Tbilisi Subway Maps - All Activity

Giorgi Babunashvili commented

4 ნოემბერს 18:00 საათზე გავიდა მეტროპოლიტენის რუკების დიზაინის კონკურსში წარსადგენი წინადადებების მიღებს ბოლო ვადა. წინადადებები წარმოადგინეს ათმა კონკურსანტმა, მათ შორის ერთმა კონკურსანტმა წარმოადგინა რუკის ორი სხვადასხვა ვერსია, შესაბამისად მიღებულია 11 ვარიანტი. 9 ნოემბერს გამოვლინდება სამი რუკა, რომელიც გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე. შეფასების პროცედურამდგომარეობს შემდეგში:
შვიდი წევრისგან შემდგარ ჟიური ირჩევს სამ საუკეთესო რუკას 6 ნოემბრამდე. 8 ნოემბერს, ტარდება ჟიურის შეხვედრა, სადაც ჟიურის თითოეული წევრი ისაუბრებს, თუ რატომ აირჩია მან ესა თუ ის რუკა, რაშია მისი უპირატესობები სხვა ვერსიებთან შედარებით, ასევე რაში მდგომარეობს მისი სუსტი წერტილები და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ავტორმა მის დასახვეწად.
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, 18:00 საათამდე ჟიურის თითეული წევრი საბოლოოდ არჩევს მისთვის საუკეთესო სამ ვერსიას (რომელიც შესაძლოა ემთხვეოდეს, ან განსხვავდებოდეს პირველი არჩევანისგან) და წერს რეკომენდაციებს, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ სამ ვარიანტში. კონკურსის მეორე ეტაპში გადავა ის სამი რუკა, რომელიც ხელმეორე ხმის მიცემისას დააგროვებს ყველაზე მეტი რაოდენობის ხმებს. რუკის ავტორებს გაეგზავნებათ შეჯერებული რეკომენდაციები მათ ნაშრომებთან დაკავშირებით და მათ უნდა გამოაგზავნონ რუკის საბოლოო ვერსია 16 ნოემბრის 18:00-მდე.

Giorgi Babunashvili commented

განცხადებები ასევე განვათავსეთ მეტროპოლიტენის მოყვარულთა ფორუმებზე და career.ge და hr.ge საიტებზე:

http://career.ge/Vacancies/Details/162596
http://www.hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=162596
https://forum.ge/?showtopic=34829946&view=findpost&p=49067772
http://forum.nashtransport.ru/index.php?s=&showtopic=3974&view=findpost&p=837137

Giorgi Babunashvili commented

Конкурс на дизайн карты метрополитена

"Лаборатория Городских Идей» при поддержке городской транспортной службы Мэрии города Тбилиси, «Тбилисской Транспортной Компании» и НПО «Орбелиани», объявляет конкурс на дизайн карты метрополитена для размещения в вагонах тбилисского метрополитена. Карта метрополитена должна отображать обе линии тбилисского метрополитена, главных улиц города и других значительных объектов, расположенных рядом со станциями.
Кандидаты должны отправить цифровую версию карты в формате JPEG и форматах PDF на 4 ноября, с 18:00 на электронную почту urbanlab@tbilisiurbanlab.org. Кандидаты должны быть в состоянии представить файл в других форматах, если требуется.
Отобранные кандидаты попадут во второй раунд отбора и получат дополнительные рекомендации по картам 9 ноября. Окончательные версии карт, отражающих рекомендуемые изменения, должны быть представлены к 16 ноября, 18:00. Победитель будет выбран 21 ноября и получит приз в размере 250 лари. Все права авторства передаются «Тбилисской Транспортной Компании».
Если у вас есть вопросы, пожалуйста, свяжитесь с нами по телефонам 557 41 86 66 и 592 91 97 98 или напишите нам на Facebook-странице "Лаборатории Городских идей»: https://www.facebook.com/tbilisiurbanlab

