სოციალური სამრეცხაო - All Activity

eliso eli commented

განმარტება: გასული წლის ბოლოს ა(ა)იპ ,, მადლიერების სახლს,, ფრანგულმა ასოციაციამ საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა,რომელიც დაწესებულებაში ამ დრომდე უფუნქციოდ იყო. მას შემდეგ რაც ჩვენი პროექტის განთავსება აღნიშნულ დაწესებულებაში გადაწყდა, სახლის ადმინისტრაციამ იდეა მოგვაწოდა , რომ ჩვენს ტექნიკას მათ საკუთრებაში არსებულ ტექნიკას დაუმატებდნენ და სერვისი გაცილებით სრულყოფილი გახდებოდა. საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი გვქონდა, პირიქით გაგვიხარდა , რომ ჩვენმა იდეამ განხორციელების პროცესში კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა . სარეცხი საშუალებებითა და მოსამსახურე პერსონალით უზრუნველყოფა ,,მადლიერების სახლმა,, საკუთარ თავზე აიღო და მივიღეთ არაჩვეულებრივი სოციალური სერვისი, რომელიც ყოველდღიურად ათობით ბენეფიციარს ემსახურება შესაბამისი განრიგითა და გრაფიკით.

eliso eli commented

,, მადდლიერების სახლის ,, დირექტორი ქალბატონი მაია აკობიძე და ჩვენი პატარა ბენეფიციარი.

eliso eli commented

სოციალური სერვისი ,,სოციალური სამრეცხაო,, , რომელიც ხონში ა(ა) იპ ,,მადლიერების სახლში,, ამოქმედდა 100- მდე ბენეფიციარს მოემსახურება.
ინოვაციური სერვისი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პორობებისა და მათი სანიტარულ- ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
,, სოციალური სამრეცხაო,, დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა დაათვალიერეს .
,,სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს- განსაკუთრებით მოხუცებსა და შშმ პირებს, სჭირდებათ მეტი სერვისი, უკეთესი ინკლუზიური გარემო, რათა მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ეს არის. ნებისმიერ ორგნიზაცისთან ვითანამშრომლებთ, რომელთა პროექტებიც მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე და გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესები,, - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
,, ბენეფიციარები არიან ჩვენი თანამოქალაქეები , რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ჯანმრთელობის პრობლემებით ცხოვრობენ და არ აქვთ საშუალება, შეიძინონ სარეცხი მანქანა და ძალიან რთულ პირობებში უწევთ ოჯახის წევრების სისუფთვეზე ზრუნვა. სერვისი ,,სოციალური სამრეცხაო,, კი შესაბამისი საჭიროების მქონე თანამოქალაქეებს მოემსახურება , რაც მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ,, - განაცხადა იდეის ავტორმა ელისო ჯიქიამ.
პროექტი, მოხალისეობრივი იდეების კონკურსის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ორბელიანი საქართველო,, -მ დააფინანსა.

Eliso Jiqia commented

,, მადლიერების სახლში დრეს ტექნიკის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობდა. სერვისი მუშაობას 23 ნოემბერს დაიწყებს.

Eliso Jiqia commented

ქალაქ ხონში ფუნქციონირებს სოციალური სასადილო ა(ა)იპ ,,მადლიერების სახლი,, , სადაც ყოველდღიურად 100- მდე ბენეფიციარი ერთჯერადად იკვებება ცხლი სადილით... სახლის ხელმძღვანელობას ჩვენი იდეა გავაცანით , რომ შესაძლებელია სოციალურად დაუცველი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის იქვე ამუშავდეს კიდევ ერთი სერვისი ,, სოციალური სამრეცხაო,, . იდეას სიხარულით შეხვდნენ...სერვისის სრულყოფილად ამოქმედებაში მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიცხადეს... დღეს სოფელ ახალშენში სარეცხი მანქანის დემონტაჟი განვახორციელეთ და ტექნიკა უკვე გადავიტანეთ ა(ა)იპ ,, მადლიერების სახლში,,. სარეცხი მანქანის მონტაჟი უახლოეს დღესბში განხორციელდება და, შესაბამისად, სერვისიც ახალ ლოკაციაზე ამოქმედდება.

Eliso Jiqia commented

მიუხედავად იმისა , რომ პროექტში ჩავრთეთ მოხალისეები , სერვისს მხოლოდ ერთეული მომხმარებლები ჰყავდა. მოსახლეობის ნაწილი მიზეზად ტერიტორიულ სიშორეს, ნაწილი ქართული მენტალიტეტის გამო ,, ჩემს სარეცხს სხვაგან რა უნდა ,, ასახელებდა და ავტორებმა გადავწყვიტეთ, რომ ახალი ლოკაცია შევარჩიოთ, სადაც სერვისი მეტი სოციალური შედეგის, ეფექტის მომტანი იქნება

Eliso Jiqia commented

სოფელ ახალშენში პროექტის ,, სოციალური სამრეცხაოს,, ფუნქციონირება შეფერხდა, შემცირდა ბენეფიციართა რაოდენობა ...როცა სერვისი ახალი იყო მას გამოხმაურება ჰქონდა და მოქალაქეები სიამოვნებით სარგებლობდნენ აღნიშნული სერვისით , თუმცა ის ეფექტი ვერ მივიღეთ , რაც დაგეგმილი გვქონდა.

Ema Kamkia commented

გვინდა სასიხარულო ინფორმაცია გავაჟღეროთ: PIN-სა (ჩეხური ორგანიზაცია-ადამიანი გაჭირვებაში) და ხონის ,,სათნოების სახლს" შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას გრანტის დაფინანსების შესახებ. ანონსში ნათქვამია, რომ "პროექტი ,,სოციალური სამრეცხაო" ინოვაციური შინაარსის მქონე სერვისის მიწოდებას და ინკლუზიური გარემოს შექმნას გულისხმობს სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის".
ძალიან გვიხარია, რომ PIN- თან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს და ჩართულია განსაკუთრებით მოწყვლად თანამოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში.

