა მშობლები, რომ მათ შვილებს უბრალოდ არ სურთ საუბარი. ბედნიერია თითოეული დღე როდესაც ბავშვს და მშობელს ერთდროულად ჩუქნი ამხელა პოზიტივს.
. "- ამბობს ეკატერინე მღებრიშვილი მწვანე სახლის ფსიქოლოგი

Tina kuljanishvili commented

რაც ორბელიანის პროექტი დაგვიფინანსდა ბავშვები გააქტიურდნენ, ეს ინოვაცია იყო ჩვენთვის, რადგან მწვანე სახლს მუშაობის ეს პრინციპი არ აქვს. საერთოდ ამ ბავშვებმა კარგად მიიღეს ის რაც ჩვენ გვინდოდა. ისინი გააქტიურდნენ სიტყვების , ციფრების წარმოთქმაში, ის ცოდნა რომელიც შეიძლება ინდივიდუალური მუშაობის დროს არ გამოევლინა აქ უკვე ავლენენ თავის შესაძლებლობებს. ამან კი პერსონალს საშუალება მოგვცა და დაგვანახა გზა თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ეფექტურ შედეგს. მშობლებიც კმაყოფილები არიან ამ პროცესით.
ზოგადად ბავშვი გართობით ავლენს ყველაფერ იმას რაც ისწავლა და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს დაინახოს და შეამჩნიოს მშობელმა, ფსიქოლოგმა თუ ლოგოპედმა.

Tina kuljanishvili commented

მოგესალმებით, დიდი ხანია არაფერი დამიწერია და არ მომიყოლია თქვენთვის თუ როგორ მიმდინარეობს პროექტის საქმე. გეტყვით რომ წინსვლები გვაქვს და რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ. აი ერთ ერთი შედეგი რის შესახებაც ჩვენი ფიქოლოგი წერს . პირდაპირ გთავაზობთ იმ სიტყვებს რაც მან აღნიშნა ისტორიის დაწერის როს " ერთ-ერთ ბავშვს არ უყვარს ხელის შეხება, მაგრამ როცა წრეში მუსიკის ფონზე ვმღრით ხელს მაკიდებინებს და წრეში დგება, ზოგი ბატუტზე დახტუნაობს, იმდენად მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან კონტაქტის და საზოგადოებასთნ ურთიერთობის პრობლემა აქვთ ამ პროექტის განხორციელების დროს ბავშვები ერთიანდებიან. როცა ბავშვს პრობლემა აქვს იმაზე რომ ვინმესთან ერთად არ უნდა რამე აქტივობის გაკეთება ამ დროს ძალდაუტანებლად აკეთებს".
ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი ის შედეგია რაც პროექტით მივაღწიეთ, მცირეა მაგრამ ისეთი რომელიც აუცილებელია განვითრებისთვის და იმისთვის რომ ბავშვი ნელნელა შეაგუო სოციუმს, შეაგუო გარემოს სადაც ცხოვრობს და ასწავლო მეგობრობა.

Tina kuljanishvili commented

გამარჯობათ, ეს გიოა. ძალიან თბილი, საყვარელი და განსხვავებული :) იგი 11 წლისაა და ძალიან უყვარს თნამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშები და შემეცნებითი ვიდეოები. იგი დაინტერესდა პროექტით გათვალისწინებული სასწავლო ვიდეო რგოლებით. როცა ნოუთბუქს იხელთებს მიუჯდება და მოძებნის ხოლმე ვიდეოების ფოლდერს, ჩართავს და ინტერესით უყურებს <3
მისი მშობელი ამბობს :" ძალიან მოწონს ბასტი-ბუბუს ვიდეო კლიპი ანბანის შესახებ, თან სიამოვნებით ყვება ანბანს. რაც მთვარია ამ ინფორმაციას იყენებს გარე სამყაროსთნ ურთიერთობისას, მაგალითდ როცა ქუჩაში დამყავს ცნობს ასოებს სარეკლამო ბანერზე".

