Saphikhvno [Place for Meetings] - All Activity

jonishavasdze49@gmail.com commented

განვახორციელეთ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული შესყიდვები და შემოვიტანეთ.
მოვაწესრიგეთ და დავასუფთავეთ ტერიტორია, სადაც სკვერს ვაშენებთ. ასევე ამოვიღეთ 16 ორმო პანელური ღობის ბოძების დასაყენებლად.
ორმოებში ჩავასხით ბეტონი. შემდგომში ბეტონზე სპეციალური ჭანჭიკებით დავამაგრეთ ღობის ბოძები და ამ ბოძებზე აიკინძა პანელური ღობე.
სამწუხაროდ ძლიერმა და ხშირმა წვიმებმა ხელი შეგვიშალა სამუშაოების უფრო სწრაფად წარმართვაში.

გურამ შავაძე commented

გამარჯობათ
მე გახლავართ "საფიხვნოს" მეგობარი პროექტი "მოვუსმინოთ ბუნებას", ვინაიდან ჩვენი პროექტები ერთ სოფელში ხორციელდება ხშირად ჩართული ვარ "საფიხვნოს" აქტივობებში, მოგახსენებთ რომ საფიხვნოს შეძენილი აქვს პროექტისთვის ყველა საჭირო ინვენტარი, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება, რამოდენიმე დღის უკან ამოვიღეთ ორმოები და ჩავასხით ბეტონი, აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის წარმომადგენლებმა, სკოლის მოსწავლეებმა და ასევე მხარდაჭერა გამოხატა პროექტმა "მოვუსმინოთ ბუნებას", დაეხმარა ადამიანური რესურსით.ამ ეტაპზე ელოდებიან ბეტონის გაშრობას რათა მოხერხდეს ბოძების დამაგრება.