Green Recycling Boxes in Senaki - All Activity

takomalania@gmail.com commented

პროექტის „მწვანე ყუთი" განხორციელება იყო დროული და წარმატებული,ვინაიდან პრობლემა არის აქტუალური და მისი მოგვარების გზები დონორი ორგანიზაციების დახმარებით გახდა შესაძლებელი.სენაკის მუნიციპალიტეტში ამ პროექტით დაიწყო ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების პოპულარიზაცია და დანერგვა და ეს პროცესი მისი აქტულობიდან და პრობლემიდან გამომდინარე ,არ უნდა შეჩერდეს მხოლოდ ამ არეალში.პროექტით გათვალისწინებული აქტივობებში არა მარტო წინასწარ გამიზნული ბენეფიციარები იყო ჩართული,არამედ მთელი მოსახლეობა.ეს იყო ასე ვთქვათ „სახალხო“ პროექტი,რომელიც უცებ გაითავისა საზოგადოებამ და შეაფასა დადებითად. პროექტის საბოლოო მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული. ამოცანა - საზოგადოების ინფორმირებულობა ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებზე და მათი ჩართვა რეციკლირებისა და სეპარირების დანერგვასა და პოპულარიზაციაში,მიღწეულ იქნა მწვანე ყუთების დადგმით. მოსახლეობა დადებითად შეხვდა პოლიეთილენის ბოთლების განცალკევებას სხვა ნარჩენებისგან, რითაც ქალაქში დაინერგა ნარჩენების დახარისხება. ეს არის პირველი პრეცედენტი სამეგრელო-ზემო-სვანეთის მხარეში. ქალაქის ცენტრალურ სკვერებსა და ქუჩებში, სოფლებში მთლიანად აღმოიფხვრა პოლიეთილენის ბოთლებითა და პარკებით დაბინძურება.
"მწვანე ყუთის" დაცლა პოლიეთილენის ბოთლებისგან და რეციკლირების პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
დიდ მადლობას ვუხდით დონორ ორგანიზაციას,რომ მოგვცა შესაძლებლობა განგვეხორციელებინა პოზიტიური ცვლილება ჩვენს სენაკში.

takomalania@gmail.com commented

ოქტომბრის ბოლო კვირას როგორც წესით აღინიშნება "კლიმატის კვირეული". პროექტის "მწვანე ყუთის" ფარგლებში ეკო-კლუბის "მწვანე ერთობის" მოსწავლეებმა აღნიშნეს კლიმატის კვირეული. ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა სემინარი თემაზე"კლიმატის ცვლილება". სემინარის მეორე ნაწილი შეეხებოდა ნარჩენების მართვის საკითხის გაუმჯობესებას,"მწვანე ყუთის" როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

takomalania@gmail.com commented

ამა წლის 3 ოქტომბერს იდეის ავტორი თამარ მალანია შეხვდა ეკო-კლუბის "მწვანე ერთობის" მოქმედ და ახალ წევრებს,რომლებსაც გააცნო "მწვანე ყუთის" არსი,მიზნები და ისაუბრეს ნაწილობრივ შედეგებსა და პერსპექტივებზე. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს პროექტმა გაამართლა და ძალიან უხარიათ,რომ პროექტში ჩართულები არიან. ასევე შეხვედრის დროს დავგეგმეთ "კლიმატის კვირეულის" ღონისძიება,რომელის ოქტომბრის ბოლოს პროექტის ფარგლებში ჩატარდება.

takomalania@gmail.com commented

ასე გვეხმარება დასუფთავების ცენტრის თანამშრომლები იმ ქუჩების დასუფთავებაში,სადაც მწვანე ყუთები დგას.

takomalania@gmail.com commented

16 სექტემბერს საქართველოში ,,დავასუფთაოთ საქართველო,, კამპანია დაიწყო. 16 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის. მასში, ამ ეტაპისთვის მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული და მათ შორისაა საქართველო. მსოფლიო დასუფთავების ყოველწლიურ კამპანიას, დღეს შეუერთდა სენაკის არასამთავრობო ორგანიზაცია "გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია 'დეა' ". აქციაში ჩართული იყვნენ ასოციაციის მიერ დაფუძნებული ეკო-კლუბის "მწვანე ერთობის" წევრები. დასუფთავდა ხორავას ქუჩა, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია და სადგურიდან მშვიდობის ქუჩაზე გადასასვლელი გზა.
"დეა" 2010 წლიდან ჩართულია აღნიშნულ კამპანიაში,თუმცა წლევანდელი დასუფთავების აქცია იმით განსხვავდება წინა წლებში განხორციელებული აქციებისგან,რომ წელს დავიწყეთ ნარჩენის დახარისხება,კერძოდ ცალ-ცალკე შევაგროვეთ პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფნები და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

takomalania@gmail.com commented

პროექტის აქტუალური კითხვაა:"ბოთლები სად მიგაქვთ?!" პროექტის არსი არის სეპარციისა და რეციკლირების დანერგვა სენაკში,ამიტომაც ჩვენ არ დავუშვებთ და დავუშვებდით,რომ შეგროვილი ბოთლები ისევ საერთო ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს. ფოტოზე ასახულია ადგილი,სადაც შეგროვილი ბოთლები საბოლოოდ გროვდება,შემდეგ კი შპს "კალანდიას" წარმომადგენელს გააქვს საზღვარგარეთ,რეციკლირების პუნქტში. ჩვენი პროექტი სრულად ემსახურება მიზანს-მყარი ნარჩენების თანამედროვე მეთოდების(რეციკლირება,სეპარაცია) დანერგვას სენაკის მუნიციპალიტეტში.

takomalania@gmail.com commented

როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბ–ნ ბადრი კალანდარიშვილი აღნიშნავს,ძალიან მოსწონს იდეა და აბსოლუტურად უჭერს მხარს ამ ძალიან კარგ წამოწყებას. იგი სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს პროექტს.

takomalania@gmail.com commented

დღეს შევხვდი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს,ბ–ნ ბადრი კალანდარიშვილს. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე,მის აქტუალობაზე.როგორც ბატონმა ბადრიმ აღნიშნა,პროექტი დასახული მიზნისკენ მიიწევს,ქალაქსა თუ სოფელში არსებული პრობლემა,ბოთლებით ქუჩის დაბინძურება,აღმოფხვრილია–"სენაკში იყო დიდი პრობლემა,ბოთლები ქუჩებში ეყარა,არა მხოლოდ ახლა,ძალიან დიდი ხნის წინადაც.მწვანე ყუთის დადგმით კი ეს პრობლემა აღარ არის და კარგი იქნებოდა თუ მწვანე ყუთები დაიდგმებოდა ტურისტულ ადგილებში",განცხადა ბ–ნ ბადრიმ.

takomalania@gmail.com commented

მწვანე ყუთები პოლიეთილენის ბოთლებისგან ყოველი კვირის ბოლოს იცლება. ააიპ.სენაკის დასუთავების,კეთილმოწყობის,გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი უზრუნველყოფს ყუთების დროულ დაცლასა და მათ ტრანსპორტირებას რეციკლირების პუნქტამდე. დიდი მადლობა დასუფთავების თანამშრომლებს პარტნიორობისთვის!
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!

takomalania@gmail.com commented

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მწვანე ყუთების დაცლა.. ეთად ვიზრუნოთ გარემოზე!👆

takomalania@gmail.com commented

მიმდინარეობს პროექტის მინიტორინგი.. სენაკის სოფ.ახალსოფელში დადგმული "მწვანე ყუთი" დიდი პოპულარობით სარგებლობს..მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყრია პოლიეთილენის ბოთლები,მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ავტო სადგური,მაღაზიები,სწრაფი კვების ობიექტი,მოსასვენებელი. მსახლეობა პოლიეთილენის ბოთლებსა და პარკებს სწორედ "მწვანე ყუთში" ათავსებს.
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!

takomalania@gmail.com commented

"მწვანე ყუთი" პოლიეთილენის ბოთლისთვის განვათავსეთ ჭყონდიდელის ქუჩაზე. აღნიშნული ქუჩა თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მდებარეობს სამშობიარო სახლი "სენამედი",სადაც მრავალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყანას,სადაც პროფესიონალები მუშაობენ.. გარეთ კაფე-ბარია,სადაც მომლოდინეები ისვენებენ,შემდეგ კი ერთმანეთს ულოცავენ ახალშობილის შეძენას..მაღაზიაში შეძენილ ბოთლებს კი იქვე ყრიან,ქუჩაში...
ძალიან რთული სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდით,როცა ამდენი პოლიეთილენის ბოთლი ვნახეთ დაყრილი ქუჩაში..სანაგვე ურნა კი ძალიან შორს იდგა.. მაღაზიის მფლობელის თხოვნით ყუთი სწორედ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვათავსეთ,რათა იქვე ჩაყარონ ბოთლები..
ერთად ვიზრყუნოთ გარემოზე!

takomalania@gmail.com commented

"მწვანე ყუთი" პოლიეთილენის ბოთლისთვის განვათავსეთ სენაკის სოფ.ძველი სენაკის ცენტრალურ ქუჩაზე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არის კაფე-ბარი,მაღაზია,მოსაცდელი, ე.ი საზოგადოების თავშეყრის ის ძირითადი ადგილები,სადაც დიდი ალბათობაა ქუჩის დაბინძურებისა.თუმცა ამ შემთხვევაში ძველ სენაკში იდეალური მდგომარეობაა.ქუჩაში ისეთი სისუფთავეა,არსად რომ გვენახა.. გამგებლის რწმუნებული ძველ სენაკში თანამშრომლებთან ერთად საკუთარი ძალებით ასუფთავებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქუჩას,არამედ მთელ ტერიტორიებს..ამ საქმეში მოსახლეობაც ეხმარებათ- ნარჩენებს ქუჩაში არ ყრიან..
დიდი იმედი გვაქვს,"მწვანე ყუთის" დადგმით მათი შრომა შემსუბუქდება.
დიდი მადლობა მათ,რომ ასე უვლიან თავიანთ სოფელს, გარემოს!
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!

tamar_kantaria@yahoo.com commented

"მწვანე ყუთი" სენაკის სოფ.ძველ სენაკში

takomalania@gmail.com commented

დიდი მადლობა სენაკის დასუფთავების ცენტრის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

takomalania@gmail.com commented

პროექტით გათვალისწინებულ ადგილებში დაიდგა მწვანე ყუთები პოლიეთილენის ბოთლისთვის

tamar_kantaria@yahoo.com commented

მყარი ნარჩენების მართვის პრობლემა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია და ჩვენი პროექტიც სენაკში და არამხოლოდ არ კარგავს პოპულარობას.აღსანიშნავია,რომ სწორედ მოსახლეობის თხოვნა იყო 'მწვანე ყუთების' განთავსება სენაკის სოფლებში,რომელსაც ძალიან ელიან ☺
ამ ეტაპისთვის როგორც ყუთი,აგრეთვე სტიკერი მზად არის,ველოდებით სტიკერის ყუთზე დამონტაჟების პროცესს,რის შემდეგაც მოსახლეობის თხოვნასა და ჩვენს ერთობლივ ქმედებას სისრულეში მოვიყვანთ :)
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ქალაქზე! ნუ დააგდებ მყარ ნარჩენს ქუჩაში,მოათავსე იგი სპეციალურად შექმნილ მწვანე ყუთში!

takomalania@gmail.com commented

სტიკერები მზად არის 👌👌♻♻♻
რამოდენიმე დღეში მწვანე ყუთებიც დაიდმება