Books, Toys, and Care for Children and Elderly - All Activity

თამო ჩოჩიშვილი commented

18 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში ვიზიტი განვახორციელეთ კოჯრის ბავშვთა სახლში, სადაც ცხოვრობენ შშმ პირები, გადავეცით შესყიდული წიგნები და ხის განმავითარებელი სათამაშოები.
ჩვენი ჯგუფის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები რომლებშიც ჩართულები იყვნენ როგორც ბავშვთა სახლის ბენეფიცციანები ასევე აღმზდელები.

თამო ჩოჩიშვილი commented

პროექტ ,,ცისარტყელას“ ფარგლებში სოფელ ჯორჯიაშვილის საბავშო ბაღში მეორე ვიზიტი განხორციელდა 13 ოქტომბერს, ვიზიტის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში შეძენილი ნივთებით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
ჯორჯიაშვილის ბაღს ესტუმრა ჩვენი გუნდის 11წევრი, ადგილზე დაგვხვდნენ პედაგოგები და აღსაზრდელები, დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვნენ როგორც ბავშვები ასევე აღსაზრდელები.

თამო ჩოჩიშვილი commented

აი დადგა დღე როდესაც ჩვენი პროექტის განხორციელება ისევ განახლდა, სპეციალური სათამაშოები და წიგნები ოუკვე შეძენილია, ასევე დავგეგმეთ ჯორჯიაშვილის ბაღის ადმინისტაციასთან ერთად ვიზიტი, რომელიც შედგება 13 ოქტომბერს.

თამო ჩოჩიშვილი commented

პროექტი ,,ცისარტყელას'' განხორციელება დროებით შეჩერებული იყო 2 მიზეზის გამო: 1) ველოდებოდით ნებართვას ჯანდაცვის სამინისტროდან, კოჯრის ბავშვთა სახლში ვიზიტზე, 2) სოფელ ჯორჯიაშვილის საბავშვო ბაღში საზაფხულო არდადეგები იყო.
ნებართვა უკვე ავიღეთ, საბავშვო ბაღიც 18სექტემბრიდან განაახლებს სწავლას, ჩვენც უკვე მზად ვართ პირველი ოქტომრიდან განვაახლოთ პროექტი.

თამო ჩოჩიშვილი commented

21 ივნისს შევიტანეთ განაცხადი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმის თაობაზე რომ მოგვცენ კოჯრის ბავშვთა სახლში ვიზიტის ნებართვა, როდესაც აღნიშნული ნებართვა გვექნება შემდგიმი ვიზიტი დაიგეგმება და განხორციელდება კოჯრის ბავშვთა სახლში.

თამო ჩოჩიშვილი commented

პროექტ ,,ცისარტყელას ‘’ განხორციელება 28 ივნისს დაიწყო. პირველი აქტივობა 28 ივნისს გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯორჯიაშვილის საბავშო ბაღში. ვიზიტის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში შეძენილი განმავითარებელი სათამაშოების და წიგნების გადაცემა, ბავშვების გაცნობა და აღმზრდელებისთვის ინსტრუქციის მიწოდება თუ როგორ უნდა გამოიყენონ სწორად აღნიშნული სათამაშოები.

ადგილზე დაგვხვდნენ ბაღის აღსაზრდელები, უფრესი მასწავლებელი და პედაგოგები, რომლებიც სრულად ჩაერთვნენ აქტივობის პროცესში. შეხვედრა გაგრძელდა 3 საათი.
ბაღის პერსონალთნ მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ პროექტის ფარგლებში დარჩენილი სამი შეხვედრა სექტემბრიში გაიმართება, რადგან ბაღი ამთავრებს სამუშაო წელს.

juli.xucilava@gmail.com commented

პროექტ ,,ცისარტყელას ‘’ ფარგლებში მეორე აქტივობა განხორციელდა გლდანის მოხუცთა თავშესაფარ, ‘’ჩემი ოჯახში’’ (გიორგი წმინდის დასახლება, ჭავჭავაძის ქ. N37) 2 ივლისს. თავშესაფარი საოჯახო ტიპისაა და გარკვეულწილად საჭიროებს დახმარებას და გვერდში დადგომას.
თავშესაფარში ვიზიტის მთავარი მიზანი იყოგაგველამაზებინა მოხუცებისთვის ერთი ჩვეულებრივი, რუტინული დღე. ასევე გადაგვეცა მათთვის სიმბოლური საჩუქრები, ტკბილეული და ყვავილები. ვიზიტს ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები (ცეკვა,სიმღერა, ლექსის წაკითხვა) რომლებშიც დიდი ხალისით და ახალგაზრული ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ბებოებიც.

juli.xucilava@gmail.com commented

skye darts club 2 ივლისს იმყოფებოდა გლდანის გიორგი წმინდის დასახლების მოხუცთა თავშესაფარში

juli.xucilava@gmail.com commented

skye darts club სტუმრად სოფელ ჯორჯიაშვილის ბაღში,გავიცანით ბავშვები და მათთან ერთად ვითამაშეთ, გადავეცით საჩუქრები.