Homeless Shelter Activisim - All Activity

Keti Khachidze commented

Orbeliani has been unable to check the accuracy of the report submitted below via email to Program Director. The volunteer has cut connection with the organization and has not responded to our calls for the follow-up meeting.

Keti Khachidze commented

რამდენიმე ადამიანმა დატოვა თავშესაფარი იქაურ წესებთან შეუგუებლობის მიზეზით.
არსანიშნავია, რომ ეს თავშესაფარი გათვლილია მხოლოდ ცალკეული პირების და არა ოჯახების საცხოვრებლად. 30 წლის მანძილზე კი უსახლკარო ადამიანების რიცხვი მატულობს და ოჯახებში თაობები იზრდებიან ყოვლად მიუღებელ პირობებში და უკიდურეს გაჭირვებაში.
ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიიღეს სოციალური სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება და ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში გარკვეული დოზით მოგვარდა ამ ადამიანების პრობლემები. თბილისელი უსახლკაროების ბედი კაი არც კანონითაა განსაზღვრული და არც მათი იოპერატიულად მოგვარებითაა ვინმე დაინტერესებული. შესაბამისად, არც სოციალური სახლების მშენებლობის საკითხი დგას.
პროექტი „ჭერი“ არ აპირება ამ თემის მიყურადებას და აქვს სურვილი გაგრძელდეს მუშაობა. ამჯერად უკვე სხვა ფორმატში, როცა მოხალისეთა რიგებში ჩაერთვება მედია.
ამ თემის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნების წინ.

Keti Khachidze commented

პროექტ „ჭერს“ გასული წლის ივნისში საქმიანი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის საკრებულოს სოციალური პროექტების დეპარტამენტთან, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური სამსახურთან, ნაძალადევის გამგეობასთან და მაჟორიტარის ოფისთან.
მათგან მივიღეთ ინფორმაცია თბილისში ოფიციალურად რეგისტრირებული უსახლკაროების შესახებ და დავსვით საკითხი - როგორ გეგმავს სახელმწიფო ამ ადამიანების პრობლემის მოგვარებას? დგას თუ არა დღის წესრიგში კონკრეტული გადაწყვეტილება ადამიანთა ამ კატეგორიის მიმართ.
ჩვენი ზედაპირული შესწავლით, რადგან გარკვეული მიზეზების გამო, სიღრმეებში ჩახედვის საშუალება არ მოგვეცა, საკანონმდებლო შეზღუდვებით, აღმოჩნდა რომ უახლოეს მომავალში, გარდა იმისა რომ მოხდეს რეგისტრირებულ უსახლკაროთა გადამოწმება, რამდენად შეესაბამებიან ისინი ამ სტატუსს, არაფერი იგეგმება.
მოუწესრიგებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე ამ ადამიანებზე კომპენსაციის გაცემის სქემაც და იკვეთება კორუფციის ნიშნები, რაც გამოიხატება გარკვეული ადამიაების ლობირებაში.
თბილისის მერიის მიერ 2015 წლის დეკემბერში გახსნილ უსახლკაროთა თავშესაფარში ვერ მოხერხდა სიტუაციის სიღრმისეული შესწავლა. თუმცა, ანონიმურად და იქიდან გამოსული ადამიანების მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ დაწესებულებაში არის სერიოზული ხარვეზები, თუნდაც სოცმუშაკების კვალიფიკაციის დონესთან და კადრების შერჩევასთან დაკავშირებით.

Keti Khachidze commented

პროექტი „ჭერი“ ანგარიში-განმარტება
მოხალისეთა სოციალური პროექტი „ჭერი“, რომელიც გასული წლის ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო, გარკვეულ სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, შეჩერდა. პროექტი ითვალისწინებდა მოხალისეთა მეშვეობით თბილისში უსახლკარო ადამიანების გამოვლენას, მათ აღწერას, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და დახმარებას იმ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში, რომლებსაც მათი პრობლემების შესწავლა და მათზე რეაგირების მოხდენა კანონით ევალებათ.
პროექტი ერთი თვის ფარგლებში განხორციელდა შედეგიანად. გამოვლინდა 7 ადამიანი, რომელიც არ იყო აღრიცხვაზე სოციალურ სამსახურში, როგორც უსახლკარო. მათ მიიღეს შესაბამისი კონსულტაცია და დღეს ეს ხალხი აღრიცხვაზეა. 2 ადამიანს, უსახლკაროდ დარჩენილ დედა-შვილს (დედა პენსიონერი, შვილი თსუ-ს დაცვის სამსახურის თანამშრომელი), რომლებიც იყვნენ ნაქირავებ ფართში და არ იღებდნენ სოციალურ დახმარებას ქირის თანხის სახით, პროექტ „ჭერის“ ფარგლებში გავუწიეთ რეკომენდაცია და მათთვის სტუდქალაქში გამოიყო საცხოვრებელი ფართი.
პროექტ „ჭერის“ მეშვეობით მოხდა მოქალაქეთა მობილიზება და ჩვენი რეკომენდაციით საზოგადოების კონკრეტულმა ჯგუფმა საახალწლოდ ლოკალურად ჩასახლებულ უსახლკაროებს, ჩარგლის ქუჩაზე, მიუტანა საახალწლო ნობათი, 5000 ლარის სხვადასხვა პირადი მოხმარების საგნები, პროდუქტები, სასკოლო ნივთები, ჩასაცმელი, ამ აქციაში ჩაერთო კომპანია „ფერერო“ რომელმაც გაუგზავნა ტკბილეული უსახლკარო ბავშვებს.

Katya Zoshchenko commented

ერთთვიანი იძულებითი ტაიმაუტის შემდეგ იდეა "ჭერი" განაგრძობს აქტიურ მუშაობას. ამ პერიოდში არც შეგვიჩერებია მუშაობა, ვაგროვებდით ინფორმაციას დედაქალაქის ყველა რაიონში უსახლკაროთა შესახებ. გვქონდა კომუნიკაცია საკრებულოსთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან, ომბუდსმენის ოფისთან. მათგან მიღებული შეხედულებები, ფაქტები და შეფასებები მნიშვნელოვანი და საინტერესოა. თუმცა, იყო შეფერხებები კომუნიკაციაშიც და ინფორმაციის მოძიებაშიც. კვირის ბოლოს იგეგმება ვიზიტი უსახლკაროთა თავშესაფარში ლილოში.
იქამდე დავდებთ სამ ბლოგს უსახლკაროთა თემაზე, მხოლოდ განსახვავებუი რაკურსით.

Katya Zoshchenko commented

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც ვიპოვეთ - უსახლკარო, თავადაა მოხალისის იდეით შეიარაღებული და ისეთი საინტერესო და ულევი ოპტიმიზმი აქვს, ბევრს შეშურდება.
ორბელიანში მივასწავლეთ, რა თქმა უნდა. სურს თავისი მსგავსი უსახლკარო ოჯახებიდან ან ბავშვთა სახლებიდან მოიძიოს ახალგაზრდები, რომლებსაც დაასაქმებს ფერმაში, თელეთში. ამისთვის კი, პირველ რიგში დასაქმებულთათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნა სჭირდება - რამდენიმე საწოლი, მაცივარი და ა.შ.

Katya Zoshchenko commented

დავიწყეთ და თვის ბოლომდე დავასრულებთ თბიილსის რაიონულ გამგეობებში არსებული მონაცემების შეგროვებას უსახლკაროთა შესახებ. ამ მხრვ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. ანუ აღრიცხვიანობა და იდენტიფიცირება პირების დაბალ დონეზეა.
ამ დღეებში გვექნება ქალაქში არსებული სიტუაციისა და დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს პოლიტიკა და მიდგომები ამ თემებზე უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგან.
და არასამტავრობო ორგანიზაციების შეფასებები.

Katya Zoshchenko commented

https://www.blogger.com/blogger.g?blogID=1523677491534630882#editor/target=post;postID=3103981659196958187;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=0;src=postname
უსახლკარო - სტატუსი და პრობლემა
ბავშვობის ასაკიდან ვხატავთ სახლებს - მრავალსართულიანს, ერთსართულიანს, აივნებით ან ტერასით, ფერადი ფანჯრებით ან დარაბებით, სხვენით ან სარდაფით, იდუმალი საკუჭნაოთი ან საიდუმლო კიბით... ვხატავთ სახურავებს დახრილს, ბანიანს, საბუხრე მილით ან ჟოლობებთან მერცხლის ბუდეებით... ვხატავთ რეალურს, ან საოცნებოს, მოგონებებს ან მომავალს და ამას ვაკეთებთ სიამოვნებით, რადგან ვიცით, - როგორიც არ უნდა იყოს ფურცელზე დახატული სახლი, ყველაზე თბილი, ერთგული და საყვარელი მაინც საკუთარი სახლის ჭერია... და, თუკი ეს ვიცით, ისიც უნდა წარმოვიდგინოთ - რამხელა სევდაა სამყაროში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები სახლის გარეშე, უჭეროდ, ანდა სხვის ჭერ ქვეშ შეხიზნულები... უსახლკარონი სხვადასხვა მიზეზითა და ვადით, ასაკითა და პერსპექტივით.
„ჭერის“ იდეის სუბიექტები ისინი არიან - უსახლკარონი!!!
შორიდან არც ისე რთულია - შეჭმუხნული შუბლით ერთი ღრმა ამოოხვრა, თანაგრძნობის ნიშნად. ვიღაცისთვის ეს სტატისტიკაა, ვიღაცისთვის ზედმეტი თავსატეხი, ვიღაცისთვის შემოსავლის წყარო, ვიღაცისთვის - გადაუჭრელი საკითხი, ვიღაცისთვის - პასუხისმგებლობა. ვინც ერთხელ მაინც დამდგარა თეორიულად ამ პრობლემის წინაშე, ნახევარს თუ არა, მესამედს მაინც წარმოიდგენდა, რას ნიშნავს იყო უსახლკარო?
თუმცა, ამ სტატუსთან შეგუებაც ისეთივე რთულია, როგორც მისი მოპოვება, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საბაზისო პოლიტიკასა და დეფინიციაზე -

