Zebra Crossing Awareness - All Activity

Nino Giorgadze commented

ლოლი ჩართოლანი: ,, უპირველესი პრობლემა არის ადამიანთა ცნობიერება. როგორც ფეხით მოსიარულემ უნდა გადაჭრას აუცილებლად ზებრა ხაზზთან გზა, ისე მძღოლმა უნდა დაუთმოს. ცნობიერების ამაღლებას 1-2 აქციით ვერ შევძლებთ, თუმცა ყურადღების მიქცევა ამ თემის მიმართ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის საჭიროება დავანხაეთ საზოგადეობის ნაწილს. ჩვენ ჩვენი გავაკეთეთ და ეხლა იქნებ სხვამაც მოინდომოს ამის გაკთება. როცა ჩემმა მეგობრებმა ნახეს აქცია მათაც გამოთქვეს წურვილი, რომ გვცოდნოდა ჩავერთვებოდითო. ასე რომ მეტი მაშტაბი გვჭირდება. ეს სახლემწიფომაც უნდა აიღოს თავის თავზე. მარტო მე და თქვენ ვერ შევძლებთ. ''

gogachanadiri@yahoo.de commented

,,ჩემი აზრით საქართველოში ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ კეთილდღეობაზეა ორინეტირებული და არა რეალურად საქმის კეთებასა თუ ადამიანების დახმარებაზე. ისინი ვერ თუ არ აფასებენ ხალხის ძირითად საჭიროებას და მხოლოდ საკუთარი ორგანიზაციის თუ სააგენოტს საჭიროების შეფასებით არიან დაკავებულნი. რათა შემდეგ სწორედ მათი ორგანიზაციისათვის საჭირო ღონისძიებები დაგეგმონ და შეასრულონ. რეალურად ,,ჭამენ’’ გრანტს და ვერ ან არ აკეთებენ საქმეს. ამიტომაც მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა საგრანტო კონკურსებში. ორბელიანი არის ის ერთადერთი ორგანიზაცია, სადაც დავინახე ადამიანების ჩართულობა, მოქალაქეების პასუხისმგებლობა, ორგანიზაციული განსხვევბული მიდგომა და რეალურ საქმეზე ფოკუსირება. ეს იყო მთავარი მიზეზი ჩემი ,, ორბელიანთან’’ თანამშრომლობის, რამაც განაპირობა წარმატებული იდეის დაგეგმვა და განხორციელება.’’

gogachanadiri@yahoo.de commented

,,ვისაც არ აქვს დიდი ფული და აქვს შესაძლებლობა იდეის განსახორცილებლად მიმართონ ორბელიანს''

gogachanadiri@yahoo.de commented

mწერალი ლაშა ბუღაძე უერთდება აქციას "ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს" და ორივეს გვსურს, რომ ქვეითებმა გადასასვლელებით ისარგებლონ, მძღოლებმა კი მათ გზა დაუთმონ.
ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია, თუ მოვინდომებთ.
აქცია
‪#‎ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს‬
გრძელდება

Nino Giorgadze commented

ზებრახაზის დაცვის აქციას უერთდება დავით ახვლედიანი და მანქანას მიაკრა წებოვანა წარწერით "დაიცავი ზებრა ხაზი"
‪#‎ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს‬

Nino Giorgadze commented

გიორგი კალანდია მონაწილეობს აქციაში ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს. ორივეს გვსურს, დავიცვათ ზებრა ხაზი.
ანუ, ქვეითმა გადასასვლელით ისარგებლოს, მძღოლმა კი გზა დაუთმოს.
იმისთვის, ვისაც საკუთარი სახელმწიფო საქმით უყვარს, ეს არ არის რთული

gogachanadiri@yahoo.de commented

დღეს ზებრა ხაზებთან დაკავშირებით, საქართველოს საავიციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად კიდევ ერთი აქცია მოეწყო.
ამჯერად მეტრო "რუსთაველის" მოპირდაპირედ მდებარე გადასასვლელი შევარჩიეთ. მძღოლებსა და ქვეითებს დაურიგდათ დროშები, წებოვანები და ქაღალდები წარწერებით: " დაუთმე გზა ფეხით მოსიარულესა" და " დაიცავი ზებრა ხაზი".
მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციას, პლატფორმა "ორბელიანი საქართველოს".
მძღოლების დიდ ნაწილს ასევე გადაეცა წიგნი "საგზაო მოძრაობა - რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ", რომელიც "რადარამის" წარმოდგენლებმა თავად დაარიგეს.
დიდი მადლობა ყველას აქციაში მონაწილეობისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად კარგი მოქალაქეები ვიქნებით
‪#‎ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს‬

Nino Giorgadze commented

,,დაიცავი ზებრა ხაზი'' უკვე აბანოთ უბანშიც გამოჩნდა.... იგი ტაქსის მძღოლმა მიაკრა კედელზე ხალხის ყურადღების მისაქცევად...

gogachanadiri@yahoo.de commented

ღეს საფეხბურთო კლუბ ""იუვენტუსის" ქართველი ქომაგები შეუერთდნენ აქციას "ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს".
მარჯანიშვილის მეტროს, "მაკდონალდსისა" და თეატრის მიმდებარედ დავარიგეთ 400მდე მოწოდება და მანქანის 500მდე წებოვანი ქაღალდი წარწერით: "დაიცავი ზებრა ხაზი", "გზა დაუთმე ქვეითს".
უმრავლესობა დადებითად გამოგვეხმაურა. ღიმილსა და კარგ სიტყვებს ვცვლიდით.
მასალები, რომელთა შორისაც ასევე იყო მაისურები და დროშები, არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველომ" მოგვაწოდა.
დიდი მადლობა მას.
ასევე, დიდი მადლობა იუვეს ქომაგებს, რომლებიც გუნდის მაისურებითაც მონაწილეობდნენ.
მოგეხსენებათ, ევროპის ამ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მაისურების გამო ზებრებსაც უწოდებენ (კიდევ 1 თიკუნია "ბებერი ქალბატონები). ამის გამოც, ქართველმა ქომაგებმა ზოოპარკის ბინადარი ზებრების პატრონაჟიც კი ითავეს და საკუთარი შემოწირულობებით კვებავენ და სამედიცინო ხარჯს ფარავენ.
მისაბაძია "იუვენტუსის" ქართველ ქომაგთა კლუბი.
ასევე, დიდი მადლობა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის საზოგადოებრივი ტელევიზიის 1ლ არხის დილის გადაცემასა და რუსთავი2ის დილის გადაცემას "დილა მშვიდობისა საქართველოს".
აქცია
‪#‎ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს‬
გრძელდება