Ethno-camp - All Activity

Ethno-camp Location: a
Nino Giorgadze commented on comment : gia cercvadze at: Aug. 29, 2018, 7:11 a.m.

წარმატებები მთელ გუნდს !!!!

Ethno-camp Location: a
gia cercvadze commented

ეთნო-ბანაკს ბოლო დღეს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდისა და ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი-დავით ხახუტაშვილი სტუმრობდა. მან პირადად მოინახულა ბავშვები და საბანაკე ტერიტორია დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მნიშვნელოვანი და საინტერესო სტუმრები:
ალექსი ფილფანი - წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; დავით ყვენწაშვილი - ბიზნესმენი, ახალსოფლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მხარდამჭერი; იოსებ ხომერიკი -კატარში მოღვაწე ფეხბურთელი; იმედა სისაური - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი.
სტუმრებმა ბანაკში მონაწილე ბავშვებს სიგელები გადასცეს და ორგანიზატორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცეს.

Ethno-camp Location: a
gia cercvadze commented

მესამე დღეს დილიდან მონაწილე გუნდებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,ეთნო-ბანაკი 2018“ გადაღება დაევალათ. მათ უნდა გადეღოთ 5-7 წუთიანი ფილმი, სადაც აღწერდნენ ბანაკის სიტუაციას, შთაბეჭდილებებს და ა.შ. დღის ბოლოს გუნდების მიერ გადაღებული ფილმების პრეზენტაცია გაიმართა. ბანაკს სტუმრობდა ქ-ნი ელენე ნოდია, რომელმაც ბავშვებთან ერთად ერთი საღმო გაატარა. კოცონით, შთბეჭდილებების ყუთის გახსნით, გიტარასა და ფანდურზე სიმღერით, ცეკვითა და ემოციების გაზიარებით დასრულდა მესამე დღე.

Ethno-camp Location: a
gia cercvadze commented

მეორე დღეს, ეთნო-ბანაკი 2018-ის მონაწილეებმა მოინახულეს ახალსოფელში მიმდინარე ჰესის მშენებლობა და ინფორმაციული შეხვედრის შემდეგ, გაიგეს მისი მნიშვნელობა.
საველე ბანაკში მოხალისედ მუშაობდა ექიმი -ნანა აჭაიძე, რომელმაც მონაწილეებს პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა . თეორიული ცოდნის გამოყენება ბავშვებს ველურ პირობებში მოუწიათ. გუნდებს დაევალათ პირველადი დახმარების გაწევა ტყეში ფეხმოტეხილი ადამიანისთვის. მათ დაამზადეს საკაცეები და შესაბამისი დახმარება გაუწიეს თავიანთ თანაგუნდელს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელმაც უფრო სწრაფად და სწორად გაართვა თვი დაკისრებულ მოვალეობას. დღის ბოლოს გუნდებს შორის მუსიკალურ-შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა.

Ethno-camp Location: a
gia cercvadze commented

აქტივობებში.პირველ დღეს მონაწილეების ჯგუფებში ფორმირება, ბანაკის წესებისა და ლიდერების გაცნობა მოხდა. მათ გადაეცათ სხვადსხვა ფერის მაისურები. მას შემდეგ რაც 4 სხვადსხვა ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს, დღის ბოლოსთვის მათ მოსამზადებელი ჰქონდათ გუნდის სახელი, შეძახილი, გერბი და ნომერი, რომელზეც დღის განმავლობაში მუშაობდნენ. შუალედში ახალგაზრდებს ვესაუბრეთ ეთნიკურ უმცირესობებზე, მათ ჩართულობაზე სამოქალაქო აქტივიზმში და ისტორიაზე. საღამოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი სპორტულ შეჯიბრებში ,,ორდროშაობა“ და ,,ფრენბურთი“.დღის ბოლოს თითოეულმა გუნდმა თავისი სახელი, შეძახილი, გერბი და თეატრალური/საცეკვაო/იუმორისტული/ მუსიკალური ნომერი წარმოადგინა.