Katya Zoshchenko commented

ერთი წლის წინ, დღევანდელზე და ჩვენს ქალაქზე მსოფლიო წერდა. წერდა, რომ სტიქიამ ერთი პატარა ლამაზი ქვეყნის ერთ პატარა ლამაზ დედაქალაქში საშინელი ტრაგედია დაატრიალა. რომ დაიღუპნენ ადამიანები ფიზიკურადაც და მორალურადაც, რომ სტიქია ვერაგია და ძლიერი, ადამიანი კი უძლური, როცა სჯერა, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება. ამის სჯერა მაშინაც კი, როცა იმ ტოტს მიადგება მოსაჭრელად, რომელზეც ზის. აბა რა ქნას? სახლს აშენებს, სადაც ყველაფერი კარგად იქნება...
მსოფლიოს ეს დღე თავში ვარდისფერისარგარჭობილი თბილისელი ბეჰემოთით დაამახსოვრდა, საყვარლად რომ დააბოტებდა შლამში ქალაქის ცენტრში. იმ დღეს მანაც დაკარგა სახლი. თავიც დაკარგა და წარსულიც. ანუ ყველაფერი, რაც იქამდე იყო, ვიდრე დიდი და საშიში წყალი მოვარდებოდა...
ასეთ შემთხვევაში, ტრადიციულად იყენებენ ფრაზას - „სიმბოლურია რომ...“
ჰო, რა თქმა უნდა, სიმბოლურია, როცა პირველ ბლოგს პროექტიდან „ჭერი“ იმ დღეს იწყებ, როცა შენი თანამოქალაქენი სტიქიურად კიდევ ერთხელ დარჩნენ ჭერის გარეშე. თუმცა, მათ, ვინც 13 ივნისის მორევს ცოცხლად გადაურჩა, გაცილებით გაუმართლათ, რადგან, სახელმწიფომ მათზე ვალდებულება აიღო და ღია ცის ქვეშ დასარჩენად არ გაიწირნენ.
რთული მისახვედრი არაა, რომ პროექტი „ჭერი“ უსახლკარო ადამიანებს ეხება, კანონის ფარგლებში და კანონს მიღმა დარჩენილებს. ადამიანებს უსახლკარო თაობებით, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს სახლი და წლებია, თვითგადარჩენის ფორმატში იბრძვია და ხშირად მარცხდებიან...
ჩვენ მოხალისეები ვართ, რომლებიც ვეძებთ ასეთ ადამიანებს. სახალისო ამ თემაში არაფერია. მეტიც, საშინლად დამთრგუნველი და გამანადგუ

Katya Zoshchenko commented

https://www.blogger.com/blogger.g?blogID=1523677491534630882#editor/target=post;postID=1187532147490892575;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=0;src=postname

Katya Zoshchenko commented

ბლოგების სიხშირე, სავარაუდოდ, იქნება თვეში 2 ერთეული, თუმცა, როგორც კი სათანადო ინფორმაცია დაგროვდება, არ დაველოდებით გრაფიკს. აქ მოვახდენთ ყოველი ახალი ადამიანის პოვნის და დაბინავების ამბავს, რა თქმა უნდა, მათი თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ფოტომასალით.

Katya Zoshchenko commented

პროექტს დავიწყებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში არსებული ინფორმაციის მოძიებით. გაგრძელდება უკვე არსებული სუბიექტების პირობების გადამოწმება და დაიწყება ახალი ადამიანების მოძიება, რომლებსაც აღვრიცხავთ და მივაწვდით ინფორმაციას თავშესაფარზე.

Keti Khachidze commented

Reviewer comments: How many posts will be made and what will be the frequency? რამდენი პოსტი დაიდება ამ ადამიანებზე? რა სიხშირით?

Keti Khachidze commented

Reviewer comments: There is no information about the sex of homeless people, and where the phone will go after the work. Please provide