Community Youth for Change - All Activity

Nino Giorgadze commented on comment : gurgenidzeana@outlook.com at: Aug. 27, 2018, 8:11 a.m.

მადლობა ანა შენ და შენს გუნდს ასეთი შემართებისთვის და ულამაზესი დასასვენებლი პარკის მოწყობისთვის. ნამდვილად სამაგალითო პროექტია. წარმატებები ყველას

gurgenidzeana@outlook.com commented

ყოვე კვირეულად ვასუფთავებთ პარკის ტერიტორიას ნაგვისგან და ზედმეტი ბალახისგან,ვუვლით მცენარეებს და ვცდილობთ,რომ ჩვენი პარკი სასურველი დასვენების ადგილი იყოს ყველა სტუმრისთვის, ბავშვებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც კი ერთხელ მაინც ესტუმრება მას. პარკში განვათავსეთ საბავშვო ატრაკციონები და აღვადგინეთ დამწვარი მაგიდა. ამით დავასრულეთ ჩვენი პროექტი, მაგრამ კვლავაც ვაგრძელებთ პარკის მოვლა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორბელიანი საქართველოს ამ შანსისთვის. თქვენ რომ არა კიდევ დიდხანს არ განხორციელდებოდა ეს პროექტი. უღრმესი მადლობა ნინო გიორგაძეს და ნათია რეხვიაშვილს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.

gurgenidzeana@outlook.com commented

დავასრულეთ ჩიტის სახლების აწყობა და უკვე განვათავსეთ პარკის ტერიტორიაზე.ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტ "ჩხირკედელას" და მის ავტორს,ფატი შავაძეს, რადგან მათი დახმარებით შეიქმნა ჩვენი ფერადი ჩიტის სახლები. ყველა ის ინსტრუმენტი რომელიც სახლების ასაწყობად დაგვჭირდა სწორედ მათ გვათხოვეს და კიდევ ერთხელი უღრმესი მადლობა "ჩხირკედელას" და ფატის. <3 :*

Nino Giorgadze commented

სოფ. ასურეთის ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ძველი სკვერი რეაბილიტაცია. სკვერი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშენებული, საჭირო იყო ეკლა ბარდის გაჩეხვა, ბალახების მოთიბვა დამტვრეული სკამების შეკეთება. დაგეგმეს გაწმენდითი სამუშაოები და ინფორმაცია განათავსეს სოციალურ ქსელში. სოხუმის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის 40 მდე სტუდენტმა გადაწყვიტა გაერთიანება და ასურეთის ახალგაზრდების დახმარება. ისინი ჩავიდნენ სოფელში და შეუერთდნენ მოხალისეთა გუნდს, რომლებმაც გათიბეს ბალახი, დაასუფთავეს გარემო. შეაკეთეს და დაამონტაჟეს ახალი სკამები.
მოგვიანებით მოხდა სკვერის ფარდულების აღდგენაც და შეღებვაც. მოხალისეთა ინიციატივით ფარდულებში განთავსდა მაგიდები და შეკეთდა საბავშვო საქანელები. მოხალისეების აქტიურობამ სოფელიც გამოაფხიზლა და დამხარე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა.
მოხალისეებმა დარგეს იშვიათი მცენარეებიც, რომელიც სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხოლმე. ისინი უვლიან და რწყავენ პერიოდულად.
ზაფხულის პერიოდში სკვერში ხალხის რაოდენობა გაიზრდა. სივრცეს მთლიანად იყენებენ ბავშვები, მშობლები, ახლაგაზრდები. ინფრასტრუქტურის გაფუჭების შემთხვევაში, მოხალისეები ოპერატიულად ცდილობენ შეკეთებას, ხოლო შაბათ კვირას კი საყოველთაო დასუფთავების აქცია ტარდება. ლამაზ სკვერს ხშირად სტუმრობს ტურისტებიც.
სკვერის შეკეთება, დასუფთავებასა და მოწყობაში დაახლოებით 100 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

Keti Khachidze commented

გთხოვთ დადოთ ფოტოსურათი, როგორ გამოიყურება აღდგენილი პარკი.

gurgenidzeana@outlook.com commented

ივნისის ბოლოს უკვე სრულიად დავასრულეთ სკამების აღდგენა და შეღებვა. ოთხკუთხედი ბუნგალოს იატაკზე დავასხით ბეტონი. შევღებეთ მრგვალი ბუნგალო, აღვადგინეთ საქანელები, ისევ და ისევ ვასუფთავბეთ ყოველ კვირეულად პარკის ტერიტორიას.

gurgenidzeana@outlook.com commented

ივნისის დასწყისში, wishlist.ge-ზე შეკვეთილი საბავშვო სასრიალო და აიწონა დაიწონაც ჩამოგვივიდა.

gurgenidzeana@outlook.com commented

მაისის შუა რიცხვებში ჰიპერმარკეტ გორგიადან სრულად ჩამოვიტანეთ ყველა ის ნივთი რაც შეკვეთილი გვქონდა. აქტიურად დავიწყეთ პარკის გალამაზება. გავთიბეთ ბალახი და გავასუფთავეთ პარკის ტერიტორია ნაგვისგან. ამ სამუშაოებში ჩაერთო ასურეთის მოსახლეობა, სოფ. ასურთის საკრებულო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, "ახალგაზრდა ეკოლოგთა ასოციაცია", რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით პარკის ტერიტორიის დალაგებაში.

gurgenidzeana@outlook.com commented

მაისის დასაწყისში შევუკვეთეთ მცენარეები გრინ გარდენში, როგორც ნერგები ასევე თესლებიც. შეკვეთიდან მეორე დღეს ჩამოგვიტანეს ადგილზე და იმავე დღეს ჩავრგეთ მიწაში.

gurgenidzeana@outlook.com commented

მეორე ინვოისი ბუღალტერთან გადავგზავნეთ მაისის დასაწყისში სადაც მითითებული გქონდა: ლარტყა (რეიკა, სკამების აღსადგენად), ცემენტი (აგურით ჩაშენებული სკამების აღსადგენად, ბუნგალოში იატაკის დასაბეტონებლად და საბავშვო ატრაქციონების გასამყარებლად), ფოცხები, ნიჩაბი, ფიწალი, ბარი, საღებავები, გამხსნელი, ფუნჯები, ბალახის სათიბი (beili-ს ფირმის, გარანტიით) და ტაოტი.

gurgenidzeana@outlook.com commented

მოგესალმებით. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ კომენტარების განთავსება პლატფორმაზე და ახლა გაგაცნობთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ. პირველი ინვოისი, ბუღალტერთან, გადავგზავნეთ 27 აპრილს ჰიპერმარკეტ გორგიადან, სადაც შეკვეთილი გვქონდა პირველი ეტაპისთვის საჭირო ნივთები: საღებავები, ხელთათმანები, ხის მასალა, წებოები, თოკები და მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები. ამასთან ერთად ინვოისში მითითებული გვქონდა საქონლის გადაზიდვაც.

gurgenidzeana@outlook.com commented

მოგესალმებით. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ კომენტარების განთავსება პლატფორმაზე და ახლა გაგაცნობთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ. პირველი ინვოისი, ბუღალტერთან, გადავგზავნეთ 27 აპრილს ჰიპერმარკეტ გორგიადან,

gurgenidzeana@outlook.com commented

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ასურეთის სასეირნო პარკში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ნახევარ ტერიტორიაზე გავთიბეთ ბალახი, დავრგეთ პალმის რამოდენიმე ნერგი და შევაკეთეთ საქანელები. აღნიშნულ სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.