Outdoor Club in Kazbegi - All Activity

თამო ჩოჩიშვილი commented

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახორციელებს პროექტს ,, Kazbegi Young Walkers’’ რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. იგი ემსახურება ყაზბეგის რაიონში ახალგაზრდების ცხოვრების სტილის შეცვლას, მათ ადაპტირებას რეგიონში და სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაახლოვებას.
ამისთვის დაიგეგმა და მოეწყო ლაშქრობები რომლებიც სასწავლო ხასიათს ატარებდა გასვლითი ღონისძიება მოიცავდა მონაწილეთათვის ლაშქრობის უნარჩვევების გაზიარებას, ტექნიკურ მხარდაჭერას, გაცნობითი ხასიათის და ფსიქოლოგიურ თამაშებს, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას ახალ თაობაში. საკმაოდ დადებითი იყო მოსახლეობის უკუკავშირი, დიდი მონდომებით ჩაერთვნენ დაგეგმილ აქტოვობებში.
ასეთი გასვლითი ღონისძიებები მოეწყო 4ჯერ, თითოეულ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო 10მოზარდმა, ამ ეტაპზე პროეტი შერჩერებულია ზამთრის სიცივეების გამო, გაზაფხულიდან კი ისევ განახლდება და ორგანიზატორთა თქმით უფრო ფართომაშტაბიანი იქნება, ამ ყვეაფრის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ რომ პროექტი ,, Kazbegi Young Walkers’’ გრძელვადიანია.

kazbegilag@gmail.com commented

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის მოტივით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. LAG Kazbegi-ს ინიციატივით 12, 13 ოქტომბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან კახეთში სოფელ ლელიანში ახალგაზრდულ ჯგუფს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ლელი“ უმასპინძლა. ნანა ნერსეზაშვილის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მოიცავდა ტრენინგს თემაზე „მობილიზება თემში“. ტრენინგი მოიცავდა დისკუსიას პროფესიის არჩევანს, საკუთარი ხედვის და მოტივაციის ანალიზს. ყაზბეგის და ლელიანის ახალგაზრდული ფრთის გაცნობის მიზანი მომავალი თანამშრომლობა, მეგობრობა, საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებაა. შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა კონკრეტული ხედვები და ახალგაზრდული ფრთის განვითარების პერსპექტივები. ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახალგაზრდების აქტიური ცხოვრების სტილის და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს პროექტს „Kazbegi Young Walkers“ ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერით. იდეა ემსახურება რეგიონში სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებელი ბავშვების დაახლოებას, თვითრეალიზაციის უნარების ამაღლებას, საზოგადოების აქტიური წევრებად ჩამოყალიბებას. ამ იდეის ფართო მასშტაბით განვითარება გულისხმობს ადგილობრივი ბავშების ერთმანეთთან და შემდგომში უკვე სხვა რეგიონის ახალგაზრდებთან დაკავშირებას, ტრენინგებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, პირველადი დახმარების წესების შესწავლას და საველე ან უცხო გარემოში ყოფნის უნარების გამომუშავებას.

kazbegilag@gmail.com commented

LAG Kazbegi არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველო“–ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის განხორციელებას აქტიურად შეუდგა. 6 სექტემბერს „Kazbegi Young Walkers” პირველი გასვლა განახორციელა, შეიკრიბა მოხალისეთა ჯგუფი და 8 მონაწილესთან ერთად ჯუთაში, ჭაუხების მიმართულებით აიღეს გეზი. ღონისძიება მოიცავდა მონაწილეთათვის ლაშქრობის უნარჩვევების გაზიარებას, ტექნიკურ მხარდაჭერას, გაცნობითი ხასიათის და ფსიქოლოგიურ თამაშებს, შეჯიბრებებს, შემეცნებით დისკუსიებს და გუნდური მოქმედების პრინციპების ანალიზს. პროექტის განხორციელების მიზანია რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება, საზოგადოებაში ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა და საინტერსო, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია ახალ თაობაში. LAG Kazbegi – ს მოხალისეები მადლობას უხდიან „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერისთვის.

kazbegilag@gmail.com commented

“ორბელიანი საქართველოს” მხარდაჭერით ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახორციელებს პრიოექტს Kazbegi Young Walkers. მოხევე ახალგაზრდების და მოხალისეთა 10 კაციანი შემადგენლობა 23 სექტემბერს გველეთის ჩანჩქერის მიმდებარედ დაბანაკდა. გასვლითი ღონისძიება მოიცავდა მონაწილეთათვის ლაშქრობის უნარჩვევების გაზიარებას, ტექნიკურ მხარდაჭერას, გაცნობითი ხასიათის და ფსიქოლოგიურ თამაშებს. პროექტის განხორციელების მიზანია რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება, საზოგადოებაში ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა და საინტერსო, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია ახალ თაობაში. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივა და აქტიურად გრძელდება მუშაობა ახალი ჯგუფების შედგენასა და მარშრუტების დაგეგმვის კუთხით. მოხალისეთა ჯგუფი მოუწოდებს ადგილობრივ ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობის, იდეების გენერირების, გუნდური შეკრებებისა და ლაშქრობაში მონაწილეობისკენ. LAG Kazbegi – ს მოხალისეები მადლობას უხდიან „ორბელიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

kazbegilag@gmail.com commented

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Kazbegi ) არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველო“–ს მიერ მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს. „Kazbegi Young Walkers” პირველი გასვლა შემდეგ კვირაში გახორციელდება. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სიონის და არშის სკოლის მოსწავლეებთან, მოხალისეთა ჯგუფმა სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების, ლაშქრობის სპეციფიკის, იდეისა და მიზანის შესახებ. მოხარული ვართ რომ დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან დიდია და მათი აქტიურობა საინტერესო გამოცილების და აქტიური ცხოვრების სტილის პოპულარიზაციის საფუძველი გახდება. არშისა და სიონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შედეგად შერჩეულია 10 კაციანი ჯგუფი პირველი ლაშქრობისთვის. ადგილობრივი განვითარევბის ჯგუფი აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს ახალგაზრდებთან და ეტაპობრივად მოხდება შემდეგი გასვლების დაგეგმვა. საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს პირველი ლაშქრობიდან და გაგაცნობთ გუნდის წევრებს.

kazbegilag@gmail.com commented

ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG Kazbegi ) საინტერესო და სასიამოვნო სიახლე აქვს, ქართული არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველო“–ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩდა და იდეა „Kazbegi Young Walkers” მხარდაჭერილ პროექტებს შორისაა.
პროექტის იდეა “KAZBEGI YOUNG WALKERS” გულისხმობს რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. იგი ემსახურება ყაზბეგის რაიონში ახალგაზრდების ცხოვრების სტილის შეცვლას, მათ ადაპტირებას რეგიონში და სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაახლოვებას. გვსურს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების გააქტიურებას და ვასწავლოთ მათ პირველ რიგში თავისი სოციუმის წარმომადგენლებთან და შემდეგ უკვე სხვა რეგიონიდან მოწვეულ ბავშვებთან თანაცხოვრება, რაც მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და მრავალფეროვანი საქართველოს საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ მათ არაფორმალური განათლების კუთხით და ასევე სხვადასხვა გარემოში ქცევისა და ადაპტირების უნარჩევევბის ჩამოყალიბებაში. პირველი ლაშქრობა მოხევე ახალგაზრდობისთვის 2 კვირაში იგეგმება, წინ მოსამზადებელი სამუშაოები და საკონსულტაციო შეხვედრებია გათვალისწინებული რომელსაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მოხალისეებთან ერთად გეგმავს და განახორციელებს. საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.