Art in the modern times - All Activity

lika.lefsveridze@yahoo.com commented

ჩვენი კერვის კურსები გახდა ფასიანი და ჯგუფში ამ ეტაპზე ოთხი მოსწავლე გვყავს . გვაქვს სამთვიანი კურსი და თვიური გადასახადიც საკმაოდ ხელმისაწვდომია . ეს პატარა წასახალისებელი ხელფასია ჩვენი ასაკოვანი მასწავლებლისათვის რომელიც არ იზარებს
თავისი წლების გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდებს. პროექტის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისწავლა ათმა მოსწავლემ კერვა . ოთხმა მოსწავლემ ქარგვა და თექის ჯგუფში გვყავდა ხუთი მოსწავლე. ქარგვის ჯგიფიდან ორი მოსწავლე დასაქმდა . დიდი მადლობა ორბელიანს რომ მოგვცა ამ კარგი სამის გაკეთების საშუალება . ..

lika.lefsveridze@yahoo.com commented

არც ისე რთულია მასწავლებლობაა :) როცა გაქვს უჯრიანი რვეული გაცილებით მარტივება საქმე :) ქარგვის სწავლა უფრო მარტივი რომ იყოს ჩვენს მოსწავლეებს ორნამენტების გაკეთებას უჯრების დახმარებით ვასწავლით . ჯერ წინასწარ კეთდება ორნამენტი ე.წ უჯრიან რვეულში შემდეგ კი იქარგება კანვაზეე . ( მოსწავლის მიერ მოტანილი მაისური და ჩვენი დახმარებით მის მიერ გაკეთებული ჯიბეე )

lika.lefsveridze@yahoo.com commented

ჩვენი მოსწავლეების მიერ სახელოსნოსთვის შეკერილი ბალიშები ( მასწავლებლის დახმარებით )

lika.lefsveridze@yahoo.com commented

გადავწყვიტეთ ინდივიდუალურად შეგვერჩია მოსწავლეებისთვის საათები .ასე გაცილებით მარტივად იგებენ ახსნილს და პრაქტიკული სამუშაოსთვისაც მეტი დრო გამოსდით. დავამატეთ მკერავი, ქალბატონი დარია , რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს მოსწავლეებთან მუშაობის. მოსწავლეებს თვითონ მოაქვთ მასალა რომლის გადაკეთებასაც სწავლობენ , ასევე მოაქვთ მასალა რომლისგანაც ჩვენი მასწავლებლის დახმარებით სხვადასხვა სამოსის შეკერვას სწავლობენ.ჩვენი კურსები მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას.

lika.lefsveridze@yahoo.com commented

დღეიდან ჩვენი სახელოსნოს კედელი უფრო ფერადი გახდა. ^__^ უფროო მარტივად მოსასვლელი უფრო პოზიტიური. ცოტა დიდხნიანი შესვენება გამოგვივიდა ამიტომ ხვალიდან ვანახლებთ სწავლებას და შაბათ კვირის გარდა ყოველდღე მივიღებთ მოსწავლეებს . ოთხი მოსწავლის მაგივრად ჯგუფში ექვსი მოსავლე იქნება. მშობლების თხოვნით კერვის ჯგუში იქნება ორი სკოლის მოსწავლეც <3

lika.lefsveridze@yahoo.com commented

მაისის ბოლოს დაწყებულ პირველ ნაკადთან სწავლება დავასრულეთ . ჯგუფში იყო ოთხი ქალბატონი . რომლებიც სწავლობდნენ როგორც თექაზე მუშაობას ასევე კერვას და ქარგვას . ვფიქრობთ პირველ ნაკადთან მუშაობა ჩვენთვისაც კარგი გამოცდილება იყოო. ჩვენი ჯგუფი აპირებს ერთი ან ორი კვირით შესვენებას . ორ კვირაში ახალი ნაკადით, დასვენებულები და უფრო ფერადები დაგიბრუნდებით ^___^

lika.lefsveridze@yahoo.com commented on comment : lika.lefsveridze@yahoo.com at: July 13, 2018, 12:30 p.m.

@nestani gagnashvili

lika.lefsveridze@yahoo.com commented on comment : Nino Giorgadze at: July 6, 2018, 9:05 a.m.

^___^

lika.lefsveridze@yahoo.com commented on comment : Nino Giorgadze at: July 6, 2018, 9:03 a.m.

მადლობა ^__^

Nino Giorgadze commented on comment : lika.lefsveridze@yahoo.com at: July 6, 2018, 7:13 a.m.

ძალიან მაინტერესებს შედეგი, ვიცი კრეატიურლი გამოვა :)

Nino Giorgadze commented on comment : lika.lefsveridze@yahoo.com at: July 6, 2018, 7:13 a.m.

