Speakers for Mukuzani Movie Club - All Activity

elli.uzunashvili@gmail.com commented

საახალწლო არდადეგების შემდეგ მუკუზნის საჯარო სკოლაში ვუჩვენეთ ფილი "პატარძლის გვამი"
მოსწავლეების ინტერესი გამოიწვია ფილმის უცნაურმა შინაარსმა,ვიქტორის ქორწინებამ პატარძლის გვამზე,აგრეთვე მონაწილე პერსონაჟთა როგორც გარეგნულმა იერ-სახემ,ისე მათმა შინაგანმა სამყარომ.
ბავშვებმა იმსჯელეს ფილმის მთავარ სათქმელზე,რომ იმქვეყნიური ცხოვრება როგორი მიმზიდველი და საინტერესოც არ უნდა იყოს,ვიქტორისთვის და მისნაირი ყველა მოკვდავი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ამქვეყნიური ბედნიერება,სიყვარული და სიკეთეა,რისთვისაც უნდა იბრძოლო, ბევრი ისწავლო, თავდაუზოგავად იშრომო და მიაღწიო შედეგს.

elli.uzunashvili@gmail.com commented

შემოდგომის დადგომასთან ერთად ჩვენმა კინოჩვენებებმა საკუთარი ეზოდან გადაინაცვა მუკუზნის საჯარო სკოლაში. ბავშვები აქტიურად ესწრებიან ჩვენებებს და ახარებთ ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შემდევ დროგამოშვებით ეძლევათ შესაძლებლობა ერთად უყურინ ფილმებს.
ვუჩვენეთ მხატვრული ფილმი ,,თავისუფლების მწერლები", რომელიც ბავშვებისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმით,რომ მასში ასახული პრობლემა შეეხებოდა ტოლერანტობას,ძნელადაღსაზრდელი თაობების შინაგანი თუ გარეგანი სამყაროს ფორმირებასა და მათ რეალიზებას როგორც სასწავლებელში,ისე ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა იმსჯელეს მასწავლებლისა და მოსავლეების ურთიერთობებზე,გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები და აღნიშნეს,რომ მოზარდის ფიქრები,ოცნებები და რეალური ქმედებები იმდენად ემოციურია,რომ საჭიროა უფროსების,კერძოდ კი მასწავლებლების,მეტი თანადგომა და სიყვარული.
ბავშვებმა დისკუსია გამართეს ფილმში წარმოცენილ ტოლერანტობის საკითხზე.მათი აზრით,საზოგადოებას მეტი განათლება,თვითშეგნების განვითარება,ღირებულებებისა და ფასეულობების სწორად აღქმა და არსებულ სინამდვილეში მათი რეალიზება სჭირდება.

elli.uzunashvili@gmail.com commented

მას შემდეგ რაც "ორბელიანისგან" მივიღეთ ახალი დინამიკები, მცირე პაუზის შემდეგ, შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეახლებინა კინოჩვენებები. ზაფხულის განმავლობაში ჩვენებებს საკუთარ ეზოში ვაწყობდით. კინომ ეზოში მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი აქტივობები სოფელში მისასალმებელია, როგორც შემეცნების ასევე გართობისა და დასვენების კუთხით. ჩვენს საზაფხულო კინოჩვენებებზე ყველა ასაკის ადამიანს ნახავდით, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ შებინდებას ახალი ფილმის სანახავად. ზაფხულის პერიოდში ვუჩვენეთ შემდეგი ფილმები "ლომი", "მოდილიანი" "ალი და ნინო", "საუბრები სერიოზულ თემებზე", "ლა ჩანა", "ფრიდა", "მოირა" ^^ ❤ ❤ ❤

elli.uzunashvili@gmail.com commented

🎬 Cinédoc-Tbilisi ON Tour-ის ფარგლებში გამართულმა კინოჩვენებამ მიუხედავად არც თუ ისე დიდი აუდიტორიისა წარმატებით ჩაიარა გურჯაანში😊 ფილმი ყველას ძალიან მოეწონა და დისკუსიაც შედგა 😍😍 ვიმედოვნებთ რომ მომდევნო ჩვენებები უფრო მასშტაბური იქნება😍

elli.uzunashvili@gmail.com commented

ესეც ჩვენი ახალი დინამიკები და კინოჩვენება ეზოში ^^ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ორბელიან საქართველოს" მხარდაჭერისთვის <3

elli.uzunashvili@gmail.com commented

მოგესალმებით, დინამიკების დაზიანების გამო ფილმის ჩვენებები დროებით შეჩერებული გვქონდა. ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერით შევიძინეთ დინამიკები და ახალი შემართებით ვაგრძელებთ პროექტს :) <3 ^^