Red Cross Recreational Garden - All Activity

qtalaxadze@inbox.ru commented

ფონდ ორბელიანის შესახებ ჩემი ყოფილი მოსწავლის ნინო მოდებაძისაგან შევიტყვე, მისივე წყალობით მოვხვდი შეხვედრაზე ფონდ ორბელიანის წარმომადგენელთან, ქალბატონ ნინო გიორგაძესთან. იდეა წითელ ჯვარში ეზოს ფანჩატურის მოწყობის შესახებ დიდი ხანია მაწუხებდა, რადგან ამის საჭიროება რეალურად არსებობდა. გადავწყვიტე ბედი მეცადა და დავწერე პროექტი. წითელი ჯვრის მოხალისეებს კოტე ჭანკოტაძეს და გია კაკაშვილს შვუთანხმდი, რომ პროექტის დაფინანსების შემთხვევაში ისინი მოხალისეობრივად დამეხმარებოდნენ პროექტისათვის საჭირო სამუშაოების შესრულებაში. აპლიკაციის შევსებასა და გადაგზავნაში ნინო მოდებაძე დამეხმარა. პირველი ნაბიჯები ხრეშის მოტანით დავიწყეთ. მერე სხვა მასალებიც შევუკვეთეთ. მასალების დაცლაზე დამეხმარნენ წითელი ჯვრის მოხალისეები- გია კაკაშვილი, ალიკა კურტანიძე, ალეკო ბაინდურაშვილი, დაცვის პოლიციის ბიჭები. ორმოების ამოთხრაში თავისი ტრაქტორით ჩემი კლასელი დათო მაისურაძე დაგვეხმარა. მოხალისეებმა ნოდარი ფერაძემ, ნოდარი ქაჯაიამ, კოტე კურტანიძემ, გია კაკაშვილმა საჭირო ზომებზე დაჭრეს მილკვადრატი და გადასახური მასალა. თავიდან კარკასის აწყობა დაიწყეს არასწორად და ხელახლა დაჭირდათ აწყობილი კონსტრუქციის დაშლა. მე ძალიან განვიცდიდი."ერთი ნაბიჯი წინ ორი უკან"- ასეთი სახე ქონდა ჩვენს დაწყებულ საქმიანობას, თუმცა საქმეში ვალერი იასაშვილის ჩართვის შემდეგ საქმე დიდი ნაბიჯებით წავიდა წინ. საქმიანობაში ასევე ჩართულები იყვნენ თემური მაჭარაშვილი,კოტე კურტანიძე. აქტიურად გვერდში მედგნენ სწჯს ლაგოდეხის ფილიალის ხელმძღვანელი და თანამშრომლები. მადლობა ყველა მონაწილეს და ფონდ ორბელიანს ამ შესაძლებლობის მოცემისათვის.

qtalaxadze@inbox.ru commented

წითელი ჯვრის ლაგოდეხის ფილიალში გრძელდება პროექტი "ეზოში ფანჩატურის მოწყობა", რომელიც დაფინანსებულია ფონდის "ორბელიანი საქართველოში" მიერ. სამუშაოებს აწარმოებენ წითელი ჯვრის ლაგოდეხის ფილიალის მოხალისეები,რომლებიც უანგაროდ ასრულებენ ყველა სამუშაოს. ამჟამად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები, რის შემდეგაც პროექტის დასასრულებლად რჩება იატაკის მობეტონება გადახურვის ქვეშ. კიდევ ერთხელ მადლობა ორბელიანს ამ შესაძლებლობისათვის. დიდი მადლობა წითელი ჯვრის ლაგობეხის ფილიალის მოხალისეებს უანგაროდ გაღებული თითოეული წუთისათვის.

qtalaxadze@inbox.ru commented

წითელ ჯვარს რომ მაგარი მოხალისეები ჰყავს ამაში თავადაც დარწმუნდებით. ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ.

qtalaxadze@inbox.ru commented

თითქოს მარტივი სათქმელია, ერთი ფანჩატურის გაკეთება, მაგრამ საქმე ნამდვილად ბევრია. კლასელი არ დამზარდა მოხალისეობრივად დაგვხმარებოდა ორმოების ამოღებაში.

qtalaxadze@inbox.ru commented

საჭირო მასალები ადგილზეა. წითელი ჯვრის მოხალისეები, როგორც ყოველთვის დაუზარებლად გვეხმარებიან მასალების დაცლაში.

qtalaxadze@inbox.ru commented

ჩვენი პროექტი გრძელდება.ფანჩატურის გასაკეთებლად საჭირო დანარჩენი მასალები შეკვეთილია და ხვალ ჩამოგვივა. მოხალისეები მოუთმენლად ელიან საქმის დაწყებას.

qtalaxadze@inbox.ru commented

ჩვენი პროექტი გრძელდება.. მივეცით შეკვეთა დარჩენილი მასალების, რომლებიც სამშაბათს, 28 ივნისს ჩამოგვივა.
მასალების ადგილზე ქონის შემდეგ დავიწყებთ აქტიურ სამუსაო პროცესს.

qtalaxadze@inbox.ru commented

გუშინ ფანჩატურის მშენებლობის საქმეში პირველი ნაბიჯები გადაიდგა.საქართველოს წითლი ჯვრის ლაგოდეხის ფილიალის მოხალისეების აქტიური თანადგომით მოვიტანეთ მშენებლობისათვის განკუთვნილი ხრეში.

qtalaxadze@inbox.ru commented

მიხარია,რომ საქართველოს წითელი ჯვრის ლაგოდეხის ფილიალის ხანდაზმულებს მალე შეეძლებათ ეზოში სუფთა ჰაერზე ფანჩატურის ქვეშ მოსვენება და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა.
მადლობა ორბელიანს ამ შესაძლებლობისათვის.