Nikozi Alpinist Club - All Activity

lazarekomakhidze@gmail.com commented

ბოტანიკური ბაღი, მომავალი მეკლდეური ნიქოზიდან.

lazarekomakhidze@gmail.com commented

29/06/2017 ლენტეხი. სვანეთში ჩატარდა პირველად საქართველოს პირველობა და ნიქოზის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა. მართალია ჯილდო ვერ მოვიპოვეთ, თუმცა 26 კაცში 4–ზე და 5–ზე გავიდნენ ჩვენი სპორტსმენები. დავბრუნდით უფრო დიდი აზარტით და მონდომებით რომ უკეთესად უნდა მოვემზადოთ შემდეგისთვის. :) ასევე სასიხარულო ინფორმაცია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა დაგვაფინანსა თვრამეტი ათასი ლარით. პროექტის ფარგლებში კედელს დაემატება ახალი საცოცი კედელი და ასევე მოეწყობა კედლის სივრცე, ზამთრის პირობებისთვის.

lazarekomakhidze@gmail.com commented

6/17/2017 ვაკის დარბაზი, მომზადება სვანეთისთვის. ახალი თოკიებით და კიდევ სპეციალური აღჭურვილობით, რომელიც კვლავ "ფონდი ორბელიანის" დახმარებით შევიძინეთ... მეკლდეური თოკის გარეშე ეს იგივეა ფეხბურთელი ბურთის გარეშე რომ ვარჯიშობდეს, და ასე ვიყავით ჩვენ... ვერ ვგეგმავდით გასვლით ღონისძიებებს სავარჯიშოდ, ისეთ ადგილებში სადაც საჭირო იყო თოკი, ეს ყველაფერი კი უარყოფითად ისახებოდა ჩვენი კლუბის წევრებზე, რადგანაც ბავშვისთვის ყველაზე წამახალისებელი არის ის რომ გაიყვანო თავის საცხოვრებელი ადგილიდან და მისი ერთფეროვანი ყოველდღიური ცხოვრებას შემატო ცოტა ახალი, საინტერესო და სავთაგადასავლო. რაც მის ბავშვობას გახდის უფრო ლამაზს და დასამახსოვრებელს. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ერთმა თოკმა როგორ შეიძლება ბავშვები გაამხიარულოს ასე ძალიან, და მათ ცხოვრებას შემატოს უფრო მეტი მრავალფეროვნება. მაშინ მას რჩევას მივცემდი, აუცილებლად გვეწვიოს ნიქოზში და ამაში თავად დარწმუნდება.

Natia Rekhviashvili commented

ამ იდეას დამატებით გამოუჩნდა კიდევ ერთი დამფინანსებელი, ამერიკული სკოლა, მან 1200 ლარი გადმოგვირიცხა და შევისყიდეთ მასალები და გადავეცით იდეის ავტორს რომლებიც იდეის განხორციელებისთვის იყო საჭირო.

lazarekomakhidze@gmail.com commented

პატარა მეკლდეურები.

lazarekomakhidze@gmail.com commented

6/05/2017 . კიდევ ერთი გასვლითი ტური ბოტანიკურ ბაღში. ანა და ბექა მიიწევენ მწვერვალის დასაპყრობად...ასევე ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ერთ თვეში ჩატარდება.

lazarekomakhidze@gmail.com commented

თავის რიგს ელოდება.

lazarekomakhidze@gmail.com commented

25/03/2107. ბოტანიკურ ბაღს ვეწვიეთ და პირველად იცოცეს ბავშვებმა ბუნებრივ კლდეზე. ამ სურათში მარიამი იპყრობს მწვერვალს :)

lazarekomakhidze@gmail.com commented

შაბათის ვარჯიში! რაც უფრო თბება, უფრო და უფრო ვმრავლდებით. 25 მარტს თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნდა ვეწვიოთ და ბუნებივ კლდეზეც ვივარჯიშოთ!

lazarekomakhidze@gmail.com commented

გამარჯობათ! გამოზაფხულებასთან ერთად განვაახლეთ ვარჯიშების ჩატარება. 8 მარტს დავასუფთავეთ ჩვენი კედლის მიმდებარე ტერიტორია, დავამაგრეთ ხელსაჭიდები და მოვამზადეთ კედელი სავარჯიშო პირობებისთვის. დღეიდან იწყება ნიქოზის მეკლდეურთა კლუბში ვარჯიშები. ვარჯიშები ჩატარდება კვირაში ოთხი დღე, ოთხშაბათიდან, შაბათის ჩათვლით. ასევე დავიწყეთ ახალი ბავშვების მიღება.

lazarekomakhidze@gmail.com commented

გამარჯობათ! გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი, ანახლებს ვარჯიშებს. 7 მარტიდან ვიწყებთ ახალი ძალებით ვარჯიშს. მომავალ კვირას სურათებსაც დავდებთ.

lazarekomakhidze@gmail.com commented

გამარჯობათ! გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი, ანახლებს ვარჯიშებს. 7 მარტიდან ვიწყებთ ახალი ძალებით ვარჯიშს. მომავალ კვირას სურათებსაც დავდებთ.

lazarekomakhidze@gmail.com commented

https://www.youtube.com/watch?v=db1D-KSairs ეს არის ჩვენს კლუბზე გასული სიუჟეტის ლინკი :)

lazarekomakhidze@gmail.com commented

ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი, სიცივეების გამო დროებით ვერ ახერხებს ვარჯიშების ჩატარებას. როგორც კი გამოიდარებს და დაგვითბება მაშინვე განახლდება ჩვენი კლუბის მომსახურება... იმედია ახლო მომავალში სიცივის პრობლემასაც გადავჭრით და ბავშვებს ნებისმიერ ამინდში შეეძლებათ ივარჯიშონ ...

lazarekomakhidze@gmail.com commented

მიუხედავად ცივი ამინდისა, მაინც ჩავატარეთ პირველი ვარჯიში ლეიბების შეძენის შემდგომ. ამ დღესვე გვეწვია GDS ტელევიზია რომელმაც გააკეთა ჩვენზე სიუუჟტი. სიუჯეტი ნიქოზის მეკლდეურთა კლუბზე გავა ოთხშაბათს შუა დღის ეთერში :)

lazarekomakhidze@gmail.com commented

დავიწყეთ ლეიბებზე ბრეზენტის გადაკვრა და კედელთან განთავსება. მომავალი კვირიდან ბავშვები უფრო უსაფრხო გარემოში შეძლებენ ვარჯიშს!

lazarekomakhidze@gmail.com commented

ბავშვების ჩართულობა. ერთი სული აქვთ როდის მოეწყობა კედელთან ახალი ლეიბები.

lazarekomakhidze@gmail.com commented

ჩვენი დიდი შენაძენი, რომელსაც ორი წელი ვნარტობდით... დღეს ჩავიტანეთ ნიქოზში, იმის გამო რომ გვიან ჩავედით სურათები ვეღარ გადავიღეთ. :( შაბათიდან შევუდგებით ხელსაქმეს ( ლეიბებზე ბრეზენტის გადაკვრას) ...