Tusheti Cultural Heritage Archive - All Activity

mariko_khachidze@yahoo.com commented

დამეგობრებული ანსამბლი "პატარა კახი" - ფოლკლრისტებთან და ეთნომუსიკოლოგებთან ერთად

mariko_khachidze@yahoo.com commented

ფოლკლორის სახლის მოსწავლეებმა "თუშური ბრენდის" მიერ მოძიებული საარქივო მასალებიდან რამოდენიმე თუშური მუსიკალური ფოლკლორული ნიმუშის პრეზენტაცია გააკეთეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში- კონფერენციის დასკვნით კონცერტში

mariko_khachidze@yahoo.com commented

"თუშურმა ბრენდმა" მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ კონფერენციაში სადაც განხილული იყო თემა "თუშური მუსიკალური ფოლკლორის ზოგადი მიმოხილვა".

mariko_khachidze@yahoo.com commented

მოგესალმებით! სანამ ერთობლივი პროექტის შეჯამებას გავაკეთებდე, კიდევ ერთხელ გამოვხატავ პროტესტს თქვენს მიერ გამოყენებული ტერმინის "მოხალისე" -ობასთან დაკავშირებით. მესამე წელია ამას ვაკეთებთ და არ შეიძლება სამი წელი მხოლოდ ხალისს ეყრდნობოდეს :) ამას აქვს თავისი საფუძველი ხალისთან ერთად - მოვალეობა და ვალდებულება ქვეყნისა და კუთხის წინაშე რომელიც ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, განვითარებას და პოპულარიზაციას.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით გულწრფელ მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის, რაც ნამდვილად საშუალებას გვაძლევს ხარისხიანი მასალის შეგროვებისა და დაფიქსირებისა. რაც შეეხება დღემდე ჩვენს მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, მინდა ავღნიშნო რომ არის საკმაოდ ნაყოფიერი, გვაქვს 500-მდე ყოფა- ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალა, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, ისტორიული არტეფაქტები, გამოკითხულია სამი სოფლის მოსახლეობა.
ქვემო ალვანი: გამოკითხულია 35 ადამიანი. ზემო ალვანი: პირიქითელები- წოვა თუშები გამოკითხულია 30 ადამიანი. ლალისყური: გამოკითხულია 20 ადამიანი
მათ შორის არიან მთხრობლები, მეგარმონეები, ხმით მოტირლები, მესალამურეები, მეჭიანურეები, ხალხური რეწვის ოსტატები, მეცხვარეები. შეგახსენებთ რომ საქმიანობა ხანგრძლივი პროცესია და არ შემოიფარგლება კონკრეტული ვადებით. ჩვენს მიერ ერთობლივი განხორციელებული პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტი არის ის რომ მოძიებული საარქივო მასალები გამოყენებაშია და ამაში ჩართულია ახალგაზრდა თაობა. ეს ეხება თუშურ მუსიკალურ ფოლკლორს. რომელთა მეშვეობითაც ხდება ძველი მელოდია-სიმღერების გაცოვხლება და პოპულარიზაცია.

