Literature Square in Sagarejo - All Activity

Maka Archuadze commented

ლიტერატუეული სკვერი არის კარგი ეწყობა ბევრი აქტივობა მოხალისეებიც აქტიურადვართ ჩართულები და ამისთვის დიდი მადლობა პლათფორმა „ორბელიანი საქართველო“ს და ნაზი სამინაშვილს ასეთი აქტიურობისთვის <3

ნაზი სამუნაშვილი commented

9 აგვისტოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი "ჩვენ ვქმნით კონსტიტუციას". პროექტის ფარგლებში ატარდა რამდენიმე აქტივობა. კახეთის გზატკეცილზე განთავსდა 6 ბანერი, რომლებზეც წერია მუხლები საქართველოს კონსტიტუციიდან. ქალაქ საგარეჯოს ცენტრში მოეწყო სხვადასხვა აქცია-პერფორმანსი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დაასრულა სპორტულმა თამაშებმა, რომლებიც მორგებული იყო კონსტიტუციას: კალათბურთი და კლასობანა.
ლიტერატურული სკვერი აქტიურად იყო ჩართული ამ დღის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში, ჩვენთან ჩატარდა საჯარო ლექცია კონსიტუციის მნიშნელობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ იურისტები შალვა და კახა ხვთისავრიშვილები.

ნაზი სამუნაშვილი commented

15 ივლისს ვენს სკვერს ორი ახალგაზრდა პოეტი ნინი ბუზარიაშვილი და გურამ სამუნაშვილი ეწვივნენ და მსმენელს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. საღამოს მხოლოდ მოწვეული სტუმრები ესწებოდნენ, მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი სკვერი და სურვილი გამოთქვეს მმსგავს საღამოებზე დასწრების. ამიტომ 25 ივლისს ვგეგმავთ კიდევ ერთ საღამოს, სადაც ადგილობრივ პოეტებთან ერთად მოწვეული შემოქმედებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ნაზი სამუნაშვილი commented

დღეს პროექტ "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში საგარეჯოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და დირექტორი ესტუმრნენ. მათ სოფლის ბიბლიოთეკებისათვის წიგნები ჩამოიტანეს და დაგვპირდნენ, რომ მალე ჩვენს სკვერსაც ექნება ბევრი ახალი წიგნი. აღსანიშნავია, რომ #ეკვილიბრიუმი - ს ელჩი საგარეჯოში, ლიტერატუსული სკვერის დამფუძნებელი ახალგაზრდა, ნაზი სამუნაშვილი იქნება. გარდა ამისა, სულ მოკლე დროში ჩვენს სკვერს წიგნის ბუდე დაამშვენებს...

ნაზი სამუნაშვილი commented

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენმა სკვერმა მხოლოდ ერთი დღით მდებარეობა შეიცვალა და ბავშების გასამხიარულებლად საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში გადაინაცვლა, აქ გაიმართა სხვადახვა სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ერთ-ერთი მათგანი კი, ჩვენი პროექტი - "მე გიკითხავ ზღაპარს" გახლდათ. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის სხვადასხვა ზღაპრები წავიკითხეთ, ყოველი ზღაპრის შემდეგ საუკეთესო მსმენელი სიმბოლური, ხელნაკეთი ნივთებით დავაჯილდოვეთ...

ნაზი სამუნაშვილი commented

აქციის ფარგლებში, როგორც აღვნიშნეთ მოსახლეობას დავურიგეთ მისალოცი ბარათები, რის შემდეგაც მათი მხრიდან გამოვლინდა ინტერესი ჩვენი სკვერის მიმართ, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა სკვერში ჩატარებულ ღონისძიებებზე დასწრებისა და შემდგომი თანამშრომლობის, როგორც მოხალისეებად. აღსანიშნავია ასევე იმ ადამიანების თბილი დამოკიდებულება, რომლებიც უკვე იცნობენ ჩვენს ლიტერატურულ სკვერს და დასწრებიან წინა ღონისძიებებს. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემ ნაყოფიერად და დადებითად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ აქციის ბოლოს წვიმა წამოვიდა და მოგვიწია დროზე ადრე დაგვემთავრებინა.

ნაზი სამუნაშვილი commented

ლიტერატურული სკვერის მოხალისეების ინიციატივით დღეს, 14 აპრილს წინასააღდგომო აქცია ჩატარდა. მოხალისეებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მისალოცი ბარათები გადასცეს, რომლებიც თავად დაამზადეს ჩვენი სკვერისათვის გამოყოფილ ოთახში. მუშაობის პროცესი მშვიდად და დადებითად მიმდინარეობდა. მოხალისეებმა სურვილი გამოთქვეს მსგავსი აქციების შემდგომ გამართვისა.

ნაზი სამუნაშვილი commented

აი, ასეთი, მზიანი მაგრამ თოვლიანი ამინდია ჩვენთან მთელი კვირის მანძლზე... ფოტოს თუ დაუკვირდებით, მარჯვენა ქვედა კუთხეში, საგარეჯოს კულტურის სახლის გვერდით, ჩვენი სკვერი მოჩანს... სამწუხაროა, რომ სიცივის გამო აქტიურად არ ვმუშაობთ, თუმცა გამოდარებისთანავე აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას

ნაზი სამუნაშვილი commented

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ლიტერატურული სკვერი აქტიური მუშაობის რეჟიმში გადავა... ამასთანავე ჩვენს სკვერს დაამშვენებს "წიგნის ბუდე" რომლის შეძენასაც ლიტერატურული სკვერის მეგობარი, ფოტოგრაფი და მრავალი სოციალური აქციის, მათ შორის #ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს, #ჩვენგვიყვარსწიგნები ავტორი გოგა ჩანადირი დაგვპირდა...

ნაზი სამუნაშვილი commented

არსანიშნავია, მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჩვენი მხარდაჭერა. გასულ კვირას შედგა შეხვედრა გამგებელ გიორგი გზირიშვილთან, რომელიც გახდა ახალი პროექტის ინიციატორი ჩვენი სკვერისთვის... პროექტი გულისხმობს ცნობილი პოეტების მოწვევას და მათი საღამოების გამართვას... ასევე შეხვედრა შედგა კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელ ბატონ ბესიკ ღვინაშვილთან, რომელიც დაგვპირდა ჩვენი საღამოების ორგანიზებაში დახმარებას.

ნაზი სამუნაშვილი commented

წელიწადის დროებიდან ჩვენს ლიტერატურულ სკვერს არ უყვარს ზამთარი... რადგან მაშინ როცა გარეთ თოვს და ცივა, ჩვენი სკვერის ინვენტარი დროებით ერთ პატარა ოთახში ინაცვლებს და ჩვენც ფანჯრიდან გვიწევს ვუყუროთ დათოვლილ ეზოს... მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ჩვენი სკვერი ძალიან ლამაზია, სიცივის გამო გვიწევს გადავდოთ ღონისძიებები..

ნაზი სამუნაშვილი commented

სკვერის მოწყობაში აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამა "საქართველოს მოხალისეს" მოხალისეები, ასევე საგარეჯოს თეატრის მსახიობები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

ნაზი სამუნაშვილი commented

ეს წიგნები ჩვენს სკვერს არ ეკუთვნის, მაგრამ ძალიან მალე ამაზე მეტი ჭიგნი დაამშვენებს ჩვენს თაროებს....

ნაზი სამუნაშვილი commented

გთავაზობთ ფოტოეებს სკვერის გახსნის ღონისძიებიდან

ნაზი სამუნაშვილი commented

5 ოქტომბერს საგარეჯოს ლიტერატურული სკვერი გურამ სამუნაშვილის პოეზიის საღამოთი გაიხსნა... საღამოს მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების წარმომადგენლები... სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს რომ მსგავსი საღამოები სისტემური ხასიათის იყოს და არაერთხელ ჩატარდეს, ხოლო ჩვენ პირობა მივეცით, რომ მრავალ მსგავს ღონისძიებას შევთავაზებთ მაყურებელს.

ნაზი სამუნაშვილი commented

სანამ ჩვენი სკვერი გაიხსნება, აქტიურად ვერთვებით იდეების კონკურსის პოპულარიზაციაში და ჩვენი სკვერის ჩასასვლელში ასეთი ბანერიც გავაკარით <3

ნაზი სამუნაშვილი commented

ლიტერატურული სკვერისათვის ნივთები შეძენილია, სამწუხაროდ უამინდობის გამო ვერ ხერხდება სკვერის გახსნა, თუმცა მალე საზეიმოდ გავხსნით სკვერს.

ნაზი სამუნაშვილი commented

ლიტერატურული სკვერისათვის ნივთების შეძენა გაჭიანურდა, მიზეზი კომპანიის მხრიდან უყურადღებობაა, რაც შეეხება წიგნის თაროებს, რომლის შეძენაც ცალკე მოგვიწია, სამშაბათს დასრულდება მათი დამზადება. ვიმედოვნებთ ყველა პრობლემა მალე მოგვარდება და შევძლებთ აქტიურად დავიწყოთ მუშაობა. პარალელურად ვგეგმავთ ლიტერატურული სკვერის გახსნის დღეს და ვფიქრობთ პირველ დღეს ჩვენი სტუმრები შეძლებენ ჩვენს სკვერში დაესწრნენ თანამედროვე პოეტების პოეზიის საღამოს.