Zebra crossing! Move safely! - All Activity

mziajavshanashvili@gmail.com commented

აი ასე გამოიყურება საბოლოოდ ჩვენი ნამუშევარი.

mziajavshanashvili@gmail.com commented

ფერად ფურცლებზე, რომელიც შევიძინიეთ პროექტის ფარგლებში, დავბეჭდეთ ზებრა ხაზის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ფოტო. მოხატვის პროცესის პარალელურად, ასევე ვუწევდით პოპულარიზაციას ზებრა გადასასვლელს ამ ფოტოს დახმარებით.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოხატვის პროცესი. ამერიკელი მოხალისე ნიკი, ცოდნის კაფის პროექტის იდეის ავტორი.

mziajavshanashvili@gmail.com commented

ჩვენი ყველაზე პატარა მოხალისე, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელიც მთელი დღე ჩვენს გვერდით იყო და რამდნეიმე ნახატის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი პროექტის მთავარი იდეა-ქვეითთა გადასასველელის მოხატვა, დღეს განხორციელდა. სამუშაოები დავიწყეთ 11 საათზე და ყველაფერი დასრულდა 5 საათისთვის. მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოხატვის პროცესში, ასევე ჩაერთვნენ ადამიენბი, რომლებიც შემთხვევით მოხვდენ იმ ადგილზე და დიდი მონდომებით მუშაობდნენ. ხატვის პროცესში, რამდენჯერმე გვესტუმრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ჯონდო მდივნიშვილი, ასევე ლაგოდეხის პოლიციის უფროსი ბ-ნი გიორგი კლიმიაშვილი, რომელმაც ჩვენი თხოვნით დილიდან გადაკეტა ის ქუჩა, სადაც ვხატავდით და დღეს მთელი დღე გადაკეტილი იქნება, რომ საღებავები გაშრეს და ნახატები არ დაზიანდეს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პროექტის მეგობარი პროექტების მონაწილეებს-ქეთი მოლაშვილს, მარიამ ბუშელაშვილს, მარიამ ოსიაშვილს და ამერიკელ მოხალისეს ნიკის (გვარი არ ვიცი), რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ნახატების შექმნაში. და რათქმაუნდა უდიდესი მადლობა, კიდევ ერთხელ მინდა გადავიხადო ფონდ ორბელიანს ამ შესაძლებლობისთვის და ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნების ასრულებისთვის, რომ ლაგოდეხშიც ყოფილიყო მოხატული ქვეითთა გადასასველელი.

mziajavshanashvili@gmail.com commented

14 ივნისს, 11 საათიდან ვიწყებთ მოხატვას. ადამიანური რესურსი, საჭირო მასალები ყველაფერი მზად გვაქვს. ასევე ველოდებით დამეგობრებული პროექტების წარმომადგენლებს - წნორიდან და ენისელიდან, მონიტორინგზე.

mziajavshanashvili@gmail.com commented

დღეს ვესტუმრე სოფელ ენისელს, პროექტ ,, განათლებული თაობა უკეთესი მომავლისათვის" მონიტორინგის მიზნით. მოვისმინე პროექტის განვლილი გზა დაწყებიდან დღემდე, მიმდინარე და სამომავლო აქტივობები. ასევე გავაცანი ჩემი პროექტის მდგომარეობა, როგორ მოვედით აქამდე და რას ვაპირებთ სამომავლოდ. გავუზიარეთ გამოცდილება ერთმანეთს და მივეცით საჭირო რჩევებიც.

