Board Games for Offline Socialization - All Activity

Tea Mkheidze commented

უკვე თვე ნახევრის განმავლობაში კვირაში ერთი დღე მიმდინარეობს კლუბის შეხვედრები განათლებისა და მართვის გუნდის ოფისში. კლუბში გაწევრიანება შეეძლო ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენ უკვე გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც რეგულარულად დადიან და სამაგიდო თამაშების საშუალებით ივითარებენ ახალ უნარებს და იძენენ ახალ მეგობრებს.

ერთ-ერთი მონაწილე დაინტერესებულია ბიზნესით და მეწარმეობით. ის მუდმივად თამაშობს ისეთ თამაშებს, რომლებიც ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, ეკონომიკური სტრატეგია, ყიდვა-გაყიდვა, რესურსების განაწილება და გამოყენება. როგორც აღნიშნავს, თამაშები ძალიან გავს რეალურ ბიზნეს სამყაროს და ძალიან კარგად შეიძლება სწავლა, თუ როგორ უნდა მოიქცე ისე, რომ წარმატებით განახორციელო გარკვეული საქმიანობა.

კიდევ ერთი მონაწილე მუშაობს ტექნოლოგიების მიმართულებით. მისთვის სამაგიდო თამაშები არის საშუალება, ტექნოლოგიურ ეპოქაში რეალურ სივრცეში იურთიერთობოს რეალურ ადამიანებთან.

Tea Mkheidze commented

შევქმენით Facebook გვერდი www.fb.com/BoardGameClubTbilisi/ , სადაც ვათავსებთ სიახლეებსა და ფოტოებს ჩვენი კლუბის შესახებ. ასევე ვდებთ event-ებს, თუ როდის და სად შედგება ჩვენი კლუბის შეხვედრები და როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს შემოგვიერთდნენ.

Tea Mkheidze commented

🎲 სახალისო, სასიამოვნო და საინტერესო მეორე შეხვედრა შედგა ჩვენს კლუბში

💡 ვითამაშეთ ახალი თამაშები გუნდურობაზე, კონკურენციაზე, სტრატეგიასა და რესურსების სწორად განაწილებაზე

🚂 ასევე გვესტუმრნენ ტურისტები ლიტვიდან და უკრაინიდან

Tea Mkheidze commented

სამაგიდო თამაშების პირველი შეხვედრა შედგა 22 იანვარს EMT-ის ოფისში. შეხვედრას ესწრებოდა 25-ამდე ახალგაზრდა, რომლებმაც ძალიან იხალისეს და ისიამოვნეს თამაშებით. ვითამაშეთ DIXIT-თამაში, რომელიც ავითარებს კრეატიულ აზროვნებას, ვიზუალურ კომუნიკაციას; MONOPOLY - ეკონომიკური სტრატეგიის, სწორად აქტივების ყიდვისა და გაყიდვის თამაში; SET- ვიზუალური აღქმის, კონცენტრაციის, მობილიზაციისა და სისწრაფის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული თამაში.

Tea Mkheidze commented

სამაგიდო თამაშები უკვე ჩამოვიდა და გადმოგვეცა, რისთვისაც დიდი მადლობა „ორბელიანს“. ეს არის სია იმ თამაშების, რომლების თამაშსაც და მათი საშუალებით სხვადასხვა უნარის განვითარებას მალე შეძლებთ.

The board games arrived and we have picked up them. We want to thank “Orbeliani” for their support. Here is the list of the board games, that you can play soon and develop different skills.

• Puerto Rico
• 7 Wonders
• splendor Board Game
• Pandemic
• GoVenture Entrepreneur
• DiXit: Odyssey
• Carcassonne Board Game
• Catan
• takenoko
• Hanabi (2010)
• Tokaido
• Forbideen Island
• Qwirkle Travel
• Set
• Monopoly the mega edition
• Uno
• Dominion: 2nd Edition Board Game
• The resistance: Avalon (2012)
• Clue game
• The game of Life (2013 edition)
• Citadels (2016 edition)
• Saboteur
• Ticket to Ride
• RISK

Natia Rekhviashvili commented

თამაშები უკვე მივიღეთ ორბელიანის ოფისში და გადავეცით იდეის ავტორს თეას, წარმატებებს ვუსურვებთ

pernata@gmail.com commented

შერჩეული თამაშების სია გაქვთ, რომ დადოთ? დამაინტერესა :)

Tea Mkheidze commented

Board Games Broadening Various Skills Selected

We started to implement our idea by choosing the board games. In order to choose interesting and diverse games focused on development of various skills we made a small research.

On the one hand, we surveyed our friends, who have been playing the board games for a long time. On the other hand, we searched for the top board game lists on the internet according to various categories. Likewise, we had the first draft of the board games list. For the final decision, we studied each game ourselves in detail and made our choice on the best ones, according to various important factors: skills to be practiced, the age of the players, the duration of play, language dependency, etc. We are planning to buy the board games on the online shop of Amazon.com

We would like to thank everyone who helped us to choose the best board games with their recommendations and feedback.

Tea Mkheidze commented

მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სამაგიდო თამაშები შერჩეულია

ჩვენი იდეის განხორციელება სამაგიდო თამაშების შერჩევით დავიწყეთ. საინტერესო, მრავალფეროვანი და სხვადასხვა უნარის განვითარებაზე ორიენტირებული თამაშების შესარჩევად პატარა კვლევა ჩავატარეთ.

ერთის მხრივ, გამოვკითხეთ ნაცნობები, რომლებიც დიდი ხანია თამაშობენ სამაგიდო თამაშებს და მეორეს მხრივ, ინტერენეტში მოვიძიეთ საუკეთესო თამაშების სიები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით. ამის შემდეგ უკვე გვქონდა პირველადი სია. საბოლოო სიის დასადგენად თავად შევისწავლეთ თითოეული სამაგიდო თამაში და შევარჩიეთ საუკეთესოები იმის მიხედვით, თუ რა უნარს ავითარებდა, რა ასაკისთვის იყო განკუთვნილი, რა იყო თამაშის ხანგრძლივობა, რამდენად საჭიროებდა ენის ცოდნას და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით. შერჩეული თამაშების შეძენას ონლაინ მაღაზია Amazon-იდან ვგეგმავთ.

ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დაგვეხმარა თამაშების შერჩევის პროცესში რჩევებითა და რეკომენდაციებით.