Giorgi Babunashvili commented

Competition to Design New Subway Map

The Lab of Urban Ideas, together with the support of Tbilisi City Hall’s Municipal Transport Service Department, the Tbilisi Transportation Company, and NGO Orbeliani, is announcing a competition for the design of the subway map to be placed in Tbilisi subway cars. The subway map should display the two lines of the Tbilisi subway and the main streets and other landmarks around each station.
Applicants should send a digital version of the map in both JPEG and PDF formats by 18:00 on Friday, 4 November, to urbanlab@tbilisiurbanlab.org. Applicants should be prepared to submit the file in additional formats if requested.
Applicants selected in the first round will move to the second round of selection, and will receive notification and additional recommendations regarding the maps on Wednesday, 9 November. Final versions of the maps should be submitted by 18:00 on the following Wednesday, 16 November. The winner will be announced on Monday, 21 November, and will receive a prize of 250 GEL. All authorship rights to the map will be transferred to the Tbilisi Transport Company.
If you have questions, please contact us by phone at 557 41 86 66 and 592 91 97 98, or write to us on the Lab of Urban Ideas Facebook page, https://www.facebook.com/tbilisiurbanlab.

Giorgi Babunashvili commented

კონკურსი მეტროპოლიტენის რუკის დიზაინზე

ურბანული იდეების ლაბორატორია, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში გასაკრავი მეტროპოლიტენის რუკის დიზაინზე. რუკა უნდა გამოსახავდეს თბილისის მეტროპოლიტენის ორ ხაზს, სადგურების ახლოს მდებარე ძირითად ქუჩებს და ლენდმარკებს. რუკა შესაძლებელია იყოს როგორც სქემატური, ასევე გეოგრაფიული.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ რუკის ელექტრონული ვერსია JPEG და PDF ფორმატებში არაუგვიანეს 4 ნოემბრის 18:00 საათისა ელექტრონულ მისამართზე: urbanlab@tbilisiurbanlab.org
მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსანტები მზად უნდა იყვნენ, წარმოადგინონ ფაილი სხვა ფორმატებშიც.
საუკეთესო რუკის ავტორები გადავლენ შერჩევის მეორე ეტაპზე და რუკებთან დაკავშირებით, მიიღებენ დამატებით რეკომენდაციებს 9 ნოემბერს. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილი რუკის საბოლოო ვერსიები, უნდა გამოიგზავნოს 16 ნოემბრის 18:00 საათამდე. გამარჯვებული გამოვლინდება 21 ნოემბერს და მიიღებს პრიზს – 250 ლარს.
ყველა საავტორო უფლება რუკაზე, გადადის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: T 557 41 86 66 და 592 91 97 98 ან მოგვწერეთ ,,ურბანული იდეების ლაბორატორიის“ ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/tbilisiurbanlab

Giorgi Babunashvili commented

თბილისის სატრანსპორტო კომოანიასთან მივაღწით შეთანხმებას, რომ ისინი თანახმა არიან რუკები განათავსონ მეტროპოლიტენის ვაგონებში იმ პირობით, თუ მასზე დატანილი იქნება მხოლოდ მათი და თბილისის მერიის ლოგოები. ასევე, თითო ვაგონში გაიკვრებოდა არა 2, არამედ 4 რუკა. ამისთვის კერძო ფონდებიდან მოვიპოვეთ დაფინანსება, ასევე შევაგროვეთ საპრიზო ფონდი 250 ლარი და გამოვაქვეყნეთ განცხადება ფეისბუქზე და jobs.ge-ზე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

http://www.jobs.ge/125975/
https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/posts/301209406928820
https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/posts/301209823595445
https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/posts/301209986928762

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ რუკის ელექტრონული ვერსია JPEG და PDF ფორმატებში არაუგვიანეს 4 ნოემბრის 18:00 საათისა ელექტრონულ მისამართზე: urbanlab@tbilisiurbanlab.org საუკეთესო რუკის ავტორები გადავლენ შერჩევის მეორე ეტაპზე და რუკებთან დაკავშირებით, მიიღებენ დამატებით რეკომენდაციებს 9 ნოემბერს. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილი რუკის საბოლოო ვერსიები, უნდა გამოიგზავნოს 16 ნოემბრის 18:00 საათამდე. გამარჯვებული გამოვლინდება 21 ნოემბერს.

