Public Fridge for Food Security - All Activity

Keti Khachidze commented

ვინდა მადლობა გითხრათ ყველას, პირველ რიგში კი TBC BANK - თიბისი ბანკის გორის ფილიალის ადმინისტრაციას, რადგან აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და დღემდე იხდის ელექტროენერგიის საფასურს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც მიიტანა სკვები, ან ისარგებლა სოციალური მაცივრით.
სამწუხაროდ დღემდე დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ყოველდღიურად ელოდება მაცივრის შევსებას. სამწუხაროდ ვიცნობთ ოჯახებს, რომლებიც ამბობენ რომ შარშანდელი სადღესასწაულო დღეები, სოციალურმა მაცივარმა შეუმსუბუქა. მათი ყოფა არ გაუმჯობესებულა. თუ შეგვიძლია, წელსაც გავერთიანდეთ მათ დასახმარებლად.
p.s. აქ შეგიძლიათ ნახოთ რა ხდებოდა ერთი წლის წინ გორში, სოციალურ მაცივართან, რამდენიმე ადგილობრივი თუ ცენტრალური მედიასაშუალებების თვალით:
რადიო თავისუფლება - „გამაერთიანებელი მაცივარი“ - http://www.radiotavisupleba.ge/content/gori/27452935.html
ტელეკომპანია "დია" - ,,ყველას მაცივარი" გორის ცენტრში- https://www.youtube.com/watch?v=q3v92Zw2Kg4
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" / TV- Radio Broadcasting Company Trialeti https://www.youtube.com/watch?v=o8McSHAE9d0
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი - გრძელი რიგი სოციალურ მაცივართან http://www.qartli.ge/…/1721-grdzeli-rigi-socialur-macivarth…
17 მაისი - გორში მოქალაქეებისთვის მაცივარი დაიდგა https://17maisitbilisi.wordpress.com/2015/12/26/gori-26/
netgazeti.ge - სოციალური მაცივარი რომელშიც გორის მოქალაქეები სკვებს ტოვებენ http://netgazeti.ge/news/87478/

Keti Khachidze commented

ორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" / Gori Youth Movement DROA added 11 new photos — with Nino Giorgadze and 20 others.
25 December 2016 ·
ზუსტად ერთი წლის წინ გორში „დროას“ ინიციატივით და ორბელიანი საქართველოს (Orbeliani Georgia) ფინანსური მხარდაჭერით სოციალური მაცივარი დაიდგა. ამ დროის მანძილზე, თქვენი მონაწილეობით უამრავ ადამიანს ერთხელ მაინც შეუმსუბუქდა ყოველდღიური საზრუნავი.
დადგმის დღიდან იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა - სურსათს ტოვებდნენ უბრალო გამვლელები, სხვადასხვა ორგანიზაციების თუ პოლიტიკურ პარტიების, ადგილობრივი ხელისუფლების თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლები. საკვები მოჰქონდა ყველას ვინც ფიქრობს, რომ სოლიდარობას და სოციალურ პასუხისმგებლობის გაზიარებას, ადამიანების ყოფის მცირედით მაინც გაუმჯობესება შეუძლია.
იდეის პოპულარიზაციაში მხარი დაგვიჭირა მედიამაც, პირველივე დღეებში 25-ზე მეტმა მედიასაშუალებამ მოამზადა მასალა. შემდეგ სოციალური მაცივარი დაიდგა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ლაგოდეხსა და სხვა ქალაქებში.
გვყავდნენ კრიტიკოსებიც, მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა რომ ეს მთავრობის საქმე იყო, მათ ვერ ჩავანაცვლებდით. ჩვენ კი ვფიქრობდით რომ ვერ დაველოდებოდით მთავრობას მანამ სანამ ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს შექმნიდა. ისიც ვიცით რომ ეს „ზღვაში წვეთია“, თუმცა გვჯერა რომ იდეის გარშემო ბევრი ადამიანის გაერთიანებით წვეთი შეიძლება ტალღად იქცეს.

გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა commented

„ორბელიანი საქართველოსა“ და „გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროას“ გაცნობა 2015 წლის შემოდგომით მოხდა, როცა ორბელიანი საქართველოს წარმომადგენლებისაგან გავიგეთ მათ მიერ დაგეგმილი კონკურსის შესახებ სოციალური სარგებლის მომტანი იდეების დასაფინანსებლად. ჩენი ორგანიზაციის წევრებს შორის ამ კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია და კონკურსის გამოცხადებიდან მალევე, ჩვენ წარვადგინეთ იდეა ონლაინ პლატფორმის - app.orbeliani.net საშუალებით. ჩვენი იდეა გულისხმობდა ქალაქ გორში ე.წ. „სოციალური მაცივრის“ დადგმას სადაც მოსახლეობა შეძლებდა საკვების და სურსათს დატოვებას იმ ხალხისათვის ვისაც ჭირდებოდა საკვები და სურსათი. იდეამ მოწონება დაიმსახურა და უკვე 2015 წლის დეკემბრის ბოლოს - წინასაახალწლოდ, გორის ცენტრში დაიდგა მაცივარი, მაცივრის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა TBC- ბანკის ადგილობრივმა სერვის ცენტრმა მოახდინა. მაცივარი დადგმის დღესვე ძალიან პოპულარული გახდა არამხოლოდ ქალაქის-არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იყო გამოხმაურებები სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. მთელი თვის განმავლობაში არ წყდებოდა ზარები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, ტელევიზიებიდან და ჟურნალებიდან. სოციალური ქსელებში მაცივრის პოპულარობამ იმოქმედა რეალურ სივრცეში პოპულარობაზეც. სხვადასხვა კომპანიები, დაწესებულებები და სამსახურები ეტაპობრივი აქციების ფორმით სტუმრობდნენ მაცივარს და მოჰქონდათ საკვები, სურსათი , ტკბილეული და ა.შ. ეს აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წინასაახალწლო და ახალი წლის პერიოდში. მაცივრის საშუალებით ბევრმა ოჯახმა შეძლო ახალი წლის აღნიშვნა.

გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა commented

მაცივარმა ახალი წლის შემდგომაც განაგრძო მუშაობა და დღემდე ემსახურება ქალაქის საზოგადოებას, ყოველდღიურად ხდება მაცივრის გავსება მოქალაქეების მიერ, რომელიც თავის მხრივ ერთგვარი საჩუქარია შედარებით შეჭირვებული მოსახლეობისათვის რომელთაც უჭირთ საკვებისა და სურსათის ყიდვა.
სოციალური მაცივრის დახმარებით ქალაქში შეიქმნა სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მაგალითი. მოხდა საზოგადოების წარმოუდგენელი გაერთიანება იდეისა და კეთილი საქმის გარშემო. მაცივარი დღემდე შეღავათია ბევრი შეჭირვებული ოჯახისათვის და ამასთანავე დღემდე რჩება სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენის მნიშვნელოვან საშუალებად

Soso Enuqashvili commented

გორის სოციალურ მაცივრში ნაყინის სეზონი გაიხსნაა :))))

shota chilindrishvili commented

https://www.facebook.com/profile.php?id=100001018356742&sk=photos&collection_token=100001018356742%3A2305272732%3A69&set=a.1065732816803987.1073741937.100001018356742&type=3

Soso Enuqashvili commented

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები გორში არსებულ საოციალურ მაცივარს ესტუმრნენ, სადაც განათავსეეს პროდუქტი, რომელიც რესტორნიდან იქნა წამოღებული.. :)))

Tata Bochorishvili commented

"სოციალური მაცივარი"- ძალიან ადვილად გასაგები და კეთილი პროექტი! ამ სახელის გაგონებაზე მაშინვე გახსენდება რომ ქუჩაში ბევრი გაჭირვებული და მშიერი ადამიანი დადის და ფიქრობ, რომ ამ პროექტს ბევრი ბენეფიციარი ეყოლება, ასევე ფიქრობ იმასაც, რომ ბევრი გულისხმიერი ადამიანი არის ქვეყანაში, რომელიც სიამოვნებით და ღიმილით გაიღებს საკვებს სხვა ადამიანებისთვის. წარმატებებები მინდა ვუსურვო პროექტს, კარგი იქნება "სოციალურმა მაცივარმა" ფილიალები გააკეთოს სხვა რეგიონებსა და ქალაქებში :)

Shota Chilindrishvili commented

მიუხედავად ცუდი ამინდებისა "სოციალური მაცივარი" ჯერ კიდევ აქტუალურია. მადლობა ყველას ვინც მხარს უჭერს ამ პროექტს. :)

Soso Enuqashvili commented

რესტორანში იუბილის აღნიშვნისას, ახალგაზრდება გადავწყვიტეთ, ჩვენი შეკვეთილი სუფრის ნაწილი გორში არსებული სოციალურ მაცივარში მოგვეთავსებინა.. :))) სიკეთე გადამდებიაა.. :)))

elene.gigauri@yahoo.com commented

მეგობრებთან ერთად მაცივრის დადგმის პირველი დღიდან ვცდილობ გავინაწილო სოციალური პასუხისმგებლობა რამდენადაც ვახერხებ ....
ძალიან მომწონს იდეა და მადლობა ამისთვის გორის ახალგაზრული მოძრაობა ,,დროას“.
გუშინ მაცივრი გასუფთავება და შევალაგეთ წვენები))

Demo bidzinashvili commented

დასუფთავების შემდეგ,შევალაგეთ მაცივარში წვენების გარკვეული რაოდენობა

Levan Akhalkatsi commented

გუშინ კიდევ ერთხელ გავწმინდეთ მაცივარი მოხალისებთან ერთად .
სამწუხაროდ საკვების ფოტოს ვერ ვიღებთ რადგან დადებიდან არაუმეტეს 5 წუთში უკვე სარგებლომს მაცივრის მომხმარებელი.

Levan Akhalkatsi commented

მაცივრის გაწმენდას ახდენს "გორის ახალგაზრდული მოძრაობას დროა"-ს წევრები და მათი მოახალისეები .

Levan Akhalkatsi commented

გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა"-ს მოხალისეებთან ერთად მაცივარი გავწმინდეთ და განვათავსეთ პროდუქტი.