Azeri-Georgian Cultural Exchange - All Activity

Nino Giorgadze commented

ნინო: ,,არასდროს მიმიღია მონაწილეობა საგრანტო კონკურსებში. მუდმივად მქონდა მოლოდინი, რომ არ დააფინანსებდნენ. პრინციპში გამოცდილებაც ცუდი მქონდა. როდესაც დავიწყე ამ იდეაზე მუშაობა და მივმართე მუნიციპალიტეტს თუ არასამთავრობოს ყველამ არაპრიორიტეტულად ჩათვალა ინიციატივა. ან დამატებით ბუღალტერი დაჭირდათ ბიუჯეტის გასაწერად და ამისთვის თანხა არ ქონდათ. ან ზედმეტი ბიუროკრატია დროს და თანხებს მოითხოვდა, ამიტომ ყველა უარს გვეუბნეოდა. თუმცა ,,ორბელიანთან’’ ურთიერთობის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება ნაწილობრივ შეიცვალა არასამთავრობების მიმართ. ვხედავ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლებსაც აქვთ საკამოდ დიდი კომპეტენიცია და არიან თავისუფლები და დამოუკიდებლები. ალბათ ამ ყველაფერს ერთად მოაქვს კარგი შედეგი. გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის მაინც ვფიქრობ, ვნოხთ როგორი იქნება მომავალში ორბელიანი. ვფიქრობ, ჯერ შეიძლება ახლები არიან, იმიჯზე ფიქრობენ და ავტორიტეტის მოპოვება უნდათ საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ დავაკვირდები ,,ორბელიანის’’ მომავალ საქმიანობას, გამჭვირვალობას, ობიექტურობას და აუცილებლად მივიღებ სხვა პროექტებისთვის მის თანადომას და მხარდაჭერას.’’

Nino Giorgadze commented

პროექტის მთავარი იდეა იყო მონაწილეთათვის ისეთი არაფორმალური სივრცის შექმნა, სადაც მაქსიმალურად შეძლებდნენ ერთმანეთის გაცნობას, ერთმანეთთან დაახლოვებას და საუკეთესო შემთხვევაში დამეგობრებას.
პროექტის მიზანი იყო აგრეთვე მონაწილეებს პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად მიეღოთ თეორიული ცოდნაც იმის შესახებ თუ რა ღირებულებებია: პატივისცემა, ტოლერანტობა და სიყვარული. დაგეგმილი იყო ტრენინგ-მოდული დასახელებულ თემებზე.
პროექტის მთავარი მოთხოვნა იყო აზერბაიჯანულენოვანი მონაწილეები განთავსებულიყვნენ არა ერთ არამედ ცალ-ცალკე ქართულენოვან ოჯახებში. და შესაბამისად, ქართულენოვანი მონაწილეები -- აზერბაიჯანულენოვან ოჯახებში.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე სათითაოდ შევხვდი ბენეფიციარების ოჯახებს და ზეპირი საუბრის გარდა მივაწოდე პროექტის დეტალური წერილობითი აღწერილობა. ამ შეხვედრებისა და საუბრების დროს მათი მხრიდან დასმული იყო კითხვები: ,,ხომ არ არის რამე ისეთი რისი გაკეთებაც არ შეიძლება სტუმრებთან? (რელიგიური, კულტურული ან ტრადიციული თავისებურებებიდან გამომდინარე). ხომ არ არის ისეთი წესი, ნორმა, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ?“ ეს კითხვა პრაქტიკულად ყველა მონაწილის ოჯახმა დასვა.

პროექტი დაიგეგმა შემდეგი პრობლემების მოსაგვარებლად:
1. საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლე-ახალგაზრდებს არა აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება. ამის გამო მათ არა აქვთ ერთმანეთის შესახებ რეალური ინფორმაცია და ერთმანეთის ყოფის, კულტურის და ტრადიციების დამახინჯებული აღქმა ხელს უშლის მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.
2. საქართველოში (კონკრეტულ შემთხვევაში სოფლებში: ტალავერი, ილმაზლო, გარეჯვარი) მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდებს არა აქვთ თეორიული წარმოდგენაც კი ისეთ ღირებულებებზე, რომლებიც აუცილებელია მულტიკულტურულ საზოგადოებაში სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრებისათვის.
3. საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისათვის ცხოვრების ჩვეული სტილია გოგონების დისკრიმინაცია. კერძოდ, ოჯახები ხშირად ზღუდავენ გოგონებს და არ აძლევენ საშუალებას მონაწილეობა მიიღოს სკოლისგარეშე არაფორმალურ გასართობ-შემეცნებით პროექტებში. მათი მხრიდან ასეთი აქტივობები ნეგატიურად აღიქმება.
4. საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აზერბაიჯანულენოვან მოსწავლე-ახალგაზრდებს არა აქვთ ბევრი მოტივი-სტიმული სახელმწიფო ენის დასაუფლებლად.

ორხან რამაზანოვი commented

უმაგრესი პროექტი გამოვიდა.მოხარული ვარ რომ მივიღე მონაწილეობა.დიდი მადლობა,რომ დააფინანსეთ და საოცარი დღეები გვაჩუქეთ.შევიძინე ახალი და ძალიან საყვარელი მეგობრები,ულამაზესი დღეები იყო ჩემთვის.არასოდეს დამავიწყდება ეს ერთი კვირა.ამ პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა საკუთარი შესაძლებლობები აღმოგვეჩინა და ამასთსან, წარმოგვეჩინა კიდეც.ვისწავლე ახალი სიტყვები,გავეცანი ქართულ ტრადიციებსა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია.ჩვენი სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ ჩვენთან სტუმრობით.მოვინახულეთ ულამაზესი ადგილები.მოხარული ვიქნები ამ პროექტს გაგრძელება თუ ექნება და ჩვენ კიდევ ერთად თუ ვიქნებით.ჩვენ ერთი გუნდი ვართ.დიდი მადლობა.

Sopho Berianidze commented

ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა.მიხარია რომ მივიგე მონაწილეობა.შევიძინე ახალი მეგობრები,მოვინახულე ულამაზესი ადგილები.შევიძინე გამოცდილება უცხოენოვან ბავშვებთან ურთიერთობისა.ჩემთვის ეს დაუვიწყარი ერთი კვირა იყო.

ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა.მიხარია რომ მივიღე მონაწილეობა.შევიძინე ახალი მეგობრები.მივიღე გამოცდილება უცხოენოვან ბავშვებთან ურთიერთობისა,გავეცანი მათ ტრადიციებს და მოვინახულე ულამაზესი ადგილები.უფრო მეტი მივიღე ვიდრე ველოდი.პირადად ჩემთვის, ეს წინგადადგმული ნაბიჯია მომავალში მეც მასწავლებელი ვიქნები და აუცილებლად ვასწავლი აზერბაიჯანელ ბავშვებს.მოხარული ვიქნები,ასეთი პროექტები თუ იქნება კიდევ.ჩემს ცხოვრებაში ეს დაუვიწყარი ერთი კვირაა.

Nino Berianidze commented

პროექტის მესამე დღე. ექსკურსია გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

Nino Berianidze commented

ჯგუფები მუშაობენ პატივსაცემი ადამიანის პორტრეტზე

აკაკი ტერაშვილი commented

მოხარული ვარ რომ ეს პროექტი დაფინანსდა, ამ პროექტით ბევრი ახლი რამ ვისწავლე, ასევე დაუმეგობრდი ბევრ აზერბაიჯანელ ბავშვს. თავიდან ველოდებოდი, ვერ გავაგებინებდი, ვერ დაველაპარაკებოდი, მაგრამ სულ სხვანაირად აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ურთიერთობისთვის არა არის აუცილებელი დიდი ხანი იცნობდე ადამიანს. ძალიან მაგარი ადამიანები აღმოჩნდნენ. მიხარია, რომ პროექტის მონაწილე ვარ. ვისურვებდი ასეთი პროექტები კიდევ გაგრძელდეს.