Giorgi Babunashvili commented

ჟიურის შემადგენლობა იქნება შემდეგი:

1) თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი (კანდიდატურა ამ დროისთვის არ არის შერჩეული)
2) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი (კანდიდატურა ამ დროისთვის არ არის შერჩეული)
3) ფონდი ,,ორბელიანის" წარმომადგენელი (კანდიდატურა ამ დროისთვის არ არის შერჩეული)
4) ურბანისტი (ლადო ვარდოსანიძე)
5) დიზაინერი-არქიტექტორი (ალექსანდრე მგალობლიშვილი)
6) პროექტის ავტორი (ალექსანდრე თარგამაძე)
7) ურბანული იდეების ლაბორატორიის წარმომადგენელი (გიორგი ბაბუნაშვილი)

Giorgi Babunashvili commented

ჩვენი მოთხოვნები რუკის მიმართ, რომლებიც გავაცანით TTC-ს და მათთან დაკავშირებით ჯერჯერობით შენიშვნა არ ყოფილა.

1. რუკა უნდა იყოს კვადრატული ფორმატის და იკითხებოდეს გარკვევით 45x45 სმ ზომით დაბეჭდილ ვერსიაზე მინიმუმ ერთი მეტრის მანძილიდან;
2. რუკა უნდა იყოს დატანილი თეთრ ფონზე;
3. თვითოეული მეტროსადგურის სახელწოდება უნდა იყოს მითითებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხ. დანართი 2);
4. პირველი ხაზი უნდა იყოს აღნიშნული წითელი ფერით, ხოლო საბურთალოს ხაზი - მწვანე ფერით;
5. მშენებარე სადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ უნდა აღნიშნული იყოს წყვეტილი მწვანე ხაზით;
6. რუკა უნდა იყოს სწრაფად აღქმადი, არ უნდა იყოს გადატვირთული მგზავრისთვის ზედმეტი დეტალებით, ამასთანავე მან უნდა ნათელი წარმოდგენა შეუქმნას მგზავრს თითოეული მეტროსადგურის მდებარეობის შესახებ, რისთვისაც მასზე აღნიშნული უნდა იყოს მეტროსადგურებთან მდებარე ძირითადი ლენდმარკები (მაგ, პროსპექტი, მნიშვნელოვანი დაწესებულებები და ღიშესანიშნაობები), რომელთაც შეარჩევს რუკის ავტორი;
7. რუკაზე უნდა აღნიშნული იყოს მტკვარი, ლისის ტბა, კუს ტბა, თბილისის ზღვა, ფუნიკულიორი და საბაგირო ხაზები, რკინიგზის და ავტოსადგურები და თბილისის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობები;
8. რუკაზე მითითებული უნდა იყოს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები 6:00-24:00, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი 293-44-44 და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112.

