Confectionery for Young Housewives - All Activity

Лаура Харитонашвили commented

ვაშაააააააააააა, კაბალის ქალები იწყებენ კულინარიულ მცირე ბიზნესს. იეგანა ნიაზოვამ მიიღო ინდმეწარმის სტატუსი. საინტერესოა მათი მიდგომა საქმისადმი, უცბად არ აიტაცეს იდეა, კარგად აცნობიერებენ „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ . იციან ხალხური სიბრძნის არსი....... წარმატებებს ვუსურვებთ.

Лаура Харитонашвили commented

2017 წლის დასაწყისში შეხვედრები გავმართეთ პროექტის მონაწილეებთან. ნამცხვრების ცხობის ბიზნესის დასაწყებად საჭიროა ინდივიდუალური საწარმოს დარეგისტრირება. მიმდინარეობს ინტენსიური ბჭობა - იეგანა ნიაზოვას, ელიზა ნიაზოვას, ელბანიზ ალიევასა და ამალია ალიევას შორის - თუ ვინ უნდა დააფუძნოს ინდივიდუალური საწარმო. ქალები იჩენენ სიფრთხილეს ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ სათანადო საკონდიტრო წარმოების ცოდნა ბიზნესის დასაწყებად მათი სიფრთხილე მიუთითებს იმაზე, რომ მათ ბიზნესის ერთგვარი ინფორმაციული საფუძველი გააჩნიათ.

Лаура Харитонашвили commented

მომავალმა მცხობელებმა საახალწლოდ გამოაცხეს ნამცხვრები ოჯახისათვის. ტკბილეულმა ოჯახის წევრების და სტუმრების მოწონება დაიმსახურეს. ეს ახალგაზრდების პირველი ნაბიჯია მომავალი ბიზნესისათვის.

Лаура Харитонашвили commented

ბენეფიციარებმა შეარჩიეს ფართი, სადაც მოთავსდება საცხობი ქურა. შენობაში შეჰყავთ ელექტრო სადენები. ოჯახის მამაკაცებმა გაიცნობიერებს ქალების სოციალური აქტიურობის მნიშვნელობა და ეხმარებიან ფიზიკურად და საორგანიზაციო საქმეებში.

Лаура Харитонашвили commented

ბენეფიციარებისთვის შპს „ლუკა +“ მიერ დაპირებული 2 ტაფის მიწოდება აქილევსის ქუსლად იქცა. მათი ინფორმაციით გადაგზავნილი ტაფები ლაგოდეხის „ორიფლეიმის“ ოფისში ინახებოდა. მაგრამ მათ მიერ მოწოდებული მისამართი და ტელეფონის ნომერი მცდარი აღმოჩნდა. საქმეში ჩავრთეთ საქართველოს „ორიფლეიმის“ ოფისი . რომელიც დაგვეხმარა მიგვევგნო ტაფებისთვის, რისთვისაც დიდ მალობას ვუხდით მათ. დიდთოვლობის გამო ტაფების ლაგოდეხიდან კაბალში ჩამოტანა გართულდა ეს დაბრკოლებაც გადალახულია.

Лаура Харитонашвили commented

პატარძლები იღებენ იურიდიულ განათლებას სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

Лаура Харитонашвили commented

ოჯახის კაცები ენთუზიაზმით შეხვდნენ ქალების კულინარიულ წამოწყებას.

Лаура Харитонашвили commented

ახალგაზრდა დიასახლისები იწერენ ნამცხვრების რეცეპტებს

Vejini Ngo commented

პატარა ემირმა დედა ტრენინგზე მოაცილა, თავად არ დაესწრო, ალბათ იფიქრა ცხობა რა კაცის საქმეაო.

Лаура Харитонашвили commented

28 ოქტომბერი
პატარძლების გამომცხვარ ასეთ ნამცხვრებზე კაბალის რომელი მაღაზია იტყვის უარს?! :)

Лаура Харитонашвили commented

24-28 ოქტომბერი
ბენეფიციარები ეუფლებიან ნამცხვრების ცხობას

Лаура Харитонашвили commented

24-28 ოქტომბერი
ახლაგაზრდა პატარძლებმა შეისწავლეს 10 სახეობის ნამცხვრის გამოცხობა. ტრენინგზე დასწრება გვთხოვეს ზოგიერთმა დედამთილმაც.

Лаура Харитонашвили commented

23 ოქტომბერი
,,ვეჟინის'' მოხალისეებმა საცხობი ქურა შპს ,,ლუკა+"-დან წაიღეს კაბალის თემში. ქურას აკლია ორი ტაფა, შპს ,,ლუკა+"ს დირექციამ ეს ფაქტი ახსნა იმით რომ შემთხვევით ჩვენი ტაფები სხვა კლიენტს გაატანეს. დაგვპირდნენ რომ პრობლემას უახლოეს დღეებში აღმოფხვრიან.

Лаура Харитонашвили commented

14 ოქტომბერი
ბენეფიციარებს ვაცნობეთ ტრენინგის თარიღი, ადგილი და დრო. დაგვხვდა სიურპრიზი, ერთერთმა ჩვენმა ბენეფიციარმა უკვე მეორე შვილი, გოგონა დურუ გააჩინა :)

Лаура Харитонашвили commented

7 ოქტომბერი
ტრენინგების ჩასატარებლად კაბალის თემში შევარჩიეთ ნადირ ისლამოვის სახლი. გავაფორმეთ ხელშეკრულება

Лаура Харитонашвили commented

30 სექტემბერი
ხანგრძლივი ძების შემდეგ შევარჩიეთ და ხელშეკრულება გავაფორმეთ ელენე ქიტუაშვილთან, რომელიც ასწავლის ახალგაზრდა პატარძლებს 10 სახეობის ნამცხვრის ცხობის ტექნოლოგიას

Лаура Харитонашвили commented

23 სექტემბერი
კაბალის სოფლის სასურსათო მაღაზიები მზად არიან ჩაიბარონ ახალგაზრდა პატარძლების დამზადებული ნამცხვრები

Лаура Харитонашвили commented

16 სექტემბერი
საცხობის დამზადების შესახებ შევუთხანხმდით შპს ,,ლუკა+".

Лаура Харитонашвили commented

9 სექტემბერი
ოჯახის უფროსებს ინფორმაციას ვაწვდით ახალგაზრდა პატარძლების ტრენინგის შესახებ საკონდიტრო წარმოებაში. ბენეფიციარები შეისწავლიან 10 სახეობის ნამცხვრის ცხობის ტექნოლოგიას.

Лаура Харитонашвили commented

2 სექტემბერი.
არასამთავრობო ორგანიზაციების - „ქალთა საერთაშორისო მშვიდობის ჯგუფის“ IWPG, “ვეჟინის”, „ნადიკვარის“ პროექტის „დანერგე მშვიდობა-განათლება მომავალი კეთილდღეობისათვის“ ფარგლებში კაბალის თემში პატარძლებს, რომელთაც არ აქვთ დამთავრებული სრული საჯარო სკოლა ჩაუტარედებათ ტრენინგი საკონდიტრო წარმოებაში. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ოჯახის უფროსებთან ,,ფინჯან ჩაიზე“. ბენეფიციარებს შეუძენს საცხობ ქურას “ორბელიანი საქართველო”