Parkour Boys - All Activity

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

აი, ასე გამოიყურება ჩვენი პარკის ნახაზი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გაგვიკეთა ლაგოდეხში არსებულმა შ.პ.ს. "ხუროთმოძღვარი" ხელმძღვანელმა, მერაბ ტაბატაძემ <3
საოცრად მადლიერები ვართ, რადგან ამ ტიპის სამუშაოში დამპროექტებლები საშუალოდ 500 ლარს იღებენ მომსახურებაში...
ეს იყო ჩვენი პროექტის ბოლო ნაწილი და გუშინ, 30 იანვარს საკმაოდ კარგად გამართული პროექტი შევიტანეთ ორგანიზაციაში CARE international in the caucasus..
დაფინანსება/არდაფინანსებაზე პასუხი თებერვლის ბოლოსკენ იქნება.. ველოდებით სრულიად გარდამტეხი პროცესების დაწყებას ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში! <3 <3 <3

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

როგორც უკვე გითხარით, ვმუშაობდით ძალიან სერიოზულ პროექტზე -"პარკურ-პარკი ლაგოდეხში" <3
პროექტზე მუშაობის პროცესი ხელოსნებთან ერთად..

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

ასე გრძელდება ჩვენი ვარჯიშები პარკურში <3 :)

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

ერეთი ძალიან მაგარი ამბავია ჩვენს თავს!!
ბიჭებს დიდი ხანია გვქონდა პარკურ-პარკის გაკეთების იდეა.
იდეა ვაქციეთ პროექტად და შევაგზავნეთ ორგანიზაციაში - CARE international in the caucasus, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 წლის მანძილზე სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის გასცემს ნახევარ მილიონ ევროს.

ამ ეტაპზე, ჩვენი იდეა გადასულია მეორე ეტაპზე და იანვრის მეორე ნახევარში ვიწყებთ პროექტის სრულ ვერსიაზე მუშაობას.
ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში ზაფხულისთვის ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გვექნება ძაალიან მაგარი პარკურ-პარკი, რომლითაც ტრეისერებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებიც ისარგებლებენ <3

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს პარკურ-ფესტივალის ორგანიზებაც :)
მოკლედ, დიდი ამბები ტრიალებს ჩენს თავს და ეს ყველაფერი დაიწყო "ორბელიანი საქართველოს" მცირე გრანტით, რომელმაც გამოგვაცოცხლა და მომავალი აქტიურობის სტიმული მოგვცა <3 <3

პარკურ-პარკი კი იქნება დაახლოებით ასეთი, შედარებით მცირე ზომის..

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

მოკლედ.. ჩვენი პროექტი გრძელდება შემდეგნაირად: ბიჭები ვარჯიშობენ ყოველ შაბათ-კვირას და ავარჯიშებენ 6-7 მოსწავლეს.
დაგეგმილი ივენთების განხორციელება რამდენიმე სოფელში ვერ შევძელით ამინდის გაუარესებისა და ბარიერების ტრანსპორტირების პრობლემის გამო.

ამიტომ გადავწყვიტეთ, ვარჯიშებისთვის მიგვექცია ყურადღება.

ყოველი გაკვეთილის დროს ვიღებთ ვიდეოებს, ვამონტაჟებთ და ვდებთ ჩვენს მიერ შექმნილ, ძალიან ბეეეევრ like-იან ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც ბევრი მნახველი ჰყავს და გამოხმაურებაც ყოველთვის დიდია ხოლმე :)

ამით ხელს ვუწყობთ პარკურის პოპულარიზებას არამარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ ქვეყანაში <3

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

სავარჯიშო ბარიერების აწყობის პროცესის დროს უსასყიდლოდ გვეხმარებოდა სოფელ გურგენიანში მცხოვრები ხელოსანი - გია კეთილაძე.
მადლიერები ვართ მისი მოხალისეობრივი წვლილის გამო ჩვენს პროექტში. რომ არა კეთილი ადამიანები, ვერაფერს გავხდებოდით. <3

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

გრძელდება ვარჯიშები პარკურში. ყოველ შაბათს და კვირას ლაგოდეხის სპორტ-დარბაზში ვემზადებით ივენთისთვის.
უკვე გვყავს სტაბილურად მოვარჯიშე მოსწავლეები <3

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

ვარჯიშისთვის საჭირო ყველა პირობა გვაქვს!!! ამ დღეს დიდხანს ველოდით! 2 საათამდე გაგრძელდა ჩვენი პირველი სატესტო ვარჯიშ-გაკვეთილი.
გაკვეთილების განრიგი შემდეგნაირად იქნება: შაბათი - 11 საათი, კვირა - 3 საათი

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

დღეს სამკერვალოდან ბუბკის იატაკები ლაგოდეხის სპორტ-დარბაზში გადავიტანეთ. შედეგით კმაყოფილები დავრჩით :)

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

ბარიერების ტრანსპორტირებაში კვლავ იგივე სატვირთო მანქანა დაგვეხმარა. რეგიონის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი პროექტის ბიუჯეტიდან ტასომ 13 ლარი მისცა მძღოლს საწვავისთვის. სატვირთო მანქანის მძღოლს დახმარება სთხოვა ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა ბატონმა ბაჩო ხაჩიძემ. ასე გვეხმარებიან ადამიანები ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. კვირის ბოლოს უკვე გაკვეთილების ჩატარებას დავიწყებთ <3

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

სავარჯიშო ბარიერები სოფელ გურგენიანიდან გადავიტანეთ ლაგოდეხის სპორტდარბაზში.