Giorgi Babunashvili commented

პარასკევს გვქონდა შეხვედრა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში (TTC) ადინისტრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სარეკლამო სასმახურის წარმომადგენლებთან. მათი სიტყვებით, ამ საკითხზე მათ უნდა მოიწვიონ დირექტორთა საბჭო, ასევე მათ სჭირდებათ ოფიციალური წერილი მერიიდან, ხოლო ამისთვის ჯერ ჩვენ უნდა გავიგზავნოთ ოფიციალური წერილი მერიას, რაც გავაკეთეთ იმავე დღეს.
TTC-ს მხრიდან გაჩნდა შეკითხვა, რომ რამდენად საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ორი სქემა ვაგონში. მათი პოზიციის მიხედვით, უმჯობესი იქნება თავიდანვე გაკეთდეს ის სრული რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება მგზავრებისთვის, ხოლო მხოლოდ ორი რუკის გაკვრა თითო ვაგონში, თუნდაც პილოტური პროექტის ფარგლებში, მათთვის არ არის საინტერესო. ჩვენ ავუხსენით, რომ დაფინანსება გვაქვს მხოლოდ ორ რუკაზე ვაგონში, მაგრამ მათ გვთხოვეს, დავეთვალა არა მხოლოდ ორი, არამედ მეტი რუკის გაკვრის ღირებულებაც და შეგვეცადა გვეპოვა სხვა პოტენციური დონორები.
საბოლოოდ შევთანხმდით რომ ორშაბათს TTC მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენი პოსტერის გაკვრა სურთ თითო ვაგონში, ამასთანავე მერიიდან წერილის მოსვლის შემდეგ საკითხს გაიტანენ დირექტორთა საბჭოზე და დადებით პასუხის შემთხვევაში შევძლებთ კონკურსის გამოცხადებას. ჩვენ შაბათს დავითვალეთ სარეკლამო კომპანიაში თითო ვაგონში 3, 4, 6, 8 რუკის და ასევე კარებს თავზე გასათავსებელი 8 ცალი გამარტივებული სქემის ბეჭდვის ღირებულება.
ამასთან ერთად, ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ საკონკურსო მოთხოვნები, საკონკურსო განცხადების ტექსტი და განვსაზღვრეთ ჟიურის შემადგენლობა ჩვენი მხრიდან, თუმცა ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით TTC-ს თანხმობას.

Giorgi Babunashvili commented

გუშინ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შევხედრა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან მამუკა მუმლაძესთან და მის მოადგილე კობა ჭანტურიასთან და გავაცანით პროექტის მიზნები. მივიღეთ დადებითი პასუხი და დაგვპირდნენ, რომ ორ დღეში შეათანხმებენ მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასთან და სავარაუდოდ წინააღმდეგობები არ შეგვხვდება. პარასკევს ველით დადებით პასუხს პოსტერების განთავსებაზე და ორშაბათს გამოვაცხადებთ კონკურსს პოსტერების დიზაინზე.

Yesterday we had a very productive meeting and introduced the project objectives to Mamuka Mumladze, the Head of the Municipal Transport Department at the Tbilisi Hall and Koba Chanturia, his deputy. We received a positive response and were promised that the issue will be agreed with the administration of the Tbilisi Subway within two days. We expect to receive a positive answer on Friday, looking forward to a positive answer over placing the posters and we will announce a competition for the design of the poster on Monday.

Giorgi Babunashvili commented

დავუკავშირდით მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და დაგვპირდნენ სამსახურის უფროსთან შეხვედრის ორგანიზებას მომდევნო კვირაში.

We've contacted the Municipal Transport Department at the Tbilisi Hall and were promised to arrange a meeting with the head of the department in the following week.

Giorgi Babunashvili commented

დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას პროექტის განხორციელების შესახებ. წინ ბევრი სამუშაო გველოდება: პირველ რიგში მერიასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმება ვაგონებში პოსტერების განთავსების შესახებ, შემდეგ პოსტერის დიზაინის შერჩევა და ბოლო მათი დაბეჭდვა და ვაგონებში განთავსება. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ნოემბრის თვიდან თბილისის მეტროს შემადგენლობებში მგზავრებისთვის ინფორმატიული და ლამაზი სქემები გაიკვრება.

Today we signed the agreement on the project implementation. We have a lot of work ahead: first of all, we need to agree with the Tbilisi Hall and the Tbilisi Transportation Company on placing the posters in the subway wagons. After that we need to chose the design poster and finally, print and locate the posters in the wagons. We hope we'll have a success and informative and nice schemes will be placed in Tbilisi Subway wagons from the November.