employment skills for locally vulnerable - All Activity

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

29 ნოემბერს ჩავატარეთ პროქტით გათვალისწინებული ბოლო ფორუმ-თეატრი ქალაქ თელავში. ეს არ ყოფილა ისეთივე დიდი ფორუმები როგორც წინა ორი. ამჟამად ფორუმ-თეატრს ესწრებოდა რვა ბენეფიციარი. თემა ისევ დასაქმების უნარ-ჩვევებზე გაკეთდა. რვავე მონაწილემ გაოსცადა თავის თავი პირველ გასაუბრებაზე. მონაწილეებს დაურიგდათ სხვადასხვა ვაკანსია და მიეცათ დრო რომ ვაკანსიის შესაბამისად "'მომზადებულიყვნენ". დიდი სიხარულით ჩაერთო რვავე მონაწილე. უნდა აღინიშნოს რომ ცინა მონაწილეებთან შედარებით მათი ასაკი უფრო ნაკლებია, 13-14 წლისანი არიან ამიტომ უფრო მეტად ნერვიულობდნენ. ტრენერებმა მივეცით რამოდენიმე რჩევა რაც არ უნდა გაიმეორონ შემდგომში გასაუბრების დროს. შესრულდა პროექტით გათვალისწინებული ვალდებულება და ჩაერთო ჯამში 60 მოზარდი, მათ აიმაღლეს დასაქმების უნარი და მზად არიან პირველად შეაბიჯონ დამოუკიდებელ ცხოვრებაში. მადლობას ვუხდით ორბელიანს გაწეული დახმარებისთვის.

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

გუშინ დავესწარით ორბელიანის მიერ ჩატარებულ ტრენინგის story-ს წერაზე. მონაწილეებს დაგვევალა ჩავატაროთ ინტერვიუ ჩვენი პროექტით მოსარგებლე სამ ბენეფიციართან და ამ ინტერვიუების საფუძველზე დავწეროთ ამავი სადაც ასახული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება (most significant changes). ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო რადგან ესწრებოდნენ სხვა რეგიონებიდან სხვადასხვა იდეების წარმომადგელებიც რომლებაც გააზიარეს საკუთარი გამოცდილება. ტრენინგიდან მიღებული ცოდნა დაგვეხმარება ბენეფიციარებიდან ინფრომაციის ამოღებაში.

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

დამატებით გიზიარებთ სურათებს ჩვენი ფორუმ-თეატრიდან ^_^

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

ეს ჩვენი მეორე გასვლითი ფორუმ-თეატრი იყო! მოზარდებისთვის სახალისოა როდესაც იმიტირებული თამაშის მსგავს აქტივობაშ ერთვებიან. ისინი უნდა დაკვირვებოდნენ გასაუბრებაზე მისულ თანატოლს, დაენახათ შეცდომები რასაც გასაუბრებაზე უშვებდა შემდეგ მოეფიქრებინად გამოსავალი და ჩაენაცვლებინათ მონაწილე. მოზარდები აქტიურად ჩაერთვენენ. ყოველი ჩანაცვლების შემდეგ უმჯობესდებოდა და იხვეწებოდა სცენარი. მაგალითად პირველ ჯერზე თუ უჭირდათ საკუთარი სამუშაო გამოცდილების მოფიქრება, შემდეგ ჯერებზე უკვე კარგად გააზრებული სამუშაო გამოცდილებით "მიდიოდნენ" გასაუბრებაზე. ასევე ცდილობდნენ მორგებოდნენ ვაკანსიის მოთხოვნებს. მაგალითად ვაკანსიაში ნათქვამი იყო რომ გუნდურად მომუაშავე კადრი იყო საჭირო. მოზარდები ცდილობნენ მოეყვანათ გამსაუბრებლისთის ისეთ მაგალითები რომელიც ასახავდა მათ გუნდურობის უნარს. წინა ფორუმ თეატრში მოვაწილეობა მიიღო 30 მა მოზარდმა ამ ჯერად კი 12 მა. დარჩენილია 18 მოზარდის ჩართულობა იმისთვის რომ მივაღწეიოთ პროექტით გათვალისწინებულ 60 მოზარდს. ჯერჯერობით შეიძლებს ითქვას რომ პპრეოქტი სახალისო და წარმატებული მოზარდებისთვის. თითოეული მათგანისთის ეს არის პირველი გამოცდილება შემოდგომში წარამტებული დასაქმებისთვის!

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

14 სექტემბერს ჩვენი მომდევნო ფორუმ-თეატრი ქალაქ მცხეთაში გაიმართა. რომელსაც ესწრებოდნენ მოზარდები მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან. ფორუმ-თეატრი ეხებოდა დასაქმების უნარებს. მოხდა გასაუბრების იმიტირება. ღონისძიებაში ჩართული იყო 12 მოზარდი.

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

და აი ისიც ფინალური აქტივობა ჩვენი პროექტის პირველი ნაწილის. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ თუ რა ხდებოდა ფორუმ-თეატრზე: https://www.youtube.com/watch?v=Pt5kt5_6u_o&feature=youtu.be კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ორბელიანს. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს შემოდგომაზე. როგორც იცით ამჯერად 30 მონაწილე ჩაერთო ჩვენი პროექტის მიზანი კი 60 მოზარდის ჩართულობაა ამოტომ მუშაობა კვლავ განახლდება ^____^

Nino Giorgadze commented

კარგი იქნება თუ მსგავს აქტივობას რეგულარული სახე მიეცემა თუმცა მამუკას თქმით, თელავში არსებული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდების ჩართულობა სრულად უზრუნველყვეს. თუმცა უნდა აღონიშნოს, რომ ამ ჯგუფში სხვა რეგიონებიდანაც შეძლეს მონაწილოების მიღება. შესაბამისად, ინიციატივის დასრულების შემდეგ შეძენილი ნივთები (დინამიკები, მიკროფონი) საჩუქრად გადაეცემა მცირე საოჯახო ტიპის სახლს. იდეის განხორციელების პროცესში ავტორებმა დაინახეს გამოწვევებიც. მათივე თქმით, კარგია თუ მეტი ბიუჯეტი დაიხარჯოს კოსტუმებზე და სცენის დეკორაციაზე, რაც უფრო მეტად იქნება მიახლოებული რეალობასთან და უფრო მეტი ეფექტი ექნება მონაწილეებისთვის.
ფორუმ თეატრის ამსახველი ვიდეო აიტვირთება youtube.com ზე და გავრცელდება სოციალური ქსელით.

Nino Giorgadze commented

იდეა ,, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების უნარების განვითარების’’ ჯგუფში ჩართულია მოხალისეთა გუნდი, რომელიც შედგება 6 გოგოს და 1 ბიჭისგან. თელავში, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ფორუმ თეატრი, რომელის შინაარსი დასაქმების იმიტირებულ სცენებს მოიცავდა. წინასწარ შეირჩა 45 ახალგაზრდა, და მათ ჩაუტარდათ ტრეინინგები ეფექტურ კომუნიკაციაში, ლიდერობასა და სხვდასხვა უნარების განმავითარებელი თემების ირგვლივ. როგორც იდეის ავტორი მამუკა მანაგაძე აღნიშნავს, ,, რთულია თეორიით მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს გადაუვიდეს ქცევაში. სწორედ ამიტომაც არის ფორუმ თეატრი, სადაც რეალური სცენები ეხმარებათ იმ უნარების გამომუშავებაში, რომელსაც ისინი გამოყენებენ რეალურ ცხოვრებაში.’’ მოხალისეთა გუნდა შეიმუშავა სხვადასხვა დასაქმების სცენარი და გამართა თელავის ღია თეატრის სივრცეში, სადაც მონაწილეობა მიიღო 45 ახალგაზრდამ. სცენებში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები, და პრობლემების და უხერხული სიტუაციის გადაჭრის საკუთარ ვერსიას სთავაზობდნენ. თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც მოერიდათ და ვერ შეძლეს ბოლომდე ჩართვა. როგორც იდეის ავტორი ამბობს, მიზანი მიღწეულია, რადგან ახალგაზრდებთან მუშაობის შედეგად რამდენიმე მათგანი უკვე დასაქმდა და მათ ღირსეულად წარმოაჩნეს თავი გასაუბრებაზე. იგეგმება მომდევნო ჯგუფთან მუშაობა სექტემბრის თვეშიც.

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

სცენარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: გარშემო მყოფი პირების უარყოფითი დამოკიდებულება მოზარდის დასაქმების მიმართ, გასაუბრების ცუდი კომუნიკაციის უნარები

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

თეატრში წარმოდგენილი სცენარი ეხებოდა დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. კერძოდ:

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

ფორუმ თეატრის ერთ ერთ სცნეაში წარმოდგენილი იყო გასაუბრებისთვის საჭირო უნარების ნაკლებობა

Keti Khachidze commented on comment : mamukamanagadzetelavi@gmail.com at: June 22, 2018, 11:17 a.m.

Can you please post photos of the event and a bit of more detail how it went?

Keti Khachidze commented on comment : mamukamanagadzetelavi@gmail.com at: June 22, 2018, 11:17 a.m.

Can you please post photos of the event and a bit of more detail how it went?

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

უფრო ვრცლად ჩვენი ღონისძიების შესახებ: ფორუმ თეატრის მოსამზადებელმა შეხვედრებმა კარგად ჩაიარა. რაც იმას ნიშავდა რომ შესანიშნავი სცენარი გვქონდა დასადგმელად. სცენარში ჩანს თუ როგორ უპირისპირდება მეთორმეტე კლასელს ბიძა იმსთვის რომ არ დასაქმდეს. გარდა ამისა ამ სკოლის მოსწავლეს არ აქვს კომუნიკაციის უნარების რომელიც დაეხმარება გასაუბრებაზე თავის წარმოსაჩენად. გარდა ამისა მის გარშემო კლასელებს და მასწავლებელსაც მიაჩნიათ, რომ მან სწავლას უნდა მიხედოს და დასაქმება გააუარესებს მის ნიშნებს.

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ, ჩანააცვლეს არასასურველი სცენარი. რაც ეხებოდა: 1. ოჯახის წევრების მხრიდან მუშაობის უფლების მიცემას მოზარდისთვის 2. სტაჟირების საჭიროებას 3. უკეთესი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების ქონას.

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

1 ივნისს ჩატარდა, ქალაქ თელავში ფორუმ თეატრი დასაქმების უანრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის, თელავის და საგურამოს მოზარდები. ჯამში 30. შეხვედრამ კარგად და სახალისოდ ჩაიარა.

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

დღეს გვაქვს ფორუმ თეატრი ქალაქ თელავში დასაქმების უნარების განვითარებისთვის, რომელსაც 30 მდე მოზარდი დაესწრება თელავიდან გორიდან და საგურამოდან

mamukamanagadzetelavi@gmail.com commented

შეხვედრას ესწრებოდა 12 მოზარდი. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა, სადაც დაიწერება სცენარი და მოხდება როლების გადანაწილება.