Open air media space in Bolnisi - All Activity

Tornike Adamashvili commented

ჯეკ უაითის და სხვა ცნობილი ბლუზმენების ლაივ კონცერტების ჩანაწერები ნახეს და მოისმინეს ბოლნისელმა ახალაზრდებმა.

Tornike Adamashvili commented

ბოლნისის პარკში მოეწყო ფილმის "უხილავი ბავშვების" ჩვენება. ფილმი ეხება მსოფლიოს 6 კონტინენტის ბავშვთა პრობლემებს. ფილმში ვხედავთ სხვადასხვა კონტინენტის ბავშვების წინაშე მდგარ რთულ ვითარებას: შიდსის, ომის, გაჭირვების, მარტოობის, ტრეფიკინგის, რეალიზაციის საშუალებების დეფიციტის და სხვა. ფილმი შედგება სხადასხვა ცნობილი რეჟისორების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ამბებისგან და ყველა მათგანში ჩანს, რომ ამ პრობლემების გადალახვას ბავშვები მათი გულწრფელი სამყაროთი ცდილობენ. ცდილობენ ბოლომდე არ დანებდნენ გარემოპირობების სირთულეს და არ დაკარგონ ბავშური მხიარულება და ოცნების უნარი. ფილმით ბოლნისელი მაყურებელი ძალიან დაინტერესდა და მოწონება დაიმსახურა. სხვა ჩვენებების ამსახველ სურათებს ეტაპობრივად ავტვირთავთ.

Tornike Adamashvili commented

პირველი ქუჩის პროექცია ბოლნისის პარკში გაიმართა. დამსწრეები კმაყოფილები დარჩნენ და შევეცდებით კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენებები.

Tornike Adamashvili commented

ეკრანის გადაჭიმვის პროცესი. ხის მასალა ბოლნისში შევიძინეთ ხოლო ნაჭერი თბილისში ჩვენი რესურსებით. უამინდობის გამო ვერიდებოდით აქამდე ჩვენებების გამართვას. სხვა სიახლეებს მალე შეგატყობინებთ...

Tornike Adamashvili commented

გავითვალისწინებთ რჩევას გვაქვს გამოცდილება ქუჩაში პროექცირების დროს რამდენად სიფრთხილეა საჭირო, მითუმეტეს წინასაარჩევნო წელია და არის ხოლმე შიშები რომ რამე პოლიტიკურ პროპაგანდას ხომ არ აქვს ადგილი. :)) ჩვენი პროგრამის პროფილი კულტურა და განათლებაა.

Tornike Adamashvili commented

ახალი პროექტორი შემოწმებულია და მზადაა ხარისხიანი ღია პროექცირების მოსაწყობად. ერთი სული მაქვს ყველა პროცედურა დავამთავროთ და დავიწყოთ ქუჩაში საინტერესო მასალების ჩვენება. სხვა სიახლეებს თანდათან გაგაცნობთ <3

Keti Khachidze commented

Reviewer comments: Would encourage them to be careful about which news channels they show and offer diversity there too. ვურჩევდი, რომ მრავალფეროვანი არხები და გადაცემები აჩვენონ