A Stadium for Gomi - All Activity

ciuritediashvili@gmail.com commented

გამარჯობა! ძალიან გადატვირთული რეჟიმის გამო სისტემატიურად ვერ მოვახერხე თქვენთვის იმ სიკეთეებზე საუბარი , რაც თქვენი ორგანიზაციის დახმარებით გახდა შესაძლებელი . დიახ, საქმე ჩვენს განახლებულ სპორტულ მოედანს ეხება, რომელიც თავისი ფერადოვნებით უმალ იქცევს სტუმრის ყურადღებას. არდადეგების განმავლობაში და ახლაც, როცა სწავლა დაიწყო, ჩვენი სტადიონი ხალხის ნაკლებობას არ უჩივის, რადგან ახლა უკვე შესაძლებელია ერთდროულად ფეხბურთის , კალათბურთისა და ფრენბურთის თამაში. თქვენი წყალობით შევიძინეთ ბურთები და ბადეები, დამონტაჟდა ფერადი სკამები, მოკლედ რომ იტყვიან ავ თვალს არ ვენახვებით :) რა თქმა უნდა კიდევ ბევრი რამის მიმატება შეიძლება მოედნისათვის, მაგრამ ეს სამომავლოდ!
პროექტი დასრულდა, მაგრამ პროექტის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი კიდევ დიდხანს გვასიამოვნებს. .
მდლობა, დიდი მადლობა ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს , რომელმაც ბედნიერი დღეები გვაჩუქა <3 .

ciuritediashvili@gmail.com commented

მხიარული არდადეგები გრძელდება. მცხუნვარე მზისგან დაღლელები ყოველ საღამოს სპორტულ შეჯიბრებებს ვაწყობთ.

ciuritediashvili@gmail.com commented

ყველა სამუშაო შევასრულეთ და მოედანიც გავალამაზეთ გასახსნელად . წვიმამ ცოტა დისკომფორტი შეგვიქმნა, მაგრამ ახალგაზრდები მაინც არ შეეპუენ და მაყურებლები ქოლგებით გულშემატკივრობდნენ კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მატჩებს. ყველაფერმა მხიარულად ჩაიარა. წინ უამრავი სპორტული ზეიმი გველის.
მადლობა საზოგადოება ორბელიანი საქართველოს და შვედეთს ფინანსური მხარდაჭერისათვის . განსაკუთრებით გვინდა მდლობა გადავუხადოთ ნინო გიორგაძეს გაწეული დახმარებისათვის. მომავალ შეხვედრამდე :)

ciuritediashvili@gmail.com commented

კალათბურთის ფარების შეღებვა წვიმაშიც არ შეწყვიტეს ბიჭებმა .ამ საქმეში ძალიან ბევრმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა , რადგან ზოგჯერ ძალიან ცხელოდა და დიდი ხნით მზეზე გაჩერება და თან შეღებვა აუტანელი იყო. მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა და რისი გაკეთებაც გვქონდა ჩაფიქრებული შევასრულეთ . დღეს უკვე განახლებული , გალამაზებული მოედნის გახსნა გვაქვს 15 სთ -ზე და 30 წთ-ზე. გვეწვიეთ :)

ciuritediashvili@gmail.com commented

მიმდინარეობს სკამების შეღებვა

ciuritediashvili@gmail.com commented

ჩვენისკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულის , აგრუნის მე-2 კურსის სტუდენტის ცოტნე თევზაძისა და მისი მეგობრის შალვა ხეთაგურის მიერ შეიღება მოედნის გარშემო დამონტაჟებული სკამები . თუ წვიმამ გვაცალა კალათბურთის ფარებსაც შევღებავთ

ciuritediashvili@gmail.com commented

მიუხადავად ხალისშემშლელი ამინდებისა, მაინც წინ ივიწევთ- დავასრულეთ სპორული მოედნის ბალახის გათიბვა ჯაბასა და ბექას დახმარებით . ახლა სკამების შეღებვა, მოედნის დახაზვა და გალამაზება დაგვჩა :)

ciuritediashvili@gmail.com commented

დღევანდელი დღე ცოტა ნერვიულობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ შედეგიანად გაგრძელდა: ბიჭებმა ხის სამუშაოები დაასრულეს. ახლა სკამების შეღებვას დავიწყებთ . თიბვის საქმეც მოსაგვარებელია!

ciuritediashvili@gmail.com commented

მართალია ხშირად წვიმს, რაც ხელს გვიშლის გარე სამუშაოების შესრულებაში, მაგრამ წვიმიდან წვიმამდე მაინც ვახერხებთ სკამების დამონტაჟებას სოფლის ახალგაზრდებისა და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით.

ciuritediashvili@gmail.com commented

სპორტული ინვენტარიც შევიძინეთ და სკოლაში მოვიტანეთ ჩვენი მოსწავლეების დახმარებით .ხვალ თუ ისევ წვიმამ არ შეგვიშალა ხელი სკამების გაკეთებას დავიწყებთ.

ciuritediashvili@gmail.com commented

შევიძინეთ მოედნისთვის სამშენებლო მასალები. ვიწყებთ დამონტაჟებას. სკოლის მოსწავლეები აქტიურად გვეხმარებოდნენ მასალის დაბინავებაში.