დავბეჭდეთ ფლაერები, სარეკლამო პლაკატები, სიგელები, შევხვდით ორი სკოლის დირექტორებს, გვსურს წრის ჩამოყალიბება. ამ პროცესს სჭირდება გარკვეული დრო, რადგან სკოლისათვის მოსახერხებელია წრის გახსნა სექტემბრის თვეში. პარალელურად ვამზადებთ ახალ, უფრო მაშტაბურ პროექტს განათლების სამინისტროსათვის წარსადგენად,პროექტი იქნება ასაწყობი კონსტრუქტორების სწავლებაში გამოყენების შესახებ. მოგაწოდეთ 3 წერილი-ინტერვიუ, რომელიც ჩამოვართვის ჩვენი პროექტის მონაწილეებს. წერილებში კარგად ჩანს ამ პროექტის საგანმანათლებლო გასართობი პროეცესის დადებითი მხარე ბავშვებისათვის. იმედი გვაქვს პროექტს წარმატებით გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი შანსისათვის, რადგან ნელ-ნელა იკვეთება საქართველოს განათლების სისტემაში ბავშვებისათვის სასწავლო პროცესის სხვადასხვა თამაშობებით რეფორმიზაციის პრცესი, ამ მხრივ ჩვენი პროექტი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ესეც ჩვენი პირველი სიგელი პირველ კლასს, პარალელურად დავარიგეთ ფლაერები, სადაც წრის ჩამოყალიბების შესახებ ვაცნობეთ მშობლებს. შევხვდით გიმნაზიის და მე-20 სკოლის დირექტორებს წრის ჩამოყალიბების ინიციატივით. გიმნაზიამ სექტემბრიდან აღგვითქვა გვერდით დგომა, ხოლო მე-20 სკოლა ეხლავე შეუდგა კლასების გაფრთხილებას.
პროექტი გრძელდება. ამჯერად გავამზადეთ 3 ინტერვიუ-წერილი, რომელსაც გადმოგიგზავნით იმეილით. წერილებში გამოვხატეთ სხვადასხვა მონაწილე ადამინების შეხედულება და მოსაზრება ჩვენი პროექტის შესახებ. პარალელურად ვამზადებთ სიგელებს, ფლაერებს და ვემზადებით სკოლის დირექტორებთან შესახვედრად.
პროექტი გრძელდება. შევედით მე-7 საჯარო სკოლის მეორე კლასელებთან და მე-20 საჯარო სკოლის პირველ კლასელებთან. სხვა კლასებმა და სხვა სკოლებმაც გამოთქვეს სურვილი მიიღონ მონაწილეობა. პროექტით გათვალისწინებულ 12 კლასში ჩვენ გავაცანით ასაწყობი სათამაშოების უპირატესობები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად. ამჯერად ვამზადებთ მონაწილის სიგელებს, რომლებსაც ყველა მონაწილე კლასს გადავცემთ. პარალელურად გავაკრავთ ყველა სკოლაში სარეკლამო ფლაერებს სპეციალური წრის შექმნის ინფორმაციით და დავურიგებთ ბავშვებს, დირექტორებს შევთავაზებთ წრის შექმნას. ამას უახლოეს მომავალში ვაპირებთ და დაწვრილებით მოგაწვდით ყველაფრის სურათებსა და ინფორმაციას.
პროექტი გრძელდება. საახალწლო დღეების გამო კლასებში ვეღარ შევდივართ, დღეის მდგომარეობით შევედით ქ. რუსთავის ოთხ საჯარო სკოლაში: გიმნაზია, მე-18, მე-20 და მე-4; და საკვირაო სკოლა "კანდიგოში" ჩავატარეთ ორი საჩვენებელი გაკვეთილი. სულ შევედით 10 კლასში. პროექტით გათვალისწინებულია 12 კლასში შესვლა. არდადეგების შემდეგ ვაპირებთ კიდევ ორ კლასში შესვლას. გვინდა დავბეჭდოთ მონაწილის 12 სიგელი, თქვენი ორგანიზაციისა და ჩვენი ორგანიზაციის ლოგოებით გაფორმებული, და დავურიგოთ პროექტში მონაწილე კლასებს. პარალელურად ვიწყებთ დამუშავებას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის, სადაც ლეგოს ასაწყობი კონსტრუქტორები გამოიყენება უშუალოდ სასწავლო პროცესში და გვსურს ჩამოვაყალიბოთ წრე, რაც საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ პროექტი, შევიძინოთ ახალი სათამაშოები და პროექტი უფრო მაშტაბური გავხადოთ.
პროექტი გრძელდება. ვესტუმრეთ გიმნაზიის მესამე კლასელებს. ბავშვებმა დიდი სიხარულით შეასრულეს დავალება. მე-3 კლასელებს გაცილებით გაუადვილდათ ინსტრუქციებით ფიგურების აწყობა.