Eliso Jiqia commented

,,სოციალური სამრეცხაო ,, უკვე ფუნქციონირებს. პირველი ბენეფიციარებიც გამოჩნდნენ. სერვისით ისარგებლა სოფელ ახლშენის საბავშვო ბაღმაც.

Eliso Jiqia commented

სოციალური სამრეცხაოს შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ქართველები საფრანგეთში ,, წარმომადგენლებს, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს და მზადყოფნა გამოთქვეს , რომ პროცესში ჩაერთონ და უზრუნველყონ დარჩენილი სამუშაოების შესრულება. მათი მხარდაჭერით უახლოეს მომავალში შევაბათქაშებთ კედლებს და შევღებავთ კარებს, შევიძენთ სარეცხ საშუალებებს.

Ema Kamkia commented

ჩვენი მოხალისეებმა ახალი ინფორმაცია მოგვაწოდეს: "სამრეცხაოს" იატაკი მობეტონდა. გვაქვს ახალი სასიამოვნო ინფორმაციაც: პროექტს ახალი სპონსორები გამოუჩნდნენ, რომელთაც ფართის დანარჩენი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა იტვირთეს. მადლობა მათ ამისთვის.

Ema Kamkia commented

ძალიან საინტერესო ინფორმაცია გვაქვს: სოციალურ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხონიდან წარდგენილია პროექტი "სოციალური სამრეცხაო", რითიც მოხდა ჩვენი საინტერესო იდეის მულტიპლიცირება.

გამარჯვების შემთხვევაში პროექტი "ხონის სათნოების სახლში" განხორციელდება, სადაც განსაკუთრებით უმწეო 135 ბენეფიციარი სარგებლობს თვითმართველობის მიერ უზრუნველყოფილი უფასო კვებით.
ჩვენი პათოსია, რომ სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს - განსაკუთრებით მოხუცებსა და შშმ პირებს, სჭირდებათ მეტი სერვისი, უკეთესი ინკლუზიური გარემო, რათა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. სახელმწიფო შემწეობა, ან ადგილობრივი სოციალური დახმარება ვერ წყვეტს უამრავ პრობლემას, და ხშირად მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა ერთი შეხედვით პატარა პრობლემების მოგვარებით იწყება. ეს სერვისი მათი ღირსეული ყოფის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
პროექტის განხილვა მალე, კომპეტენტური კომისიით მოხდება. მისი გულშემატკივრები შედეგებს ელოდებიან ...

Ema Kamkia commented

თოვლი, თოვლი, ბევრი თოვლია წელს ხონში.
"სოციალური სამრეცხაოს" მომდევნო ეტაპზე მოსწორდა, მოიხრეშა იატაკი და გამზადებულია საცემენტო სამუშაოებისათვის, მაგრამ სპეციალისტების რჩევით, უმჯობესია, გამოდარებამდე დაცდა (უახლოეს დღებში გამოიდარებს, როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან).
პროექტის მონიტორინგიც მხოლოდ დისტანციურად ხერხდება. თუმცა გამგეობის წარმომადგენელი, ბატონი ლეგა ონიანი გვპირდება, რომ ამინდის მიუხედავად მიაკითხავს და სამუშოების მომდევნო ეტაპშიც დაეხმარება. გვიხარია, რომ ამ პატარა პროექტს ამდენი გულშემატკივარი ჰყავს.

Ema Kamkia commented

"სოციალური სამრეცხაოს" მოწყობის პროცესი წინ მიდის. უკვე დამონტაჟდა წყლის მიწოდების სისტემა, კანალიზაცია. პროექტის შესახებ ინფორმაციას მოხალისეები ავრცელებენ თემში და ბენეფიციარების საჭიროებების იდენტიფიცირებაც ხდება.
გვიხარია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინტერესდება პროექტის მიმდინარეობით. თემა ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს სხდომაზეც მოხვდა, სადაც გამგებლის მოადგილე მიესალმა ამ ინიციატივას და მადლიერება გამოხატა დონორის, "ორბელიანი საქართველოს" მიმართ.
ბატონმა იუზამ კმაყოფიფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სწორედ ეს სოფელი იქნა შერჩეული პროექტის მოხალისეების მიერ. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ახალშენის თემი არ არის ბოლომდე ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში და ამის გამო თვითმართველობა გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას. მსგავსი სოციალური პროგრამები კი საშუალებას იძლევა, მათ დაინახონ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის, მათ შორის საზოგადოების ზრუნვა და გულისხმიერება.

Eliso Jiqia commented

დღეს სოციალური სამრეცხაოს ფართის კეთილმოსაწყობად საამშენებლო მასალები შევიძინეთ... ვგეგმავთ იატაკის მოწყობას და სანტექნიკური გაყვანილობების მონტაჟს...

Eliso Jiqia commented

გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი როზა რუხაძე პროექტს ეცნობა

Eliso Jiqia commented

პროექის ფარგლებში შეძენილი 8 კილოგრამი ტევადობის სარეცხი მანქანა დანიშნულების ადგილზე უკვე მივიტანეთ. იდეა, პროექტის მიზანი და არსი გავაცანით ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებმაც მოხალისეობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. სარეცხი მანქანის ტრანსპორტირებაში კუხის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი სოფელ ახალშენში ბატონი ლეგა ონიანი დაგვეხმარა.

თამარ უგულავა commented

ძალიან კარგი იდეაა და თან საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული. წარმატებები პროექტის ავტორებს... სიამოვნებით ჩავერთვები აქტივობებში მოხალისედ <3