Restoration of “Mironov” spring! - All Activity

roma.mirzoian1365923@mail.ru commented

ვარხუნოს წყაროს კეთილმოწყობა გაგვეწელა, რადგან ადგილობრივმა თვითმართველობამ აქ ჩაატარა გარკვეული სამუშაოები,კერძოდ კი მოაპირკეთა წყაროს მიმდინარე ტერიტორია. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დარჩა ჩვენი ნაწილი, კერძოდ კი წყაროსთან დასასვენებელი ადგილის მოპირკეთება ნაყიდი ქვაფენილით. გუშინ გამოვედით თეთრიწყაროს ახალგაზრდები და დავიწყეთ ამ იდეის განხორციელება, დღეს კიდევ ვარხუნოს მოსახლეობა, ახალგაზრდა ბიჭბი და მამაკაცები მოხალისეობრივად შემოგვიერთდნენ და ერთად დავამთავრეთ ეს საქმე. პარალელურად მოეწყო წყაროს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაც და გალამაზებაც.

roma.mirzoian1365923@mail.ru commented

მოგესალმებით თეთრიწყაროდან, გუშინ დავიწყეთ ვარხუნოს წყაროს მიმდინარედ ფილების დაგება.

roma.mirzoian1365923@mail.ru commented

გუშინ, შევიკრიბეთ ახალგაზრდები და მივედით მირონოვის წყაროსთან , პირველი რაც გავაკეთეთ დავასუფთავეთ წყაროს ძირითადი ნაგებობა თავისი ავზებით. საქმე მართლა ძალიან ბევრი იყო, თუმცა მოვერიეთ და მეგობრებთან ერთად ძირითადი ნაგავი გამოვიტანეთ. დასუფთავების სამსახურს ვთხოვეთ გამოეყო ჩვენთვის მანქანა, რომელზეც დავტვირთედ ნაგავი და წაიღეს. . ამ კვირაში ვგრგმავთ ადგილობრივ თვითმართველობასთან შეხვედრას, გვინდა გავაკეთოთ პრეზენტაცია ამ პროექტის შესახება, და ვთხოვოთ მათ გარკვეული სახის დახმარება, როგორიცაა ხრეშის გამოყოფა, არხების მიტანაში დახმარება წყარომდე და სხვა.

roma.mirzoian1365923@mail.ru commented

25 მაისს ვიყავი სოფელ დაღეთში, ვნახე და გავეცანი ამბულატორიის პროექტს. პროექტის ავტორს შესყიდული და ჩამოტანილი აქვს იდეის განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობა. უკვე დაიწყო ოთახის გადახურვა და ნელნელა გააგრძელებს მის მოწყობას.

roma.mirzoian1365923@mail.ru commented

ვარხუნოს წყაროს აქტიურად იყენებენ თეთრიწყაროში ვარხუნოს უბანანში მცხოვრები მოსახლეობა და არა მარტო. მოსახლეობამ მიმართა ადგილობრივ თვითმართველობას დახმარებისათვის, და გამგეობამ გამოყო მძიმე ტექნიკა რომელმაც წყაროს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა, ჩვენ კი ამ პროექტის ფარგლებში ვიყიდეთ ბალახის ქვაფენილი. მოვიტანეთ, ჩამოვტვირთედ, და ახლო მომავალში ბიჭების დახმარებით დავაგებთ მას წყაროს წინ, ადგილობრივი თვითმართველობაც გვეხმარება სხვადასხვა ტექნიკურ ნაწილში, ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

roma.mirzoian1365923@mail.ru commented

მოგესალმებით თეთრიწყაროდან. ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა ორბელიანი საქართველოს საგრანტო კონკურსში, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის იყო გამოცხადებული. იდეა კი წყაროების აღდგენა, კეთილმოწყობა და სუფთა გარემოს შექმნაა. ჩვენ უკვე გადავუგზავნეთ ორბელიანის ბუღალტერს ყველა ინვოისი, იმის შესყიდვისთვის რაც ჩვენი იდეის განხორციელებისათვის გვჭირდება.

თეთრიწყაროში აქტივობებს ვიწყებთ ვარხუნოს წყაროდან. ამ წყაროს შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით.