Our community and its history - All Activity

Nino Giorgadze commented

სოფ. ენაგეთში ობელისკის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ახალგაზრდებმა წაიკითხეს წინასწარ მომზადებული ტექსტები მეორე მსოფლიო ომის შესახებ, იმღერეს და წარმოთქვეს ლექსები ომსა და მშვიდობაზე. ადგილობრივმა ახალგარზდებმა კედელეზე საკუთარი ბაბუების ფოტოებს იპოვეს და ამყად აცნობდნენ მეგობრებს ომში დაღუპულ გმირს. ,,ჩვენ რომ აქ მშვიდად ვართ, სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა. არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც სამშობლოსა და მშვიდობას სიცოცხლე შესწირა''- განაცხადა ადგილობრვმა მკვიდრმა.

gelamestvirishvili@gmail.com commented

მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინ მარნეულში ფოტოატელიაში დასრულდა მეორე მსოფლიო ომის გმირთა ფოტოების გადიდება და დაწყებულია გადიდებული ფოტოების გადახატვა ქვაზე.

gelamestvirishvili@gmail.com commented

1. მოგესალმებით. მე განვახორციელე შესყიდვები ცემენტის , ლამის, ქვების და ასევე ფოტოების და ვიწყებ ობელისკის აღდგენისთვის მუშაობას.

მარიამი ბერუაშვილი commented

მოგესალმებით. დღეს სოფელ ენაგეთში მქონდა ვიზიტი ობელისკის ტერიტორიაზე. მინდა გამოვხატო ჩემი დადებითი დამოკიდებულება იმ პროცედურების მიმართ რომელსაც გელა ახორციელებს ობელისკის აღსადგენად და მომავალი თაობისთვის გმირ წინაპართა ხსოვნის შესანარჩუნებლად. ჩემი აზრით, პირველ რიგში იდეაა რაღაც განსაკუთრებული და საოცარი, იმისათვის რომ ჩვენში აღრფთოვანებამ და სიამაყის გრძნობამ გაიღვიძოს და შემდეგ გელას შრომა რომ ამ იდეამ განხორციელების ეტაპი გაიაროს.ეს ჩემი დამოკიდებულება და ემოციები ამ პროექტთან მიმართებაშია, ხოლო რაც ფაქტობრივად ადგილზე ვნახე არის ის რომ გელას შესყიდვები აქვს განხორციელებული და დაწყებულია ობელისკის რესტავრაცია. გარდა ამისა აქვს მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა პოტოები, რომელის გადახატვაც ასევე დაწყებულია. ჩემი დახმარება დღეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ობელისკის შემოგარენი დავასუფთავეთ და ნაგვისგან გავწმინდეთ. თუ კიდევ რამეში შემეძლება გელას დახმარება დიდი სიამოვნებით ვიქნები მის გვერდით პროექტის განსახორციელებლად.

gelamestvirishvili@gmail.com commented

გამარჯობათ, ჩემი იდეის განხორცილელბისთვის დამჭირდა ნებართვის აღება, დავწერე წერილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბატონ გიორგი ქორიძის სახელზე და მივიღე ნებართვა