Ethno-camp Location: a
gia cercvadze commented

აქტივობებში.პირველ დღეს მონაწილეების ჯგუფებში ფორმირება, ბანაკის წესებისა და ლიდერების გაცნობა მოხდა. მათ გადაეცათ სხვადსხვა ფერის მაისურები. მას შემდეგ რაც 4 სხვადსხვა ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს, დღის ბოლოსთვის მათ მოსამზადებელი ჰქონდათ გუნდის სახელი, შეძახილი, გერბი და ნომერი, რომელზეც დღის განმავლობაში მუშაობდნენ. შუალედში ახალგაზრდებს ვესაუბრეთ ეთნიკურ უმცირესობებზე, მათ ჩართულობაზე სამოქალაქო აქტივიზმში და ისტორიაზე. საღამოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი სპორტულ შეჯიბრებში ,,ორდროშაობა“ და ,,ფრენბურთი“.დღის ბოლოს თითოეულმა გუნდმა თავისი სახელი, შეძახილი, გერბი და თეატრალური/საცეკვაო/იუმორისტული/ მუსიკალური ნომერი წარმოადგინა.

Ethno-camp Location: a
gia cercvadze commented

30 ივლისს ეთნო-ბანაკი 2018 დაიწყო და 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღნიშნული ბანაკი ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ, ავარიელი და უდი ბავშვების, ინტეგრაციას ემსახურებოდა ჩვენს საზოგადეობაში. საველე ტიპის ბანაკში სულ 6 სოფლის 40-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომელთაც სხვადასხვა თემებზე ტრენინგები უტარდებოდათ, სპორტულ, გასართობ, სალაშქრო და კულტურული აქტივობებში იყვნენ ჩართულები.
,,ეთნო-ბანაკი 2018” ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც კარვები, საძილე ტომრები და პარალონები შევისყიდეთ. აღნიშნულ ბანაკს მორალური და ფინანსური მხარდაჭერა ყვარლის მერიამ გამოუცხადა . ბანაკის კვება უზრუნველყო რესტორნებმა ,,შატო ყვარელი“ და ,,როილ ბატონი“. ფინანსური მხარდაჭერა გამოხატა რესტორან ,,ყვარლის ტბის“ მენეჯერმა - ზაზა ხუციშვილმა . ბანაკის აღჭურვილობა და მის განსახორციელებლად საჭირო რესურსები ,,ახალსოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრმა“ , ხოლო მარკირებული მაისურების დაბეჭვდა ,, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა“ უზრუნველყო. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და ღირებული იყო პროექტის განსახორციელებლად .
,,ეთო-ბანაკი 2018“-ში ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტების ჯგუფი იყო ჩართული, რომელთც ლიდერების ამპლუა მოირგეს. ბანაკში მოხალისეობრივად 12-მდე ახალგაზრდა და ცენტრის ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
ეთნო-ბანაკში მონაწილე 40-მდე ბავშვი ჩართული იყო საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში

Ethno-camp Location: a
Nino Giorgadze commented

მიმდინარეობს ეთნო ბანაკისთვის მზადების პროცესი.

Ethno-camp Location: a
info.akhalsopeliyouth@gmail.com commented

ორშაბათს მოხდა ყვარლის გამგებელთან, ბატონ როსტკმ სესიაშვილთან, შეხვედრა ვისაუბრეთ ჩვემს პროექტზე და მის მნიშვნელობაზე ბატონ როსტმს ძალიან მოეწონა ჩვენი პროექტი და დაგვპირდა რომ გამგეობა ყველანაირად გვერში დაგვიდგებოდა დაგვიიფინანსებდა საკვები პროდუქტებისთვის საჭირო თანხევბს (რომელიც ჩვენ ვთხოვეთ) და თუ დაგვჭირდებოდა ასვე დაგვეხმარებოდა ტრანსპორტითაც ბავშვების გადასაყვანათ

Ethno-camp Location: a
info.akhalsopeliyouth@gmail.com commented

ოთხშაბათს თექვსმეტ მაისს მოხდა ჯგუფის წევრების შეკრება სადაც გაიწერა: დღის გეგმა, საკვები პროდუქტების მოცულობა და სახეობსბი, განვიხილეთ საკვები პროდუქტებით დაფინანსების ყველა შესაძლო ალტერნატივა ორშაბათს ოდაერთ ივნისს გვაქვს შეხვედრა ყვარლის გამგებელროსტომ სესიაშვილთან რათა გაარკვიოთ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ვენთვის

Ethno-camp Location: a
info.akhalsopeliyouth@gmail.com commented

მოთხოვნილი პროდუქტი ნაყიდია და დასაწყობებულია