წარმატებები მთელ გუნდს <3

lika.lefsveridze@yahoo.com commented

დღეს დავიწყეთ აბრაზე მუშაობააა. იგეგმება გარე ფასადის მოხატვაა .ფერადი საცნობი ნიშნების დამაგრებაა , ჩვენს სივრცემდე მოსასვლელად^__^

lika.lefsveridze@yahoo.com commented

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალნატონ
ნინოს ჩვენთან ვიზიტისათვის და ვრცელი პოსტისთვის რომლითაც თქვა ჩვენი სათქმელი^___^ დაინტერესება დღითიდღე მატულობს რითიც ვხვდებით რომ ამ კარგ საქმეში ჩადებული ჩვენი დრო და ენერგია ფასდება.

Nino Giorgadze commented

თავდაპირველად, ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდა ხალხი. თუცა ლამაზი ნივთების შექმნის შემდეგ, ხშირად შემოდიან სახელოსნოში ადგილობრივები და ინტერესს იჩენენ ამ საქმის მიმართ. აკვირდებიან და კითხვებს სვამენ და მოსწონოთ კედელზე გაკრული ქალების შექმნილი ლამაზი ნივთები, ჩანთები, თექის ნიმუშები, და ა.შ.
ლიკას დაგეგმილი აქვს ხეზე მუშაობის კურსების დამატება. მან გაიცნო ახმეტაში მოხუცი, რომელიც მუშაობს ხეზე და მზად არის მოხალისეობრივად ჩაერთოს სწავლების პროცესში, თუ ახალგაზრდებს ექნებათ შესწავლის სურვილი.
იდეის ავტორს სურს სახელოსნოს წინა სივრცე ლამაზად შეღებოს, აბრა გააკრას, რათა ხალხის ყურადღება უფრო მიიქციოს. მიუხედავად იმისა რომ ეს კურსები უფასოა, სამომავლოდ ლიკა აპირებს ფასიანი კურსების შექმნას, რაც ინიციატივას უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის.

Nino Giorgadze commented

ინიციატივის განხორციელებაში ჩართულია 3 ახალგაზრდა, რომელიც ადგილობრივ ქალებს ასწავლიან ხელსაქმეს, ქარგვას, კერვას და თექაზე მუშაობას. ქალების კვირაში სამჯერ იკრიბებიან და სწავლობენ ხელსაქმეს. მიმდინარე აქტივობებით დაგეგმილია ცნობერების ამაღლება ქალთა გაძლიერების კუთხით. იდეის ავტორმა, ლიკამ და მისმა გუნდა პირველი დაინტერესებული ქალთა ჯგუფი ნაცნობებში მოიძია. თუმცა სწავლების კურსის დამთავრების შემდგე იგეგმება თანამშრომლობა ადგილობრივ ახალგაზრდა ჯგუფებთან და მათი აქტიური ჩართვა. ,, რადგან არ არსებობს ადგილობრივი ტრანსპორტი, 3 კმ გავდივარ ფეხით აქ მოსასვლელად. თუმცა როცა ოთახში შემოვდივარ და დაღლას ვეღარ ვგრძნობ, რადგან აქ ქალების ჯგუფი მელოდება, რომლებისთვისაც ეს სივრცე ყოველდღიურობისგან. ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა. სწავლობენ თექას, ქარგვას, კერვას რაც მომავალში დაეხმარებათ საკუთარი საქმის წამოწყებაში.’’ ამბობს ნესტანი, მოხალისე მასწავლებელი. ქალები ცდილობენ საკუთარი შვილებიც ჩართონ ამ პროცესში, რადგან ხედავენ ხელსაქმის სწავლის აუცილებლობას. ,,გადავწყვიტე ჩემი შვილიც ვატარო ამ კურსებზე. ეს ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოადგება და იქნებ პროფესიადაც აირჩიოს მომავალში’’ ამბობს ერთ ერთი მონაწილე.

lika.lefsveridze@yahoo.com commented

კვირის დღეებიდან ერთ-ერთი სასწავლო დღე ორშაბათია ^___^ ( ოთხშაბათი და პარასკევი )დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა :)

lika.lefsveridze@yahoo.com commented

ჩვენი სივრცე მოვაწყეთ შევიტანეთ ყველა ნივთი . მივიღეთ გადამუშავებული მატყლის ფერებიც რომელსაც ველოდებოდით და ორშაბათიდან მივიღებთ პირველ ჯგუფს ^__^

lika.lefsveridze@yahoo.com commented

მოგესალმებით ^__^ დიდი მადლობა პროექტ Orbeliani საქართველოს, ჩვენი ინიციატივის დაფინანესბისათვის და მის გუნდს ჩვენი გვერდში დგომისთვის. თანხები ჩარიცხულია . ვიწყებთ ნივთების ტრანსპორტირებას და ჩვენი სივრცის შეფერადებას ^__^