Dried Fruit Business in Lagodekhi - All Activity

qtalaxadze@inbox.ru commented

დღეს მე და ქალბატონი ნინო გიორგაძე ბაისუბნის ბავშვთა სახლს ვეწვიეთ, ჩემს მიერ "ორბელიანი საქართველოდან" გრანტით მოპოვებული საჩირი აპარატის გადაცემის დეტალების შესათანხმებლად. უახლოეს დღეებში საჩირი აპარატი გადაეცემა ბაისუბნის ბავშვთა სახლს, სადაც მოზრდილი ბავშვები შეისწავლიან სხვადასხვა სახეობის ხილის დაჩირვის წესებს. როგორც ბავშვთა სახლის ხელმძღვანელმა, მაკო ბარბაქაძემ აღნიშნა, ისინი ცდილობენ ბავშვებს გამოუმუშაონ ის უნარ-ჩვევები, რაც ზრდასრულობის შემდგომ ბავშვთა სახლებიდან წასვლის შემდეგ გამოადგებათ. ვიქრობ, ეს კეთილი საქმე თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

qtalaxadze@inbox.ru commented

შეგულებული ქლიავი ჭიანი აღმოჩნდა, ამიტომ ატმის დაჩირვა გადავწყვიტეთ.

qtalaxadze@inbox.ru commented

აი, ხილიც დამწიფდა. ჩვენი საქმიანობა ჩირის საწარმოებლად გრძელდება. უახლოეს დღეებში ქლიავის დაჩირვას დავიწყებთ.

qtalaxadze@inbox.ru commented

სამწუხაროდ საქმე ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ვისურვებდით. ხურმის ჩირის პირველი პარტია დაგვილპა და ძალიანაც ვინერვიულეთ. შევეხმიანეთ აპარატის მწარმოებელს და ხელახლა ავიღეთ კონსულტაცია. იმედია ამ ჯერზე მაინც გაგვიმართლებს.

qtalaxadze@inbox.ru commented

ხურმის ჩირის პირველი საცდელი პარტია შეწყობილია საჩირ აპარატში. დაველოდოთ შედეგებს...

qtalaxadze@inbox.ru commented

ჩვენი პროექტის "მთავარი მოქმედი გმირი" საჩირი აპარატი ადგილზეა. სოფელ გიორგეთში ერთ-ერთ ოჯახში განვათავსეთ. ამ დღეებში დავამონტაჟებთ და შევუდგებით ჩირი"გიორგეთულის" წარმოებას.

elnurtagiyev.law@gmail.com commented

ძალიან მაგარი იდეაა და მიხარია, რომ ეს ჩვენს რაიონში ხდება! <3 პირადად მე ველოდები, რომ წარმოების ეს სახე პოპულარული გახდება და დადებით პროცესებს გამოიწვევს. ყველაზე მეტად კი ველოდები გემრიელ ჩირებს, რომელსაც ლამაზი ტომსიკებით შევიძენ ხოლმე :) :) :) წარმატებები ამ წამოწყებას!!!!! <3

qtalaxadze@inbox.ru commented

ჩვენ, ოთხი ქალბატონი გავერთიანდით ერთი იდეის გარშემო, ერთად შევქმნათ ხურმის საწარმო ლაგოდეხში. მე, ქეთევან ტალახაძე ვიქნები ამ პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინაციას გავუწევ მთელ პროცესს რაც საჭირო იქნება ამ საქმიანობის საწარმოებლად, დარეჯან მაისურაძე და ფატი ალადაშვილი უზრუნველყოფენ დასაჩირად საჭირო ხილის მომზადებას , აპარატში შელაგებას და დაჩირვის პროცესის კონტროლს. გულო შალვაშვილი შეკერავს ჩირის დასაფასოებლად საჭირო ტომსიკებს. უკვე დაფასოებულ ჩირს რეალიზაციას გავუკეთებთ საქართველოს ბაზრებსა და სუპერმარკეტებში. ჩირისათვის საჭირო ხილს შევიძენთ ადგილობრივი ფერმერებისაგან. მოლოდინი დიდი გვაქვს. გთხოვთ წარმატებები გვისურვოთ ყველამ.