Sports for Everyone - All Activity

gvantsamalania@gmail.com commented

პროექტის მოხალისეები ძველი სენაკის რწმუნებულთან შევიკრიბეთ,სადაც შევადგინეთ სპორტული კალენდარი, დავსახეთ გეგმები. გადავწყვიტეთ და შევთანხმდით რომ პირველ სპორტულ შეჯიბრს 15 დეკემბერს ჩავატარებთ ფრენბურთში,ძველი სენაკის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში. აღსანისნავია რომ არც ამ სკოლას გააჩდა ფრენბურთის ბადე და ბურთები . ჩვენ გადავცემთ მათ საშუქრად ფრენბურთის ბადეს და ბურთებს. ასევე შევხვდით სკოლის მასწავლებლბს და სასწავლო ნაწილს. შეჯიბრებაში მონაწილეებას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები.

gvantsamalania@gmail.com commented

ადგილი სადაც სკამები დამონტაჯდება

gvantsamalania@gmail.com commented

საღამო მშვიდობისა ჩემო მეგობრებო.ასე გამოიყურება ის ადგალი .რომელსაც ჩვენ სიცოცხლეს შევმატებთ,ამ ბოძებძე მალე ფრენბურთის ბადეს დავკიდებთ,დავამონტაჯებთ სკამებს.

gvancamalania@gmail.com commented

რა თქმა უნდა ფრენბურთის მოედანსაც მოვაწყობთ,ინვენტარი- ბადე და ბურთები შეძენილია,ოღონდ ამინდი არ გვიწყობს ხელს.ამ დღეებში გუნდებს დავაკომპლექტებთ

gvancamalania@gmail.com commented

ჭადრაკის ტურნირისათვის ვიწყებთ მზადებას

gvancamalania@gmail.com commented

შევუდექით იდეის განხორციელაბას.პირველ რიგში ვიწყებთ სპორტული ინვენტარის შეძენას,შემდეგ სპორტული კალენდრის შედგენას. ლამაზი ღონისძიებები გველოდება წინ. მერე რა რომ ზამთარია...დავიწყებთ წადრაკის და შაშის ტურნირით.წარმატებები მოხალისეთა ჯგუფს

gvancamalania@gmail.com commented

ჩემო საყვარელო მეგობრებო, როგორც იცით და, თუ არ იცით გეტყვით, რომ ჩემმა იდეამ გაიმარჯვაა. დღეს მე ვიყავი "ორბელიანი საქართველოს" ოფისში, სადაც შევხდი ქალბატონ ნინოს ,რომელიც გახლავთ პროექტების მენეჯერი,ასევე, დღეს შევხვდი და გავიცანი გამარჯვებულთა ის ნაწილი, ვისაც სურს ჩემსავით სულ რაღაც მცირედით გავახაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი რეგიონის, ქალაქის თუ სოფლის ახალგაზრდები, გოგონები თუ ბიჭები,შშმ პირები, მოკლედ ყველა ადამიანი უკლებლივ კანის ფერისა, სქესიასა თუ სხვადასხვა შეხედულებებისა. მე პირადად მსურს, რომ ამ ჩემი პირველი პროექტით ჩემ ახალგაზრდები მივაჩვიო ცხოვების ჯანსაღ წესს, მსურს მათვის მოვაწყო სივრცე, სადაც ისინი ერთმანეთს გაიცნობენ, ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვადასხვა სპორტის სახეობებში ,თვისუფალ დროს გაატარებენ სასიამოვნოდ და სახალისოდ. პირველ რიგში მსურს რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები გავაქტიურო ჩემი მიზანია გაიაზრონ რომ შეილება სოფელიც ისეთივე აქტიური იყოს როგორც, ქალაქი ისევე ხდებოდეს სხვადასხვა ღონიზიებები როგორიც არის კულტურული, სპორტული, ინტელექტუალური, როგორც ქალაქში. ბევრი რომ არ შეგაწყინოთ მინდა ამ ახალგაზრდებისავის ბევრი კარგი და პოზიტიური საქმე გავაკეთო რა თქმა უნდა მათნ ერთად.
პ.ს კიდევ ერთელ მადლობა მინდა გადავუხადო "ორბელიან საქართველოს" რომ მომცა შანსიი რომ ჩემი იდეა განმეხორციელებინა.მოხალისეობაზე უარს ადამიანი არასოდეს იტყვის . სიყვარულით გვანცა......