Library and Community Center for Giorgeti - All Activity

taso_mode@yahoo.com commented

ერთი ლამაზი საყვავილე გვაქვს სამკითხველო ოთახში.. მამამ ჯართში ჩაიბარა, ისეთი უსახური და ძველი იერი ჰქონდა!.. მწვანედ შევღებე, ყვითელი ორნამენტები გავუკეთე და დღეს ასე გამოიყურება <3 :))))

taso_mode@yahoo.com commented

2 მაისს სამკითხველო ოთახის მცირე ბიბლიოთეკა ათამდე წიგნით გამდიდრდა! <3 სოფლის ერთმა მაცხოვრებელმა, მარიამ ბობოხიამ, ახალი გამოცემებით და რამდენიმე თანამედროვე შემოქმედის ნაწარმოებებით დაგვასაჩუქრა და ძალიან, ძალიან გაგვახარა! <3 წიგნების შეგროვების აქცია გრძელდება...

taso_mode@yahoo.com commented

24 აპრილს სამკითხველო ოთახში წნორელ ახალგაზრდებს ვუმასპინძლეთ. ახალგაზრდები წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას - "სამოქალაქო ინიციატივა".. მოხდა ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და გაცნობა/დამეგობრება. წნორელები აღფრთოვანებულები დარჩნენ სამკითხველო ოთახში შექმნილი გარემოთი და მისი შექმნის ისტორიით <3 <3 <3

taso_mode@yahoo.com commented

დავიწყეთ ამ სივრცის გამოყენება ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის.. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო მსახიობ გია ფერაძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მისი გენიალური ფილმის - "არაჩვეულებრივი კაცი" - ჩვენება და დისკუსია. <3 სამწუხაროა, რომ იტვირთება მხოლოდ ერთი ფოტო.. :)

taso_mode@yahoo.com commented

დავასრულეთ სამკითხველო ოთახის მოწყობა და ის ასეთი გამოვიად <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

ფანჯარაში მინები ჩავსვით. დღეს ფარდის საკიდები დავამაგრეთ. მამა და ბიძა მომეხმარნენ.. :*

ninomodebadze1989@gmail.com commented

დღეს მე და დედამ ფანჯრის მინები გავასუფთავეთ.. ამ დღეებში ჩავსვამთ.

ninomodebadze1989@gmail.com commented

ხვალ, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, მინების ნაწილს ჩავსვამთ... პროცესი ასე იმიტომ გაიწელა, რომ ადგილობრივი მთავრობის იმედზე ვიყავი, რომელსაც შევთავაზე, რომ აღნიშნულ ოთახში ახალგაზრდული ცენტრიც გაგვეკეთებინა, მათი თანხმობის შემდეგ დავწერე პროექტი და პირობა იყო შემდეგი: კოსმეტიკური რემონტის პარალელურად შემოვიდოდნენ ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხით თანადაფინანსებაში(კარ-ფანჯრის გამოცვლა, ახალი კარის დაყენება, განათების მოწესრიგება და ა.შ..), სამწუხაროდ, გამგეობის მხრიდან თანხების დარიცხვა დროულად არ მოხდა და ვერ ხერხდება აპრილის ბოლომდეც.. ამის გამო მე ხელთ შემრჩა მთელი რიგი პრობლემები: დამოუკიდებლად უნდა მომეძიებინა რესურსები და ყველა პრობლემატური დეტალი სრულიად მარტოს მომეგვარებინა.. ბუნებრივია, ეს არ იყო და არც არის ადვილი პროცესი.. მითუმეტეს, რომ სხვა უამრავი საქმე და პასუხისმგებლობა მაკისრია სამსახურისა(სკოლა) და სხვადასხვა პროექტის მართვის მხრივ.. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ აქტივობების დაწყება 2 თვით დაგვიანდა და სანამ დარჩენილ პრობლემებს არ მოვაგვარებ, დაწყება ვერც მოხერხდება..

მე ვდარდობ იმაზე, რომ ასე დაგვიანდა ოთახის გახსნისა და აქტივობების განხორციელების დაწყება.. ვდარდობ იმაზეც, რომ ამის გამო, როგორც დონორი, მისაყვედურებთ და გამკიცხავთ.. მაგრამ მეც, ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმაც და ღმერთმაც ვიცით, როგორ საცოდავად ვცდილობ პროცესის შეუქცევადობას და ჩემი და დამხმარე ადამიანების თავისუფალი დროის მაქსიმალურად გამოყენებას..

გთხოვთ, გაგებას და გულშემატკივრობას.. რადგან პროცესი მაინც მივა ბოლომდე და ასე წვალებ-წვალებით გაკეთებულს უფრო მადლი ექნება.. :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

ახლო ხედი :) ამ უჯრედებში წიგნების გარდა ქოთნის ყვავილებსა და დეკორაციულ ნივთებსაც განვათავსებთ :* <3 :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

დღეს, შუადღისას, ხელოსნებმა დამზადებული თაროები დასამონტაჟებლად მოიტანეს ჩვენს ოთახში. ამ პროცესში მათ სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი დაეხმარა.. მადლობა ამ ბიჭებს გულისხმიერებისთვის! <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიხარულო ფაქტია ის, რომ ორგანიზაცია "ლელის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხელოსნებმა დაამზადეს და დაამონტაჟეს სამკითხველო ოთახში არსებულ ნახევრად ამოშენებულ ფანჯრის ველში ულამაზესი წიგნების თარო! <3 ხელოსნების მომსახურება დაჯდა 110 ლარი. ბედნიერი ვარ, რომ ოთახი ნელ-ნელა ლამაზდება <3

ეტაპობრივად იხილეთ ფოტო-მასალა..

ninomodebadze1989@gmail.com commented

შევღებეთ და დავაყენეთ წიგნების საცავში გამავალი ოთახის კარი, რომელიც სოფლის საბავშვო ბაღის გამგემ სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცა..

ninomodebadze1989@gmail.com commented

ჩამოვხსენით მეორე კარი, რომელიც სახლში წავიღეთ და ახალი პროექტის ბიუჯეტით შეძენილი თანხით შევღებეთ და სამი დღის მერე, სრულიად გამშრალი კვლავ ჩამოვკიდეთ. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა მამაჩემი დავით მოდებაძე, ჩემი მეგობარი ნინო რეხვიაშვილი და კარის შეღებვაში დედაჩემი, ქეთევან კედელაშვილი :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

ფანჯრის ჩარჩოების შეღებვამდე, ამოვიღეთ შუშები, რომლის ნაწილიც უნდა შევცვალოთ, ნაწილი კი გავასუფთავოთ..