Second-Hand Playground for Special Needs Kids - All Activity

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

ესეც ასე დასრულდა ძალიან საინტერესო პროექტი junk yard სათამაშო მოედანი პირველი ნაბიჯი საქართველოს დღის ცენტრის ბავშვებისთვის. მოხალისეებთან პირველად თბილისში და ალბათ საქართველოში გავაკეთეთ სათამაშო მოედანი მეორადი ნივთებისგან. შევქმენით 3 სათამაშო სენსორული მანქანა, სასრიალო და სცენა. ასევე განვაახლეთ აიწონა დაიწონები და საქანელები. ვერ ვიტყვი რომ პროექტის განხორციელება იყო ადვილი მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ იყო სახალისო და ძალიან საჭირო. დღის ცენტრის ბავშვებს უკვე ყოველ თბილ და მზიან ამინდში შეუძლიათ იმხიარულონ და იხალისონ ახალ სათამაშო მოედანზე. როცა ვამბობთ რომ დასრულდა პროექტი არ ვგულისხმობთ რომ სათამაშო მოედნის განვითარება შეჩერდა უბრალოდ დასრულდა 3 ყველაზე დიდი სათამაშოს შექმნა. გარდა ამ სათამაშოებისა მოვაწყვეთ სკამები და მუსიკალური დაფა (ძველი პიანინო გამოვშიგნეთ და გამოვიტანეთ გარეთ). დიდი მადლობა ორბელიანს რომ გვენდო და მოგვცა ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელების საშუალება და კიდევ იმისთვის რომ დამაკავშირა და გამაცნო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი რომელიც სრულიად უსასყიდლოდ მოხალისეობრივ საფუძველზე ითანამშრომლა ჩვენთან.

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

სასრიალო მოედნის გაფერადება ერთერთი სერიოზული რთული და საპასუხისმგებლო საქმეა

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

სასრიალო მოედნის მოწყობა ეს არის სირთულის მიხედვით მეორე სენსორული მანქანის შემდეგ. სცენას რომ შევადაროთ ერთი სასრიალო მოედანი ხუთ სცენის მოწყობას უდრის :)). აქ მოხალისეებმა აღმოვაჩინეთ რომ შეგვიძლია: ხერხის, ბურღის, ფუნჯის, საღებავი რგოლიკის, ჩაქუჩის, ნაჯახის, გელას, და რაც მთავარია ზუმფარის გამოყენება :))))

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

ჩვენი პროექტის ერთერთი საინტერესო და ტექნიკურად რთულად განსახორციელებელი აქტივობა "სენსორული მანქანა". ამ სათამაშოს შექმნაზე ყველაზე მეტი ვინერვიულეთ, ვიფიქრეთ, ვიცინეთ, კინაღამ ვიტირეთ :). თავიდან გვქონდა მარტივი გეგმა ,რომელიც ნელნელა გართულდა და დაიხვეწა. ბევრი ვჭერით ბევრი ვღებეთ, ბევრი ვინერვიულეთ, განსაკუთრებით ვიძაბებოდით ძალაინ დიდი ქარის ან წვიმის შემდეგ რამდენჯერმე აგვიხადა მწვანე საფარი (დიღომია მაინც) საბოლოოდ ჩვენმა ქმნილებამ გაუძლო ძამთრის სუსხს და ქარს და აი რა გამოვიდა. მწვანე მინიბუსი- ადგილი სადაც ბავშვებს შეუძლიათ წამოწვნენ იკოტრიალონ, ითამაშონ. განსაკუთრებით ზაფხულსი მზიან ამინდში შეუძლიათ სიგრილეში გაერთონ.

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

სცენა დასრულებსი შემდეგ გაგვიჩნდა ახალი იდეა მაყურებელთა სკამებთან დაკავშირებიტ ვაგროვებთ მასალას და სულ მალე წარვადგენთ ახალ დანამატს სცენაზე

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

თითქმის გავედით ბოლოშ ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. პროექტის განხორციელება იყო ძალაინ სახალისო, საინტერესო და შრომატევადი პროცესი. მოხალისეების დაუღალავი შრომის შედეგად შევქმენით სამი ძალიან საინტერესო სათამაშო. რომლითაც ძალიან ხალისობენ დღის ცენტრის ბავშვები. 1 სათამაშო არის სცენა, სივრცე სადაც ბავშვებშ შუძიათ დადგან სხვადასხვა სახალისო სპექტაკლები, იცეკვონ მუსიკის თანხლებით ან უბრალოდ იკოტრიალონ როცა დაიღლებაინ. სცენის ადგილზე გვქონდა ლაბირინთი რომელიც იყო დამპალი და გამოუსადეგარი ამ ადგილზე ბავშვები არ მიდიოდნე, ახლა კი ეს არის ადგილი რომელიც აინტერესებთ რომელზე შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი იხტუნაონ და დაიმუხტონ დადებითი ენერგიით.