Tina kuljanishvili commented

გამარჯობათ, ეს გიოა. ძალიან თბილი, საყვარელი და განსხვავებული :) იგი 11 წლისაა და ძალიან უყვარს თნამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშები და შემეცნებითი ვიდეოები. იგი დაინტერესდა პროექტით გათვალისწინებული სასწავლო ვიდეო რგოლებით. როცა ნოუთბუქს იხელთებს მიუჯდება და მოძებნის ხოლმე ვიდეოების ფოლდერს, ჩართავს და ინტერესით უყურებს <3
მისი მშობელი ამბობს :" ძალიან მოწონს ბასტი-ბუბუს ვიდეო კლიპი ანბანის შესახებ, თან სიამოვნებით ყვება ანბანს. რაც მთვარია ამ ინფორმაციას იყენებს გარე სამყაროსთნ ურთიერთობისას, მაგალითდ როცა ქუჩაში დამყავს ცნობს ასოებს სარეკლამო ბანერზე".

Tina kuljanishvili commented

გამარჯობათ, ეს ერთ-ერთი გაკვეთილია (სახალისო მათემატიკა) სადაც გიორგი სწავლობს მათმატიკას ჩვენი მოხალისე ფსიქოლოგის დახმარებით . მინდა ვთქვა რომ ძალიან ამართლებს ეს ხერხი . კვირაში ერთი გაკვეთილი გვაქვს მაგრამ ყოველდღე მთხოვენ ბავშვები რომ ჩავრთო აი ის დიდი ეკრანი :) ვფიქრობ რომ ხალისით ყველაფრის სწავლა შეიძლაბა და ეს ხერხი არ იქნება ცუდი სკოლებშიც რომ შეიტანონ :)

Tina kuljanishvili commented

შეხვედრა გვქონდა თბილისის მწვანე სახლის ფსიქოლოგებთან, რომელთნაც ერთად განვიხილეთ ბავშვების (ბენეფიციართა) მდგომარეობა და დავსახეთ სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე გადაწყდა რომ ინდივიდუალური სწავლების მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა (ანუ ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უნდა ვასწავლოთ) . ინდივიდუალურების დროს უფრო აქტიურად გამოვიყენებთ და განვახორციელებთ იდეას . :)
შემდეგ კომენტარებში გაგაცნობთ ინფორმაციას თითოეული ბავშვის შესახებ თუ რა ისწავლეს ვიდეოების დახმარებით <3

Tina kuljanishvili commented

როგორც წინა კომენტარებში ავღნიშნე, ყოველ ხუთშაბათს ახალციხის ბავშვთა ფსიქოლოგიურ დახმარების ცენტრში, მწვანე სახლში ტარდება აქტივობა ვიდეო გაკვეთილებით, როგორც მეტყველების განვითარებაზე ასევე ფერთა აღქმაზე , რიცხვების სწავლაზე. როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური.
იხილეთ მწვანე სახლის ფეისბუქ მისამართი :) https://www.facebook.com/profile.php?id=100005804825460&fref=ts

Tina kuljanishvili commented

გუშინ , 20 ოქტომბერს პროექტომბერს ახალციხის ფილიალ მწვანე სახლში, იდეა " შე(ნ)იცანი სამყარო"-ს ფარგლებში გვქონდა ინდივიდუალური სწავლება . დააკვირდით ჩვენი პატარას სახეს , დადებითი ემოცია გამოხატა ვიდეო აქტივობაზე და აყვა ვიდეოში ნახსენებ ბგერებს და სიტყვებს. <3 ანუ ყველაფერი ამართლებს და იმედი მაქვს სამომავლოდ ზუსტად იმას მივიღებთ რაც დაგეგმილი გვქონდა :)

Tina kuljanishvili commented

როგორც წინა კომენტარში ავღნიშნე წაღებული მქონდა სასწავლო ვიდეოების ნაკრები რომელიც გადავარჩიე ფსიქოლოგებთნ ერთად. ყველამ ერთდ შევარჩიეთ ისეთი ვიდეო რგოლები რომლებიც პროექტის ბენეფიციარების საჭიროებებზეა მორგებული. :) სწავლებასთან ერთად დავაკვირდით პროცესს თუ რამდენად მოწონთ ბავშვებს მსგავსი აქტივობა.

.

