Animal Waste Cleanup Campaign - All Activity

Irina Gvaladze commented

ვაკისპარკში გავიცანით მოქალაქე, ვინც ათი წელია პარკით დადის და თავისი ძაღლის "დაბინძურებულს" ალაგებს. შეგვპირდა, ივნისის შუა რიცხვებში ძაღლების გამოფენაა, ეს კაცი ორგანიზატორია გამოფენის და ჩვენი ინიციატივის შესახებ გააცნობს იქ შეკრებილ ძაღლის პატრონებს.

Irina Gvaladze commented

აგრეთვე შეგვხვდა მოქალაქე, ვისაც გადავეცით ნიჩაბი, საჩუქრის შემდეგ უფრო კომფორტულად აიღოს თავისი ძაღლის "მოსაქმებული"

Tamar Koko commented

მეორე გასვლა თბილისის ქუჩებში და ძაღლის ძვლების და სათამაშოების დარიგება. ბევრი მოქალაქე ვნახეთ, ვინც ზრუნავს ქალაქზე.

Tamar Koko commented

თბილისის მერიასთან ურთიერთობა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, მუდმივად ითხოვენ ახალ დავალებებს და თანხმობას არ იძლევიან და არც უარს ამბობენ, ამიტომ პროექტის ფორმატი შეიცვალა. გადავწყვიტეთ აქციის სახე მივცეთ. შევიძინეთ პროექტის თანხით ძაღლის სათამაშოები, კერძოდ: ბურთები, ძვლები, ორცხობილა - ძაღლის პარტრონებისთვის გადასაცემად, ვინც თავისი საყვარელი მეგობრის "მოსაქმებულს" ასუფთავებს და გარემოზე ზრუნავს. აგრეთვე, შევიძინეთ ნიჩბები, იმ ძაღლის პატრონებისთვის, ვინც ამ პრობლემაზე არ ზრუნავს.
პირველი გასვლა ვაკისპარკის ტერიტორიაზე მოხდა, მოვძებნეთ ძაღლის პატრონები და გამოკითხვა ჩავატარეთ. გარემოზე მზრუნველი პატრონების ძაღლები დავასაჩუქრეთ. საჩუქარზე არჩევანი ძაღლის პატრონებმა გააკეთეს, იმის მიხედვით თუ რა ესიამოვნებოდა თავის ძაღლს, სათამაშო თუ ძვალი.

Tamar Koko commented

არც მერიისგან, არც არქიტეკტურის სამსახურისგან გარკვეული პასუხი არ მიგვიღია, ძირითადად "გადამისამართებით" არიან დაკავებული, ჩვენც ვაგრძელებთ წერილების გზავნას და ამავე დროს ვიწყებთ აქტივობას :), პასუხი იგვიანებს, ქალაქი ივსება :)

Tamar Koko commented

დღეს ისევ მოგვიწია მერიაში მისვლა, უკვე მესამედ:–) და წერილის თავიდან დაწერა, ახლა ზედამხედველობის სამსახურის სახელზე, მგონი მერიის ყველა სამსახურმა განიხილა ჩვენი წერილი და იმედია ზედამხედველობა უარს არ გვეტყვის და ველოდებით თანხმობის წერილს:–)

Tamar Koko commented

პროექტის განხორციელბას დავიწყებთ, როგორც კი მივიღებთ ნებართვას მერიისგან :)