პროექტი გრძელდება. ამჯერად ქ. რუსთავის მე-20 სკოლის მეორე კლასს ვესტუმრეთ. ბავშვებმა ძალიან იხალისეს, მასწავლებელმა გამოკვეთა განსაკუთრებით მათემატიკური უნარების მქონე ბავშვები, რომლებმაც შედარებით ადვილად ააგეს ფიგურები. ჩვენი პროექტით დაინტერესებულია ასევე ქ. რუსთავის მე-7 და მე-2 საჯაარო სკოლები, რომელთა დირექციასთან შეხვედრა ამ კვირაში უნდა მოხდეს. დირექციის ნებართვის შემდეგ სხვადასხვა კლასებს ვესტუმრებით სახალისო გაკვეთილით.
ჩვენს პროექტში ჩაერთო ქალაქის მაშტაბით რიგით მეოთხე სკოლა, ეს არის ქ.რუსთავის N 20 საჯარო სკოლა, რომლის პირველ კლასელებს ვესტუმრეთ 5 დეკემბერს. საინტერესოა თავად ბავშვების შეფასებები: ერთ-ერთმა ხმამაღლა განაცხადა, რომ სკოლაში უფრო სახალისოა ყოფნა, ვიდრე სახლში, რომ სკოლაში კარგად ატარებენ დროს :) ვთვლით რომ მსგავსი ინტერაქციული გაკვეთილები ბავშვის ინტერესს სასწავლო პროცესის მიმართ ზრდის. გვიხარია რომ უკვე რიგირთ მე-8 კლასში ახალ კლასში შევედით, სკოლის დირქტორმა განგვიცხადა, რომ მზად არის ჩვენთან სათანამშრომლოდ და დაინტერესებულია პროექტის დასრულების შემდეგ წრე ჩამოყალიბდეს მის სკოლაში, სადაც მათემატიკური უნარების განვითარებას შევუწყობთ ხელს კონსტრუქტორების გამოყენებით.
25 ნოემბერს ვესტუმრეთ ქართული გიმნაზიის პირველ კლასს. ეს უკვე რიგით მე-6 ახალი კლასი იყო. ჯერჯერობით პროექტში ჩართულია სამი სკოლა. ასაწყობი კონსტრუქტორები ბავშვებში ხელს უწყობს: თითების მოქნილობას, ფერების შეხამებას, წარმოსახვას, გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, განსაკუთრებით მათემატიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ერთგვარი ართ-თერაპიაა ბავშვებისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვის ჩართულობა იზრდება და კომპიუტერზე ნაკლებად დამოკიდებული ხდება. ჩვენ ვურჩევთ მშობლებს მსგავსი ასაწყობი სათამაშობით შვილების დაინტერესებას.
17 ნოემბერს ქალაქ რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მეორე კლასელებს ვეწვიეთ. ძალიან საინტერესო იყო პატარების დაკვირვება, პედაგოგმა წყვილად ამუშავა კლასი. გაკვეთილს სკოლის დირექციაც დაესწრო. ყველა კმაყოფილი დარჩა.
კვირას, 20 ნოემბერს საკვირაო სკოლა "კანდიგოს" ვეწვიეთ და სხვადასხვა სკოლის პირველკლასელებს ასაწყობი კონსტრუქტორებით სახალისო გაკვეთილი შევთავაზეთ. ყველაზე საინტერესო სწორედ ის იყო, რომ პედაგოგმა თაtია ბექაურმა ბავშვები გაკვეთილის ბოლოს ასაუბრა საკუთარი ნაკეთობების შესახებ, თუ რა იდეა ჩადეს ამა თუ იმ ფიგურის აწყობისას, რას დაუკავშირეს, სად ნახეს მსგავსი ფიგურები, მოეწონათ თუ არა აწყობის პროცესი, ფერები როგორ შეარჩიეს... ძალიან საინტერესო ინტერაქციული გაკვეთილი გამოვიდა.
პროექტი "ილ-კო / გონიერები" გრძელდება და 12 ნოემბერს ვეწვიეთ საკვირაო სკოლა "კანდიგოს", სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა ლეგოს კონსტრუქტორებით ააწყვეს სხვადასხვა ფიგურები. განსაკუთრებით ღსანიშნავია მე-8 კლასელი ირაკლი გელაშვილის მიერ აგებული ზღაპრული სასახლე.
პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ პირველ კლასელებს ვესტუმრეთ. პირველ დღეს ინსტრუქციებით შევედით I ა კლასში, დავინახეთ რომ ინსტრუქციებმა ბავშვები ცოტა დააბნიეს, ამიტომ მეორე დღეს I ბ კლასში შევედით ინსტრუქციების გარეშე და ბავშვებმა თავისი ფანტაზიით შექმნეს სხვადასხვა ფიგურები.
