Geocaching in Lagodekhi Protected Areas - All Activity

Tea-Natia Shalvashvili commented

ცუდი კლიმატური პირობების რეჟიმში ვერ მოხერხდა გეოკეშინგის საჩვენებელი და სატესტო თამაშის ჩატარება....
გეოკეშინგის (GPS განძზე ნადირობის თამაში) სატესტო თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ქ. ლაგოდეხის, სოფ. ნინიგორის, სოფ. მაწიმის, სოფ. მსხალგორის და სოფ. ბაისუბნის საჯაროს სკოლის 20 მოსწავლე.

Tea-Natia Shalvashvili commented

მომზადდა ე.წ. "სამალავის პასპორტი" , რომელშიც მითითებულია ძებნისათვის აუცილებელი პარამეტრები

Tea-Natia Shalvashvili commented

სატესტო თამაშისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. პროექტის პირველ ეტაპზე სანამ პოპულარული გახდება თამაში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები უზრუნველყოფს თამაშში მონაწილეთა რეპორტაჟების, ფოტო კოლაჟების და სხვათა გაზიარებას.
მომავალში, როცა თამაში მიიღებს ციკლურ ხასიათს, მსურველებს დამოუკიდებლად (წესების დაცვით) შეეძლებათ სამალავების მოწყობა დაცულ ტერიტორიაზე და მათ შესახებ ინფორმაციის განთავსება, არსებული სამალავიდან ნივთის აღება და თავისი ნივთის დამატება და სხვ.

Tea-Natia Shalvashvili commented

თამაშის ხუთმა მონაწილემ მოაწყო მცირე სამალავი ე.წ. "საგანძურით" ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად შერჩეულ ბილიკზე. რადგან განთავსების ადგილი, "საგანძურის" შიგთავსი, მასთან მისვლის გზების აღწერა და ა.შ. მთლიანად დამმალავის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მონაწილეები დამოუკიდებლად ახორციელებენ ე.წ. "სამალავის პასპორტი" - ს მომზადებას, რომელშიც მითითებული იქნება ძებნისათვის აუცილებელი პარამეტრები.
სხვა მონაწილეები ამ ინფორმაციით შეეცდებიან სამალავის პოვნას და მასში პოვნის დამადასტურებელ ნიშანს დატოვებენ, რომელსაც შემდგომი მონაწილე აიღებს..........

Tea-Natia Shalvashvili commented

პროექტის პირველ ეტაპზე სანამ პოპულარული გახდება თამაში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ გეოკეშინგისთვის მომზადდა თამაშის წესები.
მოთამაშეთა ინიციატივით თამაშისას შესაძლებელი გახდება ზემოთ აღნიშნულ წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანა ან ახალი წესების დამატება, საღი აზრისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

giorgisulamanidze@gmail.com commented

შეირჩა სამალავები და GPS - სატელიტური ნავიგატორის დახმარებით აღებულ იქნა კოორდინატები, რომლებიც დაეხმარება თამაშის მონაწილეებს აღნიშნული სამალავების ძებნაში

Tea-Natia Shalvashvili commented

მ/წლის 28 იანვარს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გეოკეშინგის (GPS განძზე ნადირობის თამაში) პრეზენტაცია. მასში მონაწილეობა მიიღო ქ. ლაგოდეხის საჯარო სკოლის 23 მოსწავლემ. შეხვედრაზე განხილულ იქნა აქტიური დასვენების ყველაზე ახალგაზრდა სახეობა, რომელიც გულისხმობს იმ სამალავების სისტემების ძებნას, რომლებიც თამაშის სხვა მონაწილეებმა შექმნეს, თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების დახმარებით.
გეოკეშინგი ხელს უწყობს როგორც დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას ასევე მონაწილეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას, საკუთარი ქცევის შეფასებას და შეცვლას გარემოს სასარგებლოდ

Natia Rekhviashvili commented

ნივთები მიაქვთ მოხალისეებს "ორბელიანი საქართველო" ს ოფისიდან.