Tina kuljanishvili commented

ინტერნეტიდან გადმოვწერე ვიდეოები რომლებიც ეხებათ ბავშვთა სწავლებას. ბევრი კარგი ვიდეო არსებობს რომელიც არის უცხოენოვანი, რადგან ჩვენ მხოლოდ ერთ ენაზე ველაპარაკებით ბავშვებს ამიტომ გვინდა გადავთრგმნოთ ვიდეოები , დავადოთ ისეთი მუსიკა რაც მათ არ გააღიზიანებთ . ამ ბავშვებს აქვთ ფაქიზი ფსიქიკა ამიტომ ყურადღბით უნდა შევარჩიოთ ყველა ვიდეო .

Tina kuljanishvili commented

:) ერთი პრობლემა ის არის რომ ძნელია ბავშვების ერთ ადგილას გაჩრება, თან ჩვენ ვცდილობთ არ შევზღუდოთ ისინი რათა თავისუფლად გამოხატონ ემოციები. ეს ვიდეო გაკვეთილები მათ ყურადღბას იქცევს და ინტერესით უყურებენ თუმცა დიდხანს არ ჩერდებიან. ამიტომ ვეცდებით უფრო დავაინტერესოთ ისინი , გადმოვწერე ახალი ვიდეოები და ამ ხუთშაბათს ვაპირებ ყველასთნ ერთად განვიხილო რა უფრო გამოგვადგება და რა იქნება უკეთსი მათთვის.

Tina kuljanishvili commented

გავაგრძელეთ მუშაობა, ეს ჩვენი მოხალისე ფსიქოლოგია ეკატერინე, რომელიც ვიდეოს დახმარებით ცდილობს აუხსნას ბავშვს ბგერის გამოთქმა, რომელსაც სმენის დაქვეითბის გამო უჭირს საუბარი. ორგანიზაცია ორბელიანის მიერ გადმოცემული ნივთები არა მარტო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვისაა სასარგებლო, მას ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის "მწვანე სახლის" ყველა ბენეფიციარი იყენებს .

Tina kuljanishvili commented

პროექტში ჩადებული გვაქვს ვიდეო გაკვეთილები მეტყველების განვითრებაზე, სწავლება ხმოვანი ბგერებით, სწავლება ფერების აღქმაზე და ემოციებს შორის განსხვევებაზე. ეს ვიდეო გაკვეთილები უნდა ჩატარდეს ამ ხუთშაბათს და ყოველი მომდევნო კვირის ხუთშაბათს.
ეს ხუთშაბათი უნდა დამეთმო ვიდეო გაკვეთილისთვის და სამწუხაროდ ვერ ვახერხებ . დროებით დავიწყე მუშაობა საარჩევნო ოლქში და არჩევნების ციებ-ცხელებაში ვარ . დატვირთული გრაფიკი მაქვს და როცა განვთავისუფლდები მერე განვახორციელებ ყველა ვიდეო სწავლებას . :( :( :(

Tina kuljanishvili commented

მოხალისე ფსიქოლოგებმა დავაჯგუფე ბავშვები ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თვისებურებების მიხედვით . ჯგუფში იქნება 3 დან 5 მდე მონაწილე ბავშვი , რათა ადვილად შევძლოთ ჯგუფის მართვა და მოხალისეობრივად დაკისრებული მოვალეობის კარგად შსრულება. :)

Tina kuljanishvili commented

ჩვენმა დატესტვამ გაამართლა. ბავშვებმა ინტერესით დაუწყეს ყურება დიდ გამოსახულებას :) უნდა ავღნიშნო ისიც რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროეტის განხორციელებაში . მაპატიეთ უხარისხო ფოტოსთვის :)

Tina kuljanishvili commented

დავტესტეთ ჩვენი ნოუთბუქი და პროექტორი. ავარჩიეთ ისეთი ოთახი, რომელიც მოსახერხებელი და მყუდრო იქნებოდა როგორც ბავშვებისთვის ასევე ფსიქოლოგებისთვის სამუშაოდ. გავაშუქეთ ვიდეო, გვაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდათ ბავშვებს როდესაც დაინახავდნენ ახალს და უცხოს. :)