Charitable Utility Service: "My Master" - All Activity

Tsira Meskhishvili commented

მოხალისეობრივი სოციალური პროექტი „ჩემი ოსტატი“ კვლავ გრძელდება და ქალაქ ახალციხეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თითქმის ყოველკვირეულად შემოდის ზარები შემდეგ მომსახურეობაზე: საათობრივი ძიძა პატარებისთვის, საათობრივი მომვლელი მოხუცებისთვის, დამხმარე დამლაგებელი , ელექტროობა და ა.შ
როგორც იცით აღნიშნულ პროექტში დასაქმებულია შშმ პირი, რომელიც ასრულებს ოპერატორის მოვალეობას.

Tsira Meskhishvili commented

მოხალისეობრივი სოციალური პროექტი "ჩემი ოსტატი" წარმატებით მიმდინარეობს. დეკემბრის თვეში უკვე მოვემსახურეთ 10 ოჯახს, პროექტში ჩართულმა მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო სერვისებს ახალი მომსახურება დაამატეს, კერძოდ ქალაქში მცხოვრები შშმ პირების გასეირნების სერვისი. დაიხვეწა და სრულყოფილ იქნა საინფორმაციო კამპანია , პროექტის პოპულარიზაციის მეთოდები მოსახლეობაში.
მომსახურება "ჩემი ოსტატი" ქალაქ ახალციხეში თანდათან უფრო პოპულარული ხდება.

Tsira Meskhishvili commented

უკვე მივიღეთ პირველი ზარი. პტოექტმა ჩვენი ოსტატი სტარტი აიღო!

Tsira Meskhishvili commented

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა" დაიწყო სოციალური პროექტის ,,ჩვენი ოსტატის" განხორციელება. გაიმართა ასოციაცია ტოლერანტის ოფისში პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი იყვენ სტუმრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ახალციხელი მოქალაქეები. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი საკმაოდ საინტერესოა, პირველია ახალციხეში და იმედი გამოთქვეს რომ შეთავაზებული სერვისები იქნება ძალიან მოთხოვნადი

Tsira Meskhishvili commented

სოციალურმა საწარმომ ,,ჩვენმა ოსტატმა" დაიწყო საინფორმაციო კამპანია, მომზადდა საინფორმაცია ბუკლეტები, რომლის გავრცელებაც იგეგმება ქალაქის მაშტაბით.ასევე იგეგმება პრეზენტაცია ქალაქის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.

Tsira Meskhishvili commented

ხელსაწყოების შეძენის შემდეგ სოციალურ საწარმოში დაიწყო თანამშრომელთა შერჩევა, ასოციაცია "ტოლერანტის" ფეისბუქ გვერდზე გამოცხადდა სოციალურ პროექტში ჩართვის მსურველთა ვაკანსიები, უკვე მოგვაკითხეს ახალგაზრდა ქალბატონებმა ძიძებისა და მომვლელელბის ვაკანსიებზე, დასაქმდა: ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი , რომელიც დაიკავებს ოპერატორის პოზიციას.ორგანიზაციას გააჩნია შ.შ.მ პირთათვის ხელმისაწვდომი მდებარეობა, ლიფტი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მოეწყო ოპერატორის სამუშაო კაბინეტი.

Tsira Meskhishvili commented

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა" დაიწყო სოციალური პროექტის ,,ჩვენი ოსტატის" განხორციელება. პირველ ეტაპზე ,,ტოლერანტიმა" შეიძინა შემდეგი ხელსაწყოები:
TOL339-15229 ქანჩის გასაღების ნაკრები 7 ცალიანი 8-19 მმ.-1ცალი
TOL14-15004 ქანჩის რეგულირებადი მეტალის 12-1ცალი
ქანჩის გას. გასაშლელი 12*-4292-1ცალი
TOL9-100045 ბრტყელტუჩა სადურგლო მეტალის რეზინის სახელურით 200მმ8-1ცალი
TOL192-25003 ჩაქუჩი მეტალის რეზინის სახელურით-1ცალი
SCY 36 დამცავი თავსაბურავი / ყვითელი- 2ცალი
Tol43-20036 ქანჩის და სათადარიგო პირების ნაკრები 41 ცალიანი-1ცალი
TOL 90-35002 საზომი რგოლი 3მ -1 ცალი
საჭრელი რგოლი 150*2.0*22.23 14-1ცალი
საჭრელი რგოლი 125-2.0-1ცალი
TOL 3-10002 ბრტყელტუჩა მეტალის რეზინის სახელურით 200მმ 8-1ცალი
TOL4-10003 ბრტყელტუჩა მკვნეტარა მეტალის რეზინის სახელურით 160მმ 6-1ცალი
Tol440-45062 რესპირატორი- 2ცალი
TR 015 სახრახნისის ნაკრები /კომპლექტი-1ცალი
Tol536-80211 ხელსაწყოების ჩანთა მეტალის-1ცალი
Tol8-10038 ბრტყელტუჩა 115mm 4.5-3 ცალი
03 სათვალე სამუშაო -2 ცალი
პლასმასის შედუღების აპარატი YSZM 125/1350E-1 ცალი
KE 30410 დამაგრძელებელი დამიწ. 10 მ-2 ცალი
ELD 427სამუშაო ხელთათმანი -2 ცალი
ელექტრო დრელი 3DY-90P -1 ცალი
ელ. ბარგალკა YSM 125/1350E-1 ცალი
TOL76-30052 მეტალის საჭრელი ხერხი პლასმასის კარკასით 300/12- 1 ცალი
TOL81-31017 ხერხი პლასმაასის ჩარჩოთი 300მმ-1 ცალი
მეორე ეტაპზე შეძენილ იქნება დამლაგებლისთვის საჭირო ინვენტარი.