mziajavshanashvili@gmail.com commented

დღეს ვესაუბრე ლაგოდეხის პოლიციის უფროსს ბ-ნ გიორგი კლიმიაშვილს და გაირკვა, რომ კახეთის სამხარეო პოლიცია არ გვაძლევს ნებართვას მოვხატოთ კონკრეტულად ის ზებრა ხაზი (მიზეზბი იხილეთ წინა კომენტარებში). ამის შემდეგ ისევ მივმართე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მერს, ბ-ნ კონდო მდივნიშვილს, რომ მოეცათ ნებართვა მოგვეხატა შიდა გზაზე არსებული გადასასველელი, რომელიც მდებარებს ქ.ლაგოდეხის ცენტრში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე. ისევ თავიდან დამაწერინეს განცხადება, რადგან სხვა ადგილზე ვითხოვდი მოხატვის ნებართვას (იხ.ფოტო). ასევე პირადად ვესაუბრე, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს და შემპირდა რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა მოხატვასთან დაკავშირებით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მოვხატავთ 14 ივნისს, ხუთშაბათს, რადგან ბოლო 2 კვირაა ყოველ ღამე წვიმს ლაგოდეხში (მხოლოდ წუხელის არ უწვიმია :) ), ხუთშაბათს კი, ამინდის პროგნოზი მზიან ამინდს აჩვენებს. განცხადების დაწერის შემდგომ (ახალი ადგილის მოთხოვნით), პირადად ვესაუბრე ლაგოდეხის პოლიციის უფროსს ბ-ნ გიორგი კლიმიაშვილს, ავუხსენი მდგომარეობა, მივიღე სიტყვიერი თანხმობა და სრული მხარდაჭერა (სანამ მერია მიმართავს წინასწარ მაინც გავესაუბრე). მითხრა, რომ არანაირი პორბლემა არ იქნება ზემოთ აღნიშნული ადგილის მოხატვის და მთელი დღის განმავლობაში ლაგოდეხის პოლიცია გადაკეტავს იმ ქუჩას, სადაც ეს გადასასველილი მდებარეობს, რომ მოხატვის პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შეგვექმნას.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მერიაში დამაწერინეს განცხადება მერის სახელზე (იხ.თანდართული ფოტო ). ჩემი განცხადების საფუძველზე მათ მიმართეს ლაგოდეხის პოლიციას ნებართვის მოსაპოვებლად. ამის მერე, დამიკავშირდა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი ბ-ნი გიორგი კლიმიაშვილი და ამიხსნა არსებული მდგომარეობა, რომ გზა არის საერთაშორისო მნიშვნელობის და ნებართვა უნდა გასცეს კახეთის სამხარეო პოლიციამ. ასევე, მიესალმა ინიციატივას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. საუბარში აღნიშნა, რომ შიდა გზაზე, ნებისმიერ ქვეითთა გადასასვლელეზე, იმავე დღეს მოგვცემდა მოხატვის ნებართვას, მაგრამ რადგან ეს ადგილი წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის ტრასის მონაკვეთს მას არ აქვს ნებართვის გაცემის უფლება.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოგესალმებით მეგობრებო! მოკლედ მოგიყვებით ყველა იმ ეტაპზე, რაც აქამდე გამოიარა პროექტმა. საჭირო საღებავები შევიძინეთ გორგიასა და ბრიკორამაში, სპეციაური ასფალტის საღებავები, რომელიც არის შეზღუდული ფერები - წითელი, ყვითელი,თეთრი და შავი, იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო ნიშნების დატანა ასფლატზე ამ ძირითადი ფერებით ხდება. შემდგომ უკვე მივმართე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს - ბ-ნ ჯონდო მდივნიშვილს, რომ გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან, რათა მოეცათ მოხატვის ნებართვა. ძალიან მოიწონა იდეა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. აღნიშნა, რომ თავადაც სურდა ზებრა ხაზის მოხატვა ლაგოდეხში. ის ზებრა ხაზი, რომლის მოხატვაც ჩენ გვინდა მდებარებს ცენტრალურ გზაზე. ეს გზა არის საერთაშორის მნიშვნელობის, რომელიც მიდის ქვეყნის სახელმწიფო საზღვრამდე (აზერბაიჯანის საზღვართან) და აქ ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილდებიან თურქეთიდან აზერბაიჯანში მიმავალი ტრაილერები და პირიქით.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოგესალმებით! გუშინ საღამოს ჩამოვიტანე ყველა საჭირო მასალა ლაგოდეხში რაც შევიძინეთ. ველოდებით ამინდების გაუმჯობესებას, რომ მოვხატოთ ზებრახაზი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს" ამ შესაძლებლობისთვის.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოგესალმებით მეგობრები! დღეს ვესაუბრე ქ.ლაგოდეხის პოლიციის უფროსს ბ-ნ გიორგი კლიმიაშვილს. ამიხსნა, რომ ის ზებრა ხაზი რომლის მოხატვაც გვინდა არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, ამიტომ ასე მარტივად არ ხდება ნებართვის გაცემა. სამომავლოდ რაიმე უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ნებართვის გამცემს, ასევე მომხატავს. დამპირდა, რომ უახლოეს მომავალში დეტალურად გაივლის კახეთის სამხარეო პოლიციასთან აღნიშნულ საკითხს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ზებრა ხაზი მოიხატოს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ამ ზებრა ხაზის მოხატვა, გვეძლევა ნებართვა რომ ქ. ლაგოდეის ნებისმიერ შიდა ქუჩაზე მოვხატოთ ზებრახაზი.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ ჩამოვიტანე ლაგოდეხში ფერადი ფურცლები და კარტრიჯი. ორშაბათის კვირაში ვაპირებ დავბეჭდო უსაფრთხო მოძრაობის და ზებრა ხაზის პოპულარიზაციის შემცველი ინფორმაცია და გამოვაკრა ლაგოდეხის ქუჩებში. მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე დაწერილი მაქვს განცხადება ნებართვის მისაღებად და ველოდები პასუხს.

mziajavshanashvili@gmail.com commented

7 მაისს შევხვდი ქ.ლაგოდეხის მერს ბ-ნ ჯონდო მდივნიშვილს. სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს და მზად არის ყველანაირი დახმარებისთვის რაც საჭირო იქნება. ოფიციალურ წერილს გაგზავნიან საგზაო დეპარტამენტში. პასუხის მიღებისთანავე გადავალთ აქტიურ მოქმედებებზე. სამწუხაროდ, ფოტოებს ვერ ვტვირთავ დიდი მოცულობის გამო.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოგესალმებით! გასულ კვირას ყველა მაღაზიებიდან გავაგზავნე ინვოისები. ზოგიერთი პროდუქცია არ ჰქონდათ ადილზე, როგორც კი ჩამოვა შემატყობინებენ და ყველაფერს ერთად წამოვიღებ.