Children's Library Corner - All Activity

takoamiranashvili16@gmail.com commented

შეხვედრა "მკითხველთა კლუბთან"

takoamiranashvili16@gmail.com commented

ჩვენი ყოჩაღი დუკა ომახიანად აცნობს ეპიზოდს მეგობრებს :):)

takoamiranashvili16@gmail.com commented

საჩვენებელი კითხვა- მარიამ ქურთაული

takoamiranashvili16@gmail.com commented

როდესაც ბავშვები ერთმანეთს უკითხავდნენ საინტერესო ეპიზოდებს ფოტოები გადავუღეთ:):) სალომე ხაჭაპურიძე

takoamiranashvili16@gmail.com commented

10 თებერვალს მოსწავლეებმა ახალი წიგნის კითხვა დაიწყეს.. ორივე ჯგუფს ცალ-ცალკე შევხვდით, გვიხარია, რომ ახალი მოხალისეებიც გვყავს..ბავშვებო იმედია თქვენც ისეთივე ხალისით ჩაერთვებით პროექტში როგორც თქვენი თანატოლები.. წიგნის არჩევასთან ერთად "მკითხველთა კლუბის" ბავშვებმა დაიწყეს ერთობლივი, საჩვენებელი კითხვა, რაც იმედია კიდევ მეტ დაინტერესებას გამოიწვევს წასაკით წიგნთან მიმართებაში.. :) საკითხავად შევარჩიეთ კარლო კოლოდის "პინოქიოს თავგადასავალი"

takoamiranashvili16@gmail.com commented

ორშაბათს 13 თებერვალს მუშაობას განაახლებს მონიტორინგის ჯგუფი.. წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველაზე პოპულარული წიგნის სტატუსს ინარჩუნებს "წრიპა ბიჭის დღიური", რომელიც არა მხოლოდ კლუბის წევრებმა, არამედ სხვა მოსწავლეებმაც დიდი ხალისით წაიკითხეს.. დიდი ი9ნტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მოვაწყოთ კინო ჩვენება.. წიგნის მიხედვით გადაღებულია სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი.. ჩვენ დავიწყებთ პირველი სერიის ჩვენებით.. დაესწრება ყველა მოხალისე და ასევე ნებისმიერი მსურველი.. :):) იმედია წიგნთან ერთად კინო ჩვენებაც გაახალისებს ჩვენს ბავშვებს

takoamiranashvili16@gmail.com commented

მოგესალმებით მეგობრებო! როგორც ვიცით სასკოლო არდადეგები იყო ამიტომ კლუბის შეხვედრები ვეღარ ხერხდებოდა მაგრამ ჩვენი მოხალისეები უსაქმოდ არ ყოფილან.. მათ წაიკითხეს არჩეული წიგნები და იქითი კვირიდან ვიწყებთ ჩანაწერების განხილვას.. მოხალისეებს დავალებული ჰქონდათ წაეკითხათ ერთი ნებისმიერი წიგნი (ასაკის შესაბამისად შერჩეული) დაეწერათ მისი გარჩევა და შემდეგ წარდგენა გაეკეთებინათ.. ყველა აქტიურადაა ჩართული და მისთვის დიდი მადლობა მათ:):)

takoamiranashvili16@gmail.com commented

თათა ბუთხუზი გამოთქვამს აზრს წაკითხულ წიგნზე..აღმოჩნდა რომ მას ძალიან უყვარს ასტრიდ ლინდგრენი და მისი თითქმის ყველა წიგნი წაკითხული აქვს.. ჩვენ დიდი სიამოვნებით და ყურადღებით ვუსმენთ თათას :): მოხალისემ ამ თემაზე საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციაც მოგვიმზადა.აუცილებლად გაგიზიარებთ თათას პრეზენტაციით მიღებულ შთაბეჭდილებებს

takoamiranashvili16@gmail.com commented

დავასრულეთ წიგნის განხილვა "ლოტა აურზაურის ქუჩიდან". მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრები, შეაფასეს და შეაჯამეს წიგნი.. საუბარი საკმაოდ საინტერესო და ხალისიანი გამოვიდა..შემდეგ წიგნს შევარჩევთ არდადეგების დასრულების შემდეგ

takoamiranashvili16@gmail.com commented

მონიტორინგის ჯგუფი :):) თათა, ვაკო და მარიამი <3

takoamiranashvili16@gmail.com commented

20 დეკემბერს მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ჩაატარეს მონიტორინგი..წიგნების რაოდენობა თაროზე მცირეა და ეს ამბავი ძალიან გვახარებს:) შეიძლება მონიტორინგის საფუძველზე ვთქვათ, რომ ამ სემესტრში პოპულარული წიგნებია: 1.რ.ჯ, პალაციო "საოცრება". 2.ჰარპერ ლი "ნუ მოკლავ ჯაფარას" 3. ჯეფ კინი "წრიპა ბიჭის ღიური". სამივე ეს წიგნი თითქმის ყველა მონიტორინგის დროს გატანილი დაგვხვდა.. სემესტრი ბოლო მონიტორინგში დაგვეხმარნენ მოხალისეები: თამარ ბუთხუზი, მარიამ თვაური და ვაკო ბაშარული.. მადლობა ბავშვებს <3<3

ქეთი ჩიტიშვილი commented

ესეების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნაშრომების მიღება დასრულებულია. ჟიური, საახალწლო არდადეგების შემდეგ, გამოავლენს გამარჯვებულებს,რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
დიდი მადლობა ბავშვებს,ასეთი აქტიურები და საინტერესოები რომ არიან < 3

ქეთი ჩიტიშვილი commented

სალომე ხაჭაპურიძე ასევე ძალიან საინტერესო პროექტი წარმოგვიდგინა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა წიგნებზე,რომლებსაც პროექტის ფარგლებში გაეცნო

ქეთი ჩიტიშვილი commented

დემეტრე გიგაურმა საკმაოდ ორიგინალური პროექტი წარმოგვიდგინა და საინტერესოდ გვესაუბრა საყვარელ მწერალსა და მის წიგნებზე

ქეთი ჩიტიშვილი commented

სალომე ლომიძე, ძალიან საინტერესო პრეზენტაციის წარდგენის პროცესში,რომელიც ასევე პროექტ-" ჩემი წიგნების თაროს" ფარგლებში მოამზადა.

ქეთი ჩიტიშვილი commented

კესო ჯოხაძემ შეხვედრაზე საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და საკმაოდ საინტერესო წიგნებიც გაგვაცნო:))

ქეთი ჩიტიშვილი commented

სამშაბათს Orbeliani Georgia ს წარმომადგენლები გვეწვივნენ,რისთვისაც მადლობას ვუხდით. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა:)) სტუმრებმა მოისმინეს ჩვენი მკითხველთა კლუბის წევრების პრეზენტაციები,რომლებიც ბავშვებმა პროექტ-" ჩემი წიგნების თაროს" ფარგლებში მოამზადეს .

takoamiranashvili16@gmail.com commented

"მკითხველთა კლუბის" შეხვედრა:)

takoamiranashvili16@gmail.com commented

პატარა მონაწილეებისათვის კი შევარჩიეთ ასტრიდ ლინდგრენის "ლოტა აურზაურის ქუჩიდან". ეს წიგნი მათივე სურვილით შეირჩა, რადგან ისინი საყვარელი ავტორის სხვა ნაწარმოებებს იცნობენ.. ერთ-ერთმა მოხალისემ წაიკითხა ის და მეგობრებსაც გაუზიარა თავისი აღფრთოვანება, სწორედ ამიტომ მათივე თხოვნით ლოტას თავგადასავალს გავეცნობით:):)