Summer Cinema in Lagodekhi - All Activity

Mariam Mirotadze commented

ფოტო გუშინწინდელი ფილმის ჩვენებიდან.. ^^

მშვიდი, სასიამოვნო და საინტერესო საღამო.

Mariam Mirotadze commented

ასე "დავაბრძანდებთ" ჩვენს დიდებულ ეკრანს ^^ :დ

Mariam Mirotadze commented

ყოველი მომდევნო ფილმის ჩვენება ხდება უკეთესი!!! უფრო მეტი დადებითი ემოცია, უფრო მეტი მაყურებელი, უფრო მეტი მუხტი, უფრო მეტი ღიმილიანი სახე...!!!

პირველ აგვისტოს ვუჩვენეთ ფილმი "წიგნების ქურდი". მაყურებელი კმაყოფილი დარჩა და ბოლოს აპლოდისმენტებითაც დაამთავრეს სასიამოვნო საღამო.. ^^

პროექტის მონაწილე გოგონები ყველაზე ბედნიერები მაშინ ვართ, როცა სოციალურ ქსელებსა თუ ქუჩაში გვეკითხებიან, თუ როდის იქნება მომდევნო ფილმის ჩვენება. 💙
თავად ჩვენც ერთი სული გვაქვს ხოლმე... ^^

პ.ს ხვალ ვიკრიბებით...შევარჩევთ ფილმს, დავაანონსებთ, გავაკეთებთ პლაკატებს და დიდი ალბათობით კვირას კიდევ ერთ სასიამოვნო საღამოს ვაჩუქებთ ლაგოდეხელ მოსახლეობას. ^__^

Mariam Mirotadze commented

ყველაფერი კარგად მიდიოდა...თუმცა, ვერაგმა წვიმამ არ დაგვაცადა ანიმაციური ფილმის ბოლომდე ყურება.

ამ კვირაში კვლავ ვგეგმავთ ფილმის ჩვენებას. გავითვალისწინებთ მაყურებლების მოთხოვნებს და მათთვის სასურველ ფილმს ვუჩვენებთ.

პ.ს ვფიქრობთ, მიზანი მიღწეულია, რადგან ლაგოდეხელ დამსვენებლებს, ტურისტებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ არდადაგები სასიამოვნოდ გაატარონ ჩვენი დახმარებით ^^

Mariam Mirotadze commented

დღეს პროექტის მონაწიილეები შევიკრიბეთ და დავგეგმეთ ხვალინდელი დღე. გავაკეთეთ პლაკატები, რომლებიც გამოვაკარით ლაგოდეხის მასშტაბით. ასევე, შევქმენით ფეისბუქზე ჯგუფი, რომელშიც დავაანონსეთ ჩვენი ამბები და ახლა ველოდებით ხვალინდელ დღეს ^^
ხვალ, 21:00 საათზე, მაყურებელს ვუჩვენებთ ანიმაციურ ფილმს "ზოოტოპია". ვფიქრობთ, როგორც პატარები,ასევე დიდებიც ისიამოვნებენ ამ ჩვენებით ^^

Mariam Mirotadze commