Humans of Tbilisi - All Activity

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

დეკემბერში მშრომელთა ცენტრთან თანამშრომლობით დაგეგმილი გვაქვს კახეთის მიმართულებით რამოდენიმე გასვლა და იქიდანაც ძალიან საინტერესო და მნიშვნლეოვან მასალას ჩამოვიტან რომელიც ჩვენ გვერდს კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას შესძენს

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

წინა კვირაში 2 დღე სრულად დავუთმეთ გარეუბნებში სიარულს და ძალიან კარგი და საინტერესო მასალების შეგროვება მოვახერხეთ .

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

ბოლო პერიოდში გადავიღეთ ორბელიანის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები . ყველა ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა . ყველამ მიიღო დადებითი და პოზიტიური შეფასება . თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც ლევანიმ მოგვწერა, რომ ჩვენ გვერდზე მისი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ბევრი ადამიანი წერდა და დაინტერესდა მისი თამაშით .

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

სექტემბერში კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ მუხიანში არსებულ მცირე ტიპის საოჯახო სახლებს, სადაც პირველი შეხვედრის შემდგომ დამეგობრებული ბინადრები ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით შეგვხვდნენ. ბევრი ვისაუბრეთ, გადავიღეთ ფოტოები, ვითამაშეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ ერთად. ბოლოს კრისწისგან ავიღეთ ინტერვიუ, როგორღაც გამოგვრჩა მისი ჩაწერა და მანამდე არ გაგვიშვა სანამ არ გადავუღეთ ფოტო და ინტერვიუ არ ჩამოვართვით. ნინო, ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი სახლის კოორდინატორი ისევ გვეხმარებოდა ინტერვიუების ჩაწერაში და ზოგადად რესპოდენტებთან სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარებაში.

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

სექტემბერში კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ მუხიანში არსებულ მცირე ტიპის საოჯახო სახლებს, სადაც პირველი შეხვედრის შემდგომ დამეგობრებული ბინადრები ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით შეგვხვდნენ. ბევრი ვისაუბრეთ, გადავიღეთ ფოტოები, ვითამაშეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ ერთად. ბოლოს კრისწისგან ავიღეთ ინტერვიუ, როგორღაც გამოგვრჩა მისი ჩაწერა და მანამდე არ გაგვიშვა სანამ არ გადავუღეთ ფოტო და ინტერვიუ არ ჩამოვართვით. ნინო, ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი სახლის კოორდინატორი ისევ გვეხმარებოდა ინტერვიუების ჩაწერაში და ზოგადად რესპოდენტებთან სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარებაში.

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

ზაფხულში ერთი კვირა და სექტემბრის დასაწყისში კიდევ ერთი კვირის გატარება გურიაში მოგვიწია, კონკრეტულად კი ჩოხატაურში, სოფელ გუთურში. აქაც, ისევე როგორც თერჯოლაში, ძალიან გაგვიჭირდა ახალგაზრდებთან დაკონტაქტება,რადგან სოფელი თითქმის დაცლილია მათგან, მიუხედავად ამისა, მაინც აღმოვაჩინეთ ადგილობრივი ბავშვები, რომელთა მიზნებაც და გეგმებმაც არამარტო ჩვენ, არამედ ყველა ჩვენი მომხმარებელი გააოცა(https://www.facebook.com/HumansOfTbilisi.HOT/photos/a.417107668396295.1073741824.417103835063345/1365471890226530/?type=3&theater). ასევე გურიაში ყოფნის დროს მოვახერხეთ ყველასთვის ძალიან ცნობილი მუსიკოსის - ელისო ბოლქვაძის გადაღება და ჩაწერა, რომელიც სპეციალურად ჩოხატაურის კულტურის სახლის გახსნაზე იყო ჩამოსული და გურული მსმენელისთვისაც დაუკრა.

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

ზაფხულის ერთი კვირა თერჯოლის რაიონში, სოფელ თუზში გავატარეთ. როგორც ჩანს, ბოლო წლების მანძილზე ამ სოფელში ახალგაზრდობა ნაკლებად შემორჩა, ამიტომაც ინტერვიუების ჩაწერა უფრო ასალოვან ხალხთან მოგვიწია. ვეცადეთ კარგად გაგვეგო მათი სატკივარი, სიხარული და ზოგადად მათ საქმიანობას დავკვირვებოდით. ეს პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი სიხარიულით ჩაერთო პროცესში, ვინც გადაღება არ ისურვა, მათ უბრალოდ დამეხმარნენ თუ სად და როგორ შეიძლებოდა გადამეღო მოსახლეობა. იმედია კიდევ ბევრ სოფელს ვეწვევით შემდეგშიც.

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

ეს კვირა ძირითადად დავუთმეთ, მუხიანში არსებულ მცირე ტიპის საოჯახო სახლებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელი-ხელს" მხარდაჭერით, დამოუკიდებლად ცხოვრებას ახერხებენ სრულწლოვანი შშმ პირები. ინტერვიუების ჩაწერის დროს აქტიურად იყო ჩართული შშმ პირების ასისტენტი ნინო ანანიაშვილი, რომელიც გვეხმარებოდა სრულფასოვნად ჩაგვეწერა ინტერვიუები და ამასთან ერთად ცდილობდა ტექსტის წერის დროს მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო სახლის ყოველი წევრის ინდივიდუალიზმი და კარგად წარმოჩენილიყო მათი იდენტობა. ყველა ფოტო განთავსებულ იქნა ჩვენს გვერდზე.

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

ამ კვირაში ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ გარეუბნებზე. კერძოდ მუხიანისა და გდანის ტერიტორიაზე . საინტერესო და სირთულეებით სავსე იყო ეს კვირა . გარეუბნებში შედარებით უფრო რთულია ხალხის გადასაღებად დათანხმება . ნაკლებად იხსნებიან შენთან თუმცა მაინც მოვახერხეთ რესპოდენტების შერჩევა ვინც დაგვთანხმდნენ და საინტერესო გამოხმაურებაც დაიმსახურეს ჩვენს გვერდზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ კვირაში რეპოდენტების შერჩევამ ბევრად მეტი დრო წაიღო. ამ პროცესმა კარგად გვაჩვენა ის კონტრასტი, რაც ცენტრალური უბნების და გარეუბნის მოსახლეობაში არსებობს, ეს ყოველივე გვიბიძგებს იმისკენ, რომ გარეუბნებში უფრო მეტად გავიდეთ და უფრო მეტად ჩავრთოთ ეს უბნები ჩვენს პროექტში.

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

წინა კვირის დასაწყისსში ვიყავით გურიაში , კერძოდ სოფელ გუთურში სადაც 2 არაჩვეულებრივი ადამიანი გადავიღეთ . 70 წლის ყოფილი ბაზიერი, რომელსაც ხელი აქვს ჩაქნეული თავის საქმეზე იმიტომ რომ დაინტერესება არ არის . არავის აინტერესებს , მაგრამ ჩვენმა ჩასვლამ და მისადმი ინტერესმა ძალიან გაახარა . მოგვცა პირობა , რომ აუცილებლად გააგრძელებს თავის საქმეს და შემდეგ სეზონზე ერთი მიმინოთი გადავიღებთ მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოს . ხოლო მეორე 14 წლის გოგონა რომელიც ძალიან აქტიურია , ბევრი გეგმები აქვს ცხოვრებაში და მიუხედავად სოფელში მწირი შესაძლებლობისა მაინც არ ამბობს უარს თავის ოცნებებზე ჩვენი იქ ჩასვლა და ამ პროექტში ჩასვლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა . გაუხარდა, რომ სოფლებითაც დაინტერესდნენ და მიეცა საშუალება ფართო აუდიტორიისთვის თავისი აზრები და შეხედულებები გაეცნო და პირად საუბრში აღნიშნა , რომ ეხლა გაათმაგებული აქვს მოტივაცია და უფრო ბევრს იშრომებს თავისი მიზნების მისაღწევად.ამ უკანასკნელის ფოტომ კი ძალიან ბევრი პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა : https://www.facebook.com/HumansOfTbilisi.HOT/photos/a.417107668396295.1073741824.417103835063345/1365471890226530/?type=3&theater

humans.of.tbilisi.hot@gmail.com commented

დღეს მივიღეთ კამერა და გავედით ქუჩაში გადასაღებად. სამწუხაროდ თავიდან არ გაგვიმართლა, პირველი ადამიანი ვისთანაც ვცადე გამოსალაპარაკება პაკისტანელი აღმოჩნდა, მაგრამ ენის ბარიერის გამო, ვერც ინგლისურად მესაუბრა და მოგვიწია დამშვიდობება. შემდგომ დედა-შვილის გადაღება მინდოდა, მივედი ავუხსენი ფორმატი, ვესაუბრე, მაგრამ მათაც უარით გამომისტუმრეს. ერთმა ქალბატონმა, როდესაც ფოტოს გადაღება შევთავაზე, გამომლანძღა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთულად წავიდა დღე, დაახლოებით 1 საათის შემდეგ ძლივს შევძელი საყვარელი წყვილის მართას და ვაჟას გადაღება, რომლებიც თავიანთ გაცნობის ისტორიას მომიყვნენ. ხვალ სავარაუდოდ შუადღიდან დავიწყებთ გადაღებას, იმედია დღევანდელზე წარმატებული დღე გვექნება.