Nino Giorgadze commented

მოხალისე: გიორგი დემეტრაშვილი
იდეა: Junk Yard
მოხალისეობა/სამოქალაქო ჩართულობა
1. გთხოვთ აღწეროთ, როგორ იყავით ჩართული ინიციატივის/იდეის განხორცილების პროცესში? (რა როლი გქონდათ ამ პროცეში)
- კოორდინირებას უწევ მოხალისეთა ჯგუფს სათამაშო მოედნის გაკეთებაში. თავადაც ვარ ჩართული ამ პორცესში. ასევე ვაკეთებ შესყიდვებს და ტექნიკურად უზრუველყოფ პროექტს.
2. რატომ გადაწყვიტეთ მიგეღოთ მონაწილეობა იდეის განხორციელებაში?
- ჩვენც დიდი ხანია ვმუშაობთ ამ იდეაზე მოხალისეებთან ერთად, თუმცა განხორციელების საშუალება მეტ-ნაკლებად გვქონდა. ჩვენი რუესურსით ვაკეთებდით რაოდენიმე სათამაშოს. დაფინანასების მოპოვება გვინდოდა უფრო იმისთვის რომ პირველ რიგში მოხალისე სტუდენტების იდეეების განხორციელბისათვის, რაზეც ისინი ბევრს მუშაობდნენ. მათში ამ მოხალიესობრვი საქმის კეთების მხარის დაჭერა და რა თქმა უნდა ადაპტირებული გარემოს შექმნა შშმ ბავშვებისთვის.
3. აქამდე, მიგიღიათ თუ არა მოხალისეობრივად, ანაზღაურების გარეშე მონაწილეობა სათემო საკითხებზე მუშაობისას?
- კი ბევრჯერ. სხვადსხვა საქველმოქმედო აქციებში.
4. ის სარგებელი/შედეგი, რაც ნახეთ იდეის განხორციელებისას, გიჩენთ თუ არა მოტივაციას/სურვილს კვლავ ჩაერთოთ მოხალისეობრივად სხვადასხვა აქტივობებში?
- შედეგი მოტივაციას უმაღლებს მთლიანად ჩვენს გუნდს. მოტივაციას გვაძლევს ის რომ მოდიან ადამიანები სხვადსხვა უბნიდან და გვეკითხებიან და სწავლობენ ჩვენგან სათამაშოების გაკეთებას. უნდათ მათთანაც იყო მსგავსი მოედანი. ეს უკვე წარმატებაა და ჩვენც უფრო მეტი და მეტი აქტოვობებში ჩართვა გვინდა.

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

მანქანაში გადავწყვითეთ გაგვეკეთებინა რბილი მისაყუდებლები და იატაკი რადგან იქ შეიძება წამოწვნენ დაისვენონ იკოტრიალონ და აშ ბავშვებმა

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

მანქანაში გადავწყვითეთ გაგვეკეთებინა რბილი მისაყუდებლები და იატაკი რადგან იქ შეიძება წამოწვნენ დაისვენონ იკოტრიალონ და აშ ბავშვებმა

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

მანქანაში გადავწყვითეთ გაგვეკეთებინა რბილი მისაყუდებლები და იატაკი რადგან იქ შეიძება წამოწვნენ დაისვენონ იკოტრიალონ და აშ ბავშვებმა

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

მანქანის შდა ინტერიერის მოწყობა იყო ყველაზე რთული პროცესი

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

ყველას გვაინტერესებს საბოლოოდ რა ფერის იქნება სათამაშ მოედანი

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

ფერების შერჩევა სრულიად სპონტანური პროცესია კითხვაზე რა ფერით როგორ პასუხია რომლითაც გინდა როგორც გამოგივა შედეგი არაა ცუდი :))

demetrashviligiorgi046@gmail.com commented

გამოვიდა ამინდები და გამოვედით ჩვენც. სასრიალო მოედანი თითქმის მზად არის. შეიღება სასრიალოს უმეტესი ნაწილი, აუზი გაივსო მიწით. მანქანის ძარა შეიმოსა მწვანე საფარით.