Nino Giorgadze commented

მოხალისე: მარი ხაჩიძე
იდეა: თუშური ბრენდი

მოხალისეობა/სამოქალაქო ჩართულობა
1. გთხოვთ აღწეროთ, როგორ იყავით ჩართული ინიციატივის/იდეის განხორცილების პროცესში? (რა როლი გქონდათ ამ პროცეში)
- ჩემი როლი არის, მე კოორდინირებას უწევ ინიციატორთა ჯგუფს, რომლებსაც მოახალისე მკვლევართა ჯგუფი შეგვიძლია უწოდოთ ან სტაჟიორები, რომელთან ერთად ხალხტან დავდივართ, ვხვდებით საიტერესეო ადამიანებს, ვიკვლევთ ისტორიულ არტ-ფაქტებს, კულტურულ ღირებულებებს, ფოტოებს. პლიუს ვაარქივებ ან ყველაფერს, და ეს ხდება უფრო იურიდიული დოკმუნეტურების მეშვეობით, ხელშეკრულებების გაფორმებით და ა.შ.
2. რატომ გადაწყვიტეთ მიგეღოთ მონაწილეობა იდეის განხორციელებაში?
- მნიშვნელოვანი ეს ჩემთვის იმიტომ, რომ ეს ისტორიული მოვლენები შეიძლება იყოს ამდენი ათეული ოცეული წლის მერე, ანუ წყვეტა რომ იყო აქამდე ამდენი წლის განმავლობაში, საბჭოეთის პერიოდში მასალა არის დაკარგული, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო მომავალი თაობებისთვის. ანუ ეს პრობლემა რეალურად არსებობს რომ საზოგადოება კარგავს თავის წარსულის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს . ეს ყვლაფერი მნიშვნელოვანია, რომ დაარქივდეს და აღდგეს მართლაც თაობებს შორის ძალიან დიდი წყვეტაა და ეს ერთ-ერთიმნიშვნელოვანი ფაქტია რომ კულტურული ძვრების გამოწვევა შეუძლია. ადამიანი ჩამოვიდეს სოფელში და მოიძიოს მასალები. ამ მასალაების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ.

ffolklorissaxli@yahoo.com commented

ფოლკლორის სახლში მიმდინარეობს მზადება პირველი სატელევიზიო პრეზენტაციისათვის, ბავშვების მიერ სესრულდება რამოდენიმე ძველი თუშური სიმღერა, ჩვენს მიერ მოძიებული საარქივო მასალიდან.

ffolklorissaxli@yahoo.com commented

ნამუშევარი- თუშური კოშკის სკუპტურა- თუში ბებო და პაპა

ffolklorissaxli@yahoo.com commented

სტუმრად მანანა თავბერიძის სახელოსნოში - გაგვაცნო პირადი საარქივო მასალები.

ffolklorissaxli@yahoo.com commented

სამუშაოები ისევ გრძელდება, ამჯერად ვესტუმრეთ ლელა ჯამარიშვილს სოფელ ზემო ალვანში, ჩავიწერეთ ძველი მელოდიები.

ffolklorissaxli@yahoo.com commented

90 წლის შოთა პაპა ზემო ალვანიდან, რომელიც ყვება საკუთარ ისტორიას ქისტებთან გვიანობამდე მტრობის ამბებს, სისხლის აღებასა და ა. შ.

ffolklorissaxli@yahoo.com commented

ატო ბებოს სახლი შიგნიდანაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ხელით მოხატული ჭერითა და კედლებით

ffolklorissaxli@yahoo.com commented

დღეს ზემო ალვანში 86 წლის ატო ბებოს ვესტუმრეთ რომლისგანაც წამოვიღეთ ძველი თუშური ამბები

ffolklorissaxli@yahoo.com commented

დღეს ქვემო ალვანის კულტურის სახლში "ქალთა სახლის" წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა თუშური სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა. მონაწილეობა მიიღო "ფოლკლორის სახლმაც" შეასრულეს ჩვენს მიერ მოძიებული საარქივო ჩანაწერებიდან და ასევე ჩვენს მიერვე აღდგენილი რამოდენიმე ძველი თუშური სიმღერა, წოვა თუშურ დიალექტზე და ასევე ინსტრუმენტული მელოდია. ფოტოს სარეპეტიციო პროცესიდან გთავაზობთ

ffolklorissaxli@yahoo.com commented

ძველი სახლები, რომლებიც საინტერესო ისტრორიასა და კულტურას ინახავენ სადაც ჯერ კიდევ ძველი თუშები ცხოვრობენ

ffolklorissaxli@yahoo.com commented

მამა იოანეს საცხოვრებელი სახლი სოფ. ზემო ალვანში რომელიც თავის დროზე ფიცრულისაგან შედგებოდა, დღეს ასე გამოიყურება.