Campaign for Labour Rights - All Activity

Keti Khachidze commented

This initiative has not been funded as the team was unable to obtain required permission from Tbilisi municipality.

ninogogokhia8@gmail.com commented

მერიიდან პასუხად მივიღეთ, რომ საჭიროა გადავიღოთ ყველა ობიექტი, სადაც გავაკრავთ პოსტერებს. იმედია გადაგზავნის შემდეგ ისევ ერთი თვე არ მოგვიწევს ლოდინი :(

ninogogokhia8@gmail.com commented

უკვე ერთი თვეა მერიიდან პოსტერების გამოკვრის ნებართვას ველოდებით. ხვალ განცხადების განხილვის ბოლო დღეა და იმედი გვაქვს მალე დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. თუ ნებართვა მოგვცეს, პლაკატები 3-4 დღეში დაიბეჭდება და თებერვლის შუა რიცხვებისთვის თბილისში იხილავთ მეშახტეების ისტორიებს.

ninogogokhia8@gmail.com commented

ჩვენი პროექტის ფეისბუქ მისამართი:
https://www.facebook.com/uchinarishroma/

ninogogokhia8@gmail.com commented

კოლიბრის დიზაინერთან დიდხნიანი მოლაპარაკების შემდეგ შევარჩიეთ საუკეთესო დიზაინი და მალე დაიბეჭდება კიდეც.
აღმოჩნდა, რომ პოსტერების გამოსაკრავად მერიიდან თანხმობა გვჭირდება. დავუკავშირდით ახალგაზრდა იურისტების ასოციაციას და გვითხრეს, რომ ერთი თვე სჭირდება განცხადების განხილვას. ამიტომ, პოსტერების ქუჩებში განთავსება იანვრამდე გადაიდო.

ninogogokhia8@gmail.com commented

თბილისში გამოფენა მოვაწყვეთ და გამვლელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები. პროცესს ესწრებოდა გოგა დადუნაშვილი და მის მიერ გადაღებული კადრები ორბელიანის ვიდეო რგოლში მოხვდება.
ვიდეო რგოლის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=Z78_rAg4Ldg

ninogogokhia8@gmail.com commented

ისტორიები და ფოტოები შევარჩიეთ და დასაბეჭდად გადავაგზავნეთ ^_^

ninogogokhia8@gmail.com commented

პროექტის წევრები(არასრული შემადგენლობით) და ფოტოგრაფი გაფიცულ მეშახტეთა კომიტეტის ოფისში.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. თავიდან გაუკვირდათ და ჩაგვეკითხნენ, რატომ დავინტერესდით მათი პრობლემებით და ჩვენი მოტივის გაცნობის შემდეგ მეშახტეებმა თავიანთი საკმაოდ მძიმე ისტორიები გაგვიზიარეს.