Birdfeeders for Ecology Education - All Activity

Nino Giorgadze commented

ზაქრო: ,, არასდროს მიმიღია მონაწილეობა არცერთ საგრანტო კონკურსში. არც სურვილი მქონდა და არც ინფორმაციას ვფლობდი მსგავსი ორგანიზაციების შესახებ. ყველა არასამთვრობოს ეჭვის თვალით უყურებდი. ტყუილი და თაღლითობა მეგონა. პრიციპში, შედეგესაც ვერ ვნახულობდი რას და როგორ აკეთებდნენ. ,, ორბელიანი’’ რეალურად ხალხისთვისაა. ტყუილი ლაპარაკი და ქმედებაც გამორიცხულია, რადგან შედეგსაც საკუთარი თვალით ხედავ რეალობაშიც და ონლაინ სივრცეშიც. ძალიან მომეწონა ,,მაცივრის’’ იდეა გორში. ყველა აქტიოვბა ხომ ხალხისთვისაა და ხალხს ეხება. სურვილი მაქვს ყველა გამარჯვებული იდეის პრეზენტაციას დავეწრო. ფაქტიურად ორბელიანმა შეცვალა წარმოდგენა და დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მე გამიჩნდა სურვილი აქტიურად ჩავერთო საგრანტო კონკურსებში.’’

stalome@gmail.com commented

მოკლედ ჩვენმა საკვებურმა დიდი მოწონება დაიმსახურა, სურვილი გამოთქვეს კიდევ დაგვემატებინა საკვებურები. ბავშვებს სახლიდან მიჰქონდათ საკვები და იყვნენ ბედნიერები, ბევრი თელაველი მორაგბე და სკოლის მოსწავლეც იყო ჩართული გარეული ფრინველების გამოკვებაში. ეს ის მომენტია როდესაც ბოროტებას სიკეთით ვებრძვით და გავიმარჯვეთ კიდეც, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი ორბელიან საქართველოს :)

stalome@gmail.com commented

მინდა გაგაცნოთ ჩვენი წითელი ნუსხის წარმომადგენელი რუხი წერო

stalome@gmail.com commented

ორ კვირაში იხურება საკვებურის სეზონი რადგან უკვე თბება და მწერები გამოდიან, ჩვენი მოზამთრე ფრინველებიც მიფრინავენ უკვე და ეხლა მობუდარ ფრინველებს ველოდებით, რა თქმა უნდა ადგილობრივი ფრინველები სულ აქ არიან. მიზანი მიღწეულია, ბევრმა ადამიანმა მითხრა რომ სახლშიც უნდა საკვებურის გაკეთება, რამოდენიმე მშობელმაც შვილები წაიყვანა ნადიკვრის საკვებურთან საკვებით და ბავშვებს დააყრევინეს საკვები, ბავშვები უბედნიერესები იყვნენ ამ პროცესით. ძალიან დიდი მადლობა ამ იდეის დაფინანსებისთვის ორბელიანი საქართველოს. შემოდგომის ბოლომდე შევწყვეტთ ფრინველების კვებას :)

stalome@gmail.com commented

ამ საკვებურის დადგმის მიზანია შევაყვართოთ ადამიანებს ჩვენი ფაუნა, სამწუხაროდ ყოველ წელს მცირდება დედამიწაზე ფრინველების და ცხოველების რაოდენობა და დრო მოვიდა თოფი შევცვალოთ ფოტო აპარატით. ნადირობა არანაირ კავშირში არ არის ბუნების სიყვარულთან, ეს არის ფარისევლობა. ეს არის მტაცებელი ფრინველი რომელიც ებრძვის მღრღნელებს და გვეხმარება უხვი მოსავლის აღებაში, სამწუხაროდ ბუნების მოყვარულმა მონადირეებმა მოკლეს და ყველას დასანახად დაკიდეს გზის პირას. ადამიანი თუ არის ჭეშმარიტად ბუნების და ქვეყნისთვის მზრუნველი არც კანონით დადგენილ მწყერზე არ უნდა ნადირობდეს რადგან მწყერი მიირთმევს მწერებს და ამით იცავს ჩვენს ნათესებს მწერისგან. თუ ვინმეს ჰგონია რომ ძროხა და სხვა შინაური ცხოველი ცოდო არის და მაშინ არც ის არ უნდა ვჭამოთ ეს სულ სხვა რამ არის რადგან შინაური ცხოველი არის საკვებად და ამ ცხოველების დაკვლით არც ბუნებრივი ბალანსი არ ირღვევა და არც გადაშენება არ ემუქრება.

stalome@gmail.com commented

დიდი წივწივაც ესტუმრა ნადიკვრის საკვებურს

stalome@gmail.com commented

ეს ფოტო დღეს გადავიღე. საკვებურს ესტუმრა მთიულა

stalome@gmail.com commented

მორიგი შეხვედრა შედგა ნადიკვარის პარკში დადგმული საკვებურის ტერიტორიაზე, ეკოკლუბის ბავშვების და მასწავლებლის მონაწილეობით. ბავშვებმა საკვებურში განათავსეს ფრინველების საკვები და მასწავლებლისა და ჩემს მიერ მოხდა გარეული ფრინველების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ გარეული ფრინველების არსებობით რომლებიც საქართველოში ბინადრობენ. ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო შეხვედრას.

stalome@gmail.com commented

ნიბლია ანუ სკვინჩა
ორი სახელი აქვს
არც ნიბლიაა შეცდომა და არც სკვინჩა

stalome@gmail.com commented

ეს ფრინველი არის მწვანულა არც მოზამთრეა და არც მობუდარი, სულ ჩვენთან არის.