Trash Containers as Ballot Boxes - All Activity

Rima Beridze commented

ინტერაქციული მაკულატურის ურნა უკვე დაიდგა!👏👏

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ინიციატივამ გაამართლა! სტუდენტები უკვე აქტიურად სარგებლობენ ინტერაქციული მაკულატურის ურნით! 👌👌🤞

Rima Beridze commented

იმდენი ახალი და კარგი ამბავი მოხდა ჩვენს ინტერაქციულ ნაგვის ურნასთან დაკავშირებით, რომ მოყოლა საიდან დავიწყო აღარ ვიცი. ^_^

პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ნაგვის ურნა, ნაგვის ნაცვლად იქნება მაკულატურის ურნა. იგი რუსთავის ნაცვლად დაიდგმება ისევ თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

სამწუხაროდ ყველა მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა გაწელილი პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში უარით სრულდება. ჩემი რჩევა იქნება ყოველთვის მოლაპარაკებები თქვენს იდეებთან დაკავშირებით აწარმოოთ კერძო კომპანიებთან და არასოდეს დანებდეთ სანამ თანხმობას არ მიიღებთ.

Rima Beridze commented

ძალიან ბევრი ბრძოლის და სირთულეების მიუხედავად მაინც ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქალაქ რუსთავის მერიასთან. რაც შეეხება ინტერაქციულ ნაგვის ურნას, იგიი უკვე დამზადების პროცესშია და სულ მალე სურათებსაც შემოგთავაზებთ.

Rima Beridze commented

მივიღეთ თანხმობის წერილი თბილისის ზედამხედველობის სამსახურისგან. ახლა ველოდებით თანხმობას არქიტექტურის სამსახურისგან რის შემდეგაც მოხდება ურნების განგავსება თბილისში თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

P.S.ერთი კარგი რჩევა მათთვის ვინც მუნიციპალიტეტთან სამომავლოდ თანამშრომლობას დააპირებთ, ყოველთვის მიმართეთ რომელიმე ორგანიზაციის სახელით, ასე უფრო ყურადღებით ეკიდებიან ხოლმე შესულ განცხადებებს, გარდა ამისა ნაკლები რიგში დგომა მოგიწევთ^^

Rima Beridze commented

ძვირფაო მეგობრებო, ინტერაქციული ნაგვის ურნა მალე თბილისში იქნება. მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან წარმატებით მიმდინარეობს. თბილისის ზედამხველობის და თბილსერვის ჯგუფისგან დასტური უკვე გვაქვს. დარჩა არქიტექტურის სამსახური. წარმატებები ჩვენს გუნდს.

Rima Beridze commented

ინტერაქტიული სანაგვე ურნები ბათუმის ნაცვლად თბილისში დაიდგმება. პროექტის ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან.

Rima Beridze commented

ინტერაქტიული სანაგვე ურნების დადგომასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან უკვე დავიწყეთ. შემდეგი ნაბიჯი ურნების დამზადებაა.

To put the interactive trash containers in the city we have already started Negotiation with the municipality. Next step is making containers.