დავიწყეთ პროექტის განხორციელება: 9 და 10 ნოემბერს ასაწყობი კონსტრუქტორები შევიტანეთ ორ პირველ კლასში, სადაც ბავშვები სრული პასუხისმგებლობით შეუდგნენ დავალების შესრულებას, ძალიან იხალისეს და კმაყოფილები დარჩნენ. პატარებმა მოითხოვეს ხშირად გავიმეოროთ მსგავსი ინტერაქციული თამაშების გაკვეთილები.
ილიკოს პროექტი "გონიერები" - ასაწყობი კონსტრუქტორების კონკურსის შესახებ დაფინანსდა 1000 ლარით "ორბელიანი საქართველოს" პლატფორმის საშუალებით შვედეთის მთავრობის მიერ. პროექტმა მიიღო 1000 ლარის ასაწყობი საბავშვო კონსტრუქტორები, 24 დასახელების სხვადასხვა ზომის კომპლექტი. დაწყებითი კლასების ბავშვებს, (ასაკი 6 წლიდან 10 წლამდე), ჩაუტარდებათ ინტერაქციული კონკურსი, ყველა ნაკეთობას გადავუღებთ სურათს და მოვათავსებთ სოციალურ ქსელებში, გამოვავლენთ გამარჯვებულებს და გამარჯვებულებს ცალკე კონკურსი ჩაუტარდებათ. იმედი გვაქვს პატარები გამოავლენენ საკუთარი შემოქმედების უნარს, არქიტექტურულ ნიჭს და იმედი გვაქვს საზოგადოებაც გამოეხმაურება ჩვენს ინიციატივას ბავშვებში დამატებითი უნარების გამოსავლენად.
დავბეჭდეთ ფლაერები, სარეკლამო პლაკატები, სიგელები, შევხვდით ორი სკოლის დირექტორებს, გვსურს წრის ჩამოყალიბება. ამ პროცესს სჭირდება გარკვეული დრო, რადგან სკოლისათვის მოსახერხებელია წრის გახსნა სექტემბრის თვეში. პარალელურად ვამზადებთ ახალ, უფრო მაშტაბურ პროექტს განათლების სამინისტროსათვის წარსადგენად,პროექტი იქნება ასაწყობი კონსტრუქტორების სწავლებაში გამოყენების შესახებ. მოგაწოდეთ 3 წერილი-ინტერვიუ, რომელიც ჩამოვართვის ჩვენი პროექტის მონაწილეებს. წერილებში კარგად ჩანს ამ პროექტის საგანმანათლებლო გასართობი პროეცესის დადებითი მხარე ბავშვებისათვის. იმედი გვაქვს პროექტს წარმატებით გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი შანსისათვის, რადგან ნელ-ნელა იკვეთება საქართველოს განათლების სისტემაში ბავშვებისათვის სასწავლო პროცესის სხვადასხვა თამაშობებით რეფორმიზაციის პრცესი, ამ მხრივ ჩვენი პროექტი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
პროექტში მონაწილე ყველა კლასს გადავცემთ მონაწილის სიგელებს.
ესეც ჩვენი პირველი სიგელი პირველ კლასს, პარალელურად დავარიგეთ ფლაერები, სადაც წრის ჩამოყალიბების შესახებ ვაცნობეთ მშობლებს. შევხვდით გიმნაზიის და მე-20 სკოლის დირექტორებს წრის ჩამოყალიბების ინიციატივით. გიმნაზიამ სექტემბრიდან აღგვითქვა გვერდით დგომა, ხოლო მე-20 სკოლა ეხლავე შეუდგა კლასების გაფრთხილებას.
პროექტი გრძელდება. ამჯერად გავამზადეთ 3 ინტერვიუ-წერილი, რომელსაც გადმოგიგზავნით იმეილით. წერილებში გამოვხატეთ სხვადასხვა მონაწილე ადამინების შეხედულება და მოსაზრება ჩვენი პროექტის შესახებ. პარალელურად ვამზადებთ სიგელებს, ფლაერებს და ვემზადებით სკოლის დირექტორებთან შესახვედრად.
პროექტი გრძელდება. შევედით მე-7 საჯარო სკოლის მეორე კლასელებთან და მე-20 საჯარო სკოლის პირველ კლასელებთან. სხვა კლასებმა და სხვა სკოლებმაც გამოთქვეს სურვილი მიიღონ მონაწილეობა. პროექტით გათვალისწინებულ 12 კლასში ჩვენ გავაცანით ასაწყობი სათამაშოების უპირატესობები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად. ამჯერად ვამზადებთ მონაწილის სიგელებს, რომლებსაც ყველა მონაწილე კლასს გადავცემთ. პარალელურად გავაკრავთ ყველა სკოლაში სარეკლამო ფლაერებს სპეციალური წრის შექმნის ინფორმაციით და დავურიგებთ ბავშვებს, დირექტორებს შევთავაზებთ წრის შექმნას. ამას უახლოეს მომავალში ვაპირებთ და დაწვრილებით მოგაწვდით ყველაფრის სურათებსა და ინფორმაციას.
პროექტი გრძელდება. საახალწლო დღეების გამო კლასებში ვეღარ შევდივართ, დღეის მდგომარეობით შევედით ქ. რუსთავის ოთხ საჯარო სკოლაში: გიმნაზია, მე-18, მე-20 და მე-4; და საკვირაო სკოლა "კანდიგოში" ჩავატარეთ ორი საჩვენებელი გაკვეთილი. სულ შევედით 10 კლასში. პროექტით გათვალისწინებულია 12 კლასში შესვლა. არდადეგების შემდეგ ვაპირებთ კიდევ ორ კლასში შესვლას. გვინდა დავბეჭდოთ მონაწილის 12 სიგელი, თქვენი ორგანიზაციისა და ჩვენი ორგანიზაციის ლოგოებით გაფორმებული, და დავურიგოთ პროექტში მონაწილე კლასებს. პარალელურად ვიწყებთ დამუშავებას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის, სადაც ლეგოს ასაწყობი კონსტრუქტორები გამოიყენება უშუალოდ სასწავლო პროცესში და გვსურს ჩამოვაყალიბოთ წრე, რაც საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ პროექტი, შევიძინოთ ახალი სათამაშოები და პროექტი უფრო მაშტაბური გავხადოთ.
პროექტი გრძელდება. ვესტუმრეთ გიმნაზიის მესამე კლასელებს. ბავშვებმა დიდი სიხარულით შეასრულეს დავალება. მე-3 კლასელებს გაცილებით გაუადვილდათ ინსტრუქციებით ფიგურების აწყობა.
პროექტი გრძელდება. ამჯერად ქ. რუსთავის მე-20 სკოლის მეორე კლასს ვესტუმრეთ. ბავშვებმა ძალიან იხალისეს, მასწავლებელმა გამოკვეთა განსაკუთრებით მათემატიკური უნარების მქონე ბავშვები, რომლებმაც შედარებით ადვილად ააგეს ფიგურები. ჩვენი პროექტით დაინტერესებულია ასევე ქ. რუსთავის მე-7 და მე-2 საჯაარო სკოლები, რომელთა დირექციასთან შეხვედრა ამ კვირაში უნდა მოხდეს. დირექციის ნებართვის შემდეგ სხვადასხვა კლასებს ვესტუმრებით სახალისო გაკვეთილით.
ჩვენს პროექტში ჩაერთო ქალაქის მაშტაბით რიგით მეოთხე სკოლა, ეს არის ქ.რუსთავის N 20 საჯარო სკოლა, რომლის პირველ კლასელებს ვესტუმრეთ 5 დეკემბერს. საინტერესოა თავად ბავშვების შეფასებები: ერთ-ერთმა ხმამაღლა განაცხადა, რომ სკოლაში უფრო სახალისოა ყოფნა, ვიდრე სახლში, რომ სკოლაში კარგად ატარებენ დროს :) ვთვლით რომ მსგავსი ინტერაქციული გაკვეთილები ბავშვის ინტერესს სასწავლო პროცესის მიმართ ზრდის. გვიხარია რომ უკვე რიგირთ მე-8 კლასში ახალ კლასში შევედით, სკოლის დირქტორმა განგვიცხადა, რომ მზად არის ჩვენთან სათანამშრომლოდ და დაინტერესებულია პროექტის დასრულების შემდეგ წრე ჩამოყალიბდეს მის სკოლაში, სადაც მათემატიკური უნარების განვითარებას შევუწყობთ ხელს კონსტრუქტორების გამოყენებით.
25 ნოემბერს ვესტუმრეთ ქართული გიმნაზიის პირველ კლასს. ეს უკვე რიგით მე-6 ახალი კლასი იყო. ჯერჯერობით პროექტში ჩართულია სამი სკოლა.
ასაწყობი კონსტრუქტორები ბავშვებში ხელს უწყობს: თითების მოქნილობას, ფერების შეხამებას, წარმოსახვას, გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, განსაკუთრებით მათემატიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ერთგვარი ართ-თერაპიაა ბავშვებისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვის ჩართულობა იზრდება და კომპიუტერზე ნაკლებად დამოკიდებული ხდება. ჩვენ ვურჩევთ მშობლებს მსგავსი ასაწყობი სათამაშობით შვილების დაინტერესებას.