Equipment for Diverse Cultural Events - All Activity

ngo.gonieri@gmail.com commented

ჩვენ დავუკავშირდით ქალაქ რუსთავის მე-3 მუსიკალურ სკოლას, სადაც ფლეიტის მასწავლებელმა, ზაქრო პირმისაშვილმა, სიამოვნებით მიიღო ჩვენი მოწვევა და შეგვპირდა თავისი 3 ნიჭიერი ფლეიტისტის გამოყვანას ჩვენს ღონისძიებაზე.
გადავწყვიტეთ ღონისძიებას დაერქვას: "კულტურათაშორისი მეგობრობა".

ngo.gonieri@gmail.com commented

ჩვენ დავუკავშირდით ქალაქ რუსთავის N 2 და N4 მუსიკალურ სკოლებს, რომელთა მუსიკის პედაგოგები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. ისინი გამოიყვანენ საკუთარ ნიჭიერ მოსწავლეებს მონაწილეობის მისაღებად. პარალელურად ვაპირებთ მოსაწვევებისა და ბუკლეტების დაბეჭდვას ღონისძიებების რეკლამირების მიზნით. ფეისბუქით გვეხმიანებიან შემოქმედი ახალგაზრდები, რომელბიც მზად არიან დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ngo.gonieri@gmail.com commented

შევქმენით ფეისბუქ-ივენთის გვერდი, რომელშიც გავახმაურეთ ღონისძიების სათაური, მიზანი და ჩატარების დღე, დავპატიჟეთ ყველა შემოქმედი რუსთაველი მონაწილეობის მისაღებად. თანდათანობით გვერდს შევავსებთ სურათებითა და პროგრამით.

ngo.gonieri@gmail.com commented

იმის გამო, რომ 8-9 ოქტომბერს იგეგმება საპარლამენტო არჩევნები, ღონისძიების თარიღად ავირჩიეთ 15 ოქტომბერი, შაბათი.

ngo.gonieri@gmail.com commented

კულტურული ღონისძიება იგეგმება ოქტომბირს პირველ შაბათს ან კვირას, 8 ან 9 ოქტომბერს. ამ ეტაპზე შევეხმიანეთ მაია ჯამალაშვილს, რომელსაც ქალაქ რუსთავში აქვს საბავშვო -მუსიკალური სტუდია "აპრილი", სტუდიის ბავშვები შეასრულებენ ქართულ და უცხოურ სიმღერებს: ამის გარდა დავუკავშირდით სამხატვრო აკადემიის რუსთაველ სტუდენტებს, მარიამ იჩქითი, ელენე მებურიშვილი, ასევე მოყვარულ მხატვრებს: გიორგი ქურთაული, თამარ კოკოლაშვილი, რომელნიც გამოფენენ საკუთარ ნახატებს და ხელნაკეთ ნივთებს ღონისძიების დროს. სასწავლო წლის დაწყების თანავე ვაპირებთ დავუკავშირდეთ რუსთავის სკოლების დირექციას, რომ ნიჭიერ ბავშვებს მივაღებინოთ მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებაში, ქართველი ბავშვების გარდა ვაპირებთ მონაწილეობა მივაღებინოთ აზერბაიჯანულ სექტორს.