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

ორი დღის წინ ბუბკა და დერმატინი მკერავთან მივიტანეთ. სამწუხაროდ დღეს დაგვირეკა და გვითხრა, რომ მისმა საკერავმა მანქანამ ვერ შეძლო სქელი დერმატინის გაკერვა.
იძულებულები გავხდით, რომ დღეს სხვა სამკერვალოში მიგვეტანა ჩვენი მასალა. ახალ სამკერვალოში გვითხრეს, რომ პარასკევს შეძლებენ დამზადებას. მოგვთხოვეს 50 ლარი. სამწუხაროდ, აღნიშნული თანხის ნაწილის შეგროვება მოგვიწევს, ნაწილს კი რეგიონის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი პროექტის ბიუჯეტიდან გამოგვიყობს ტასო მოდებაძე, რომელიც მთელი ამ პროცესის დროს გვერდში უანგაროდ და ერთგულად გვიდგას.
ბუბკისა და დერმატინის ტრანსპორტირების საფასურიც მან გადაიხადა აღნიშნული ორგანიზაციის პროექტის ბიუჯეტიდან. ვაფასებთ მის მის მხარდაჭერას! <3
ეს ფოტო პირველ მკერავთან მისვლისას არის გადაღებული.

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

სავარჯიშო ბარიერები აწყობილია! :) საკმაოდ შეგვაგვიანდა ვარჯიშების დაწყება, რადგან ხელოსანს არ ეცალა და ვერ ვახერხებდით ყოველდღიურ მუშაობას. დღეს უკვე ლაგოდეხის სპორტ-დარბაზში გადავიტანთ ამ ბარიერებს და კვირის ბოლოს გაკვეთილების ჩატარებასაც დავიწყებთ.

Parkour Boys Location: a
ninomodebadze1989@gmail.com commented

24 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონში "ჰერეთობა-2016" გაიმართა. კულტურული ღონისძიების პროგრამაში ტრეისერების გამოსვლაც ჩავრთეთ <3 ენერგიულმა და ძარღვიანმა ტრიუკებმა დამსწრე საზოგადოება აღარაფრთოვანა! ივენთამდე აღვნიშნეთ პროექტის "პარკურის ბიჭები" შესახებ და საზოგადოებას წარვუდგინეთ მათი შესაძლებლობა <3

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

მაღაზიებიდან წამოსაღები დაგვრჩა ხის მასალა და "შურუფები". ხვალ ამ საქმესაც მოვაგვარებთ და უკვე დავიწყებთ ბარიერების აწყობას..

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

სატვირთო მანქანის მძღოლი ლაგოდეხიდან თბილისში თავის საქმეებზე მოდიოდა. დილის 6 საათზე გამოვყევი სოფლიდან. ტასო თბილისში დამხვდა. ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ბაჩო ხაჩიძის თხოვნით, სატვირთოს მძღოლი სრულიად უსასყიდლოდ მოგვემსახურა. გახარებულები და მადლიერები ვართ, რომ ჩვენი პროექტი სწორედ ასეთი მოხალისეობრივი თანამონაწილეობით დაიწყო.. წინ კიდევ ბევრი თანადგომის ამბავი მოხდება! <3

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

დღეს ელიავას ბაზრობიდან სავარჯიშო ბარიერების ასაწყობად საჭირო მასალების ნაწილი წამოვიღეთ: დეესპე, ბუბკა და დერმატინი

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

ხუთშაბათს თბილისიდან ჩამოვიტანთ დეესპეს, დერმატინსა და ბუბკას. ტრანსპორტირების ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს და ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ბაჩო ხაჩიძე დაგვეხმარა ამ მხრივ - თავის ახლობელს, რომელიც პერიოდულად დადის ხოლმე შესყიდვებზე ელიავაზე, შეუთანხმდა ჩვენს წაყვანაზე და მასალების წამოღებაზე. მადლობა მას გვერდში დგომისთვის.

მასალის დანარჩენ ნაწილს ლაგოდეხში ვყიდულობთ.

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

ხუთშაბათს თბილისიდან ჩამოვიტანთ დეესპეს, დერმატინსა და ბუბკას. ტრანსპორტირების ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს და ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ბაჩო ხაჩიძე დაგვეხმარა ამ მხრივ - თავის ახლობელს, რომელიც პერიოდულად დადის ხოლმე შესყიდვებზე ელიავაზე, შეუთანხმდა ჩვენს წაყვანაზე და მასალების წამოღებაზე. მადლობა მას გვერდში დგომისთვის.

მასალის დანარჩენ ნაწილს ლაგოდეხში ვყიდულობთ.

Parkour Boys Location: a
berechikidzevajiko@gmail.com commented

გვეხმარება ტასო მოდებაძე, რომლის მხრიდანაც გავიგეთ "ორბელიანი-საქართველოს" შესახებ :)