Equipment for Diverse Cultural Events - All Activity

ngo.gonieri@gmail.com commented

გადმოვაგზავნეთ 3 წერილი-ინტერვიუ, რომელიც ჩამოვართვით ჩვენი პროექტის მთავარ მონაწილეებს და ბენეფიციარებს. წერილებში კარგად ჩანს ამ პროექტის დადებითი შედეგები. იმედი გვაქვს წარმატებით გაგრძელდება ჩვენი პროექტი სამომავლოდაც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი შანსისათვის.

ngo.gonieri@gmail.com commented

გადმოსაგზავნად ვამზადებ 3 ინტერვიუ-წერილს, სადაც გამოხატული იქნება მონაწილეთა განწყობა და შეხედულება ჩვენი პროექტის შესახებ.

ngo.gonieri@gmail.com commented

23 დეკემბერს ქ. მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში ჩვენმა ბალერინებმა - ქ. რუსთავის ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის საბალეტო დასმა ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს გასვლითი კონცერტი, მიიღეს მონაწილეობა საახალწლო ღონისძიებაში, სადაც მუსიკალური გაფორმებით დავეხმარეთ ჩვენი დინამიკებით.

ngo.gonieri@gmail.com commented

24 დეკემბერს საკვირაო სკოლა კანდიგოში მოეწყო საახალწლო ღონისძიება. პატარებმა საკუთარი ნამუშევრებით მორთეს ეზო. ღონისძიების მუსიკალური გაფორმება ხმის გამაძლიერებლებითა და მიკროფონებით ჩვენ შევძელით თქვენგან მიღებული აპარატურის საშუალებით. ბავშვებს განსაკუთრებითღ მოეწონათ მიკროფონში სიმღერა და მილოცვები, ყველა ცდილობდა გამოეხატა საკუთარი მილოცვა მიკროფონით. გვიხარია, რომ მივიღეთ მონაწილეობა მათ საახალწლო მხიარულებაში. საკვირაო სკოლა "კანდიგოს" დირექცია და მასწავლებლები, მშობლები და განსაკუთრებით ბავშვები ძალიან კმაყოფილები დაგვრჩნენ :)

ngo.gonieri@gmail.com commented

საახალცლო კონცერტების მზადებაში ვეხმარებით ჩვენი დინამიკებით, ვისაც სჭირდება.

ngo.gonieri@gmail.com commented

ამჯერად ჩვენს დინამიკს იყენებს საახალწლო კონცერტის რეპეტიციებისათვის დასარტყმელი ინსტრუმენტების მასწავლებელი გიორგი ბექაური, მუსიკალურ სკოლაში თავის სტუდიაში. ჩვენ მას ვათხოვეთ ერთი დინამიკი. ძალიან მადლიერი დაგვრჩა, რომ დავეხმარეთ კონცერტის რეპეტიციების ჩატარებაში.

ngo.gonieri@gmail.com commented

დეკემბერში, საახალწლოდ ორი ღონისძიება არის დაგეგმილი: ერთი ჩატარდება საკვირაო სკოლაში, სადაც სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა სკოლის ბავშვები საახალწლო კარნავალს გამართავენ. მეორე ჩატარდება ქალაქ მცხეთაში, საბალეტო დასის გასვლითი ტური იქნება საახალწლოდ. ორივე შემთღხვევაში მუსიკალურ აკომპანიმენტს ჩვენი აპარატურით გავუწევთ.

ngo.gonieri@gmail.com commented

საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი ნატო ფურცელაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარინა ვადაჭკორია, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ საშუალება მივეცით აპარატურა გამოეყენებინათ უფასოდ ღონისძიებების მოსაწყობად, რაც ასე აუცილებელია ბავშვების სხვადასხვა უნარების გასავითარებლად და თვითრეალიზაციისათვის. ასევე ჩვენი ორგანიზაციის სახელით, მეც ნათია ლურსმანაშვილი, მადლობას გიხდით "ორბელიანი საქართველოს" ასეთი შანსისათვის, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენას ქალაქში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს მათი ღვაწლის წარმოსაჩენად.

ngo.gonieri@gmail.com commented

9-10 ნოემბერს რუსთავის ქართული გიმნაზიის დარბაზში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით: "სიბრძნე სიკვდილისა", რომელიც დადგა ქართულის პედაგოგმა მარინა ვადაჭკორიამ. ამ ღონისძიებაზე მუსიკალური გაფორმება მოხდა პროექტით მოგებული აპარატურით. ეს ღონისძიება გაიტანეს საქალაქო კონკურსზე, მოხდა გადაღება და განათლების სამინისტროში გაგზავნა.

ngo.gonieri@gmail.com commented

11 ნოემბერს ქ. რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის დარბაზში ჩავატარეთ მეორე საჩვენებელი ღონისძიება ბალერინების დასის ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით. ეს ღონისძიება იყო საახალწლო წინა ჩვენება. ნოემბრის ბოლოს იგეგმება მესამე ღონისძიების ჩატარება.

ngo.gonieri@gmail.com commented

ქ. რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში უმცროსი ასაკის ბალერინების დასი ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით გამართავს ღონისძიებას სახელწოდებით: "პატარა ბალერინები". ღონისძიების მუსიკალური გაფორმება, ხმის გამაძლიერებლებით უზრუნველყოფილია "ორბელიანი საქართველოს" პლატფორმის საშვალებით შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული, პროექტით მიღებული აპარატურით.

ngo.gonieri@gmail.com commented

ბალერინების ღონისძიება ჩატარდება პარასკევს, 11 ნოემბერს. იმედი გვაქვს პატარა მოცეკვავეები გამოჯამრთელდებიან მანამდე.

ngo.gonieri@gmail.com commented

პარასკევს, 4 ნოემბერს, რუსთავის ბავშვთა საბალეტო დასი ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით ჩაატარებს საჩვენებელ ღონისძიებას დახურულ სივრცეში, რაც წინა მოსამზადებელი ჩვენება იქნება საახალწლო ღონისძიებისათვის, რომელიც იგეგმება მცხეთაში, ჩვენი აპარატურა დაეხმარება რუსთავის პატარა ბალერინებს ამ ღონისძიებების მოწყობაში.

ngo.gonieri@gmail.com commented

უამინდობის გამო მეორე ღონისძიება გადაიდო, ამას თან დაემთხვა არჩევნების მე-2 ტური, დახურულ სივრცეს ვეძებთ, ერთი უკვე დაგეგმილია საახალწლოდ მცხეთაში, დახურულ სივრცეში რუსთავის საბალეტო დასის, უმცროსი ასაკის ბავშვები ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით გამოვლენ და ჩაატარებენ ღონისძიებას, სადაც ჩვენი აპარატურით გავუწევთ დახმარებას.

ngo.gonieri@gmail.com commented

ღონისძიებაში მონაწილე თითოეული ახალგაზრდას გადავეცით ორგანიზაციის მიერ დაბეჭდილი მონაწილის სერთიფიკატები.

ngo.gonieri@gmail.com commented

ღონისძიება ჩატარდა წარმატებით. გამოიფინა სკოლის მოსწავლეების ნახატები, როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი ბავშვების; სპეციალური მოწვევით ასევე მონაწილეობდნენ თვითნასწავლი მხატვრები, რომელთაც გამოფენილი ჰქონდათ საკუთარი ნამუშევრები. კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს: საბავშვო სტუდია "აპრილი", დასარტყმელი ინსტრუმენტების სტუდია "Kings and Darbuka", საბალეტო სტუდია, ეროვნული ცეკვების სტუდია "კავკასიონი" და ფანდურზე დამკვრელები.ეს იყო პირველი ღონისძიება. იმედი გვაქვს ყველასთან კვლავ გავაგრძელებთ ურთიერთობას და მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად იქცევა.

ngo.gonieri@gmail.com commented

მინდა გულისწყვეტით აღვნიშნო, რომ რატომღაც ღონისძიების წინა დღეს, ალიევის სკვერში პრობლემები შეიქმნა, ხელმძღვანელობამ გაგვაფრთხილა, რომ ხეები ახალი შეწამლული იყო და ამდენად თავს ვერ იაღვევდა ბავშვების უსაფრთხოებაზე, ამიტომ ჩატარების ადგილი შევცვალეთ, მივმართეთ ქალაქის მერიას და ავიღეთ ნებართვა, ჩავატაროთ ღონისძიება "კულტურათაშორისი მეგობრობა" რუსთავის ეროვნულ პარკში. ღონისძიება დაიწყება 3 საათიდან.

ngo.gonieri@gmail.com commented

ბავშვები ემზადებიან ღონისძიებისათვის, რომელიც ჩატარდება ქ. რუსთავის ჰეიდარ ალიევის სკვერში, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. წარმოდგენილი იქნება მათი სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური ნომრები. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სკვერის უფროსობასთან. პარალელურ რეჟიმში მე-18 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სამხატვრო გამოფენა, სადაც სურთ რომ გამოავლინონ გამარჯვებულები და სწორედ ეს გამარჯვებული ნამუშევრები წარმოადგინონ ჩვენს ღონისძიებაზე. ამდენად ჩვენმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო კიდევ ახალი აქტიურობის ჩატარებას სასკოლო ცხოვრებაში.

ngo.gonieri@gmail.com commented

ღონისძიებისათვის მზადება გრძელდება: ჩვენ უკვე ორშაბათ-სამშაბათს გვექნება მონაწილეთა სრული სია, შევიმუშავებთ პროგრამას, დავბეჭდავთ მონაწილეთა დასაჯილდოვებელ სერთიფიკატებს და ამ ყველაფერს გავაზიარებთ სოციალურ ქსელებში. ამ ეტაპზე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ: კერძო ბაღი "ქიდლენდი"-ს აღსაზრდელები სიმღერით: "we are the world". ასევე გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეები: საბაა ნოზაძე და გიგა ბარათაშვილი - ფანდურზე დამკვრელები. ჩვენ სურვილი გვაქვს ყველა მონაწილე დავაჯილდოვოთ სერთიფიკატებით.

ngo.gonieri@gmail.com commented

ღონისძიებისათვის მზადება გრძელდება, დავუკავშირდით ქორეოგრაფიული ბალეტის მასწავლებელს, ნატო ფურცელაძეს, რომელსაც ქალაქში ბალეტის საკუთარი სტუდია აქვს გახსნილი, დიდი სიხარულით დაგვთანხმდა ღონისძიებაში მონაწილეობაზე. ამის გარდა ფესიბუქ გვერდზე შევქმენით საკუთარი სარეკლამო გვერდი ღონისძიებისათვის, სადაც მოვათავსეთ თქვენი ორგანიზაციის მიერ გადმოცემული აპარატურის სურათები. ნელნელა რეკლამას გავზრდით და ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვთხოვთ კომენტარის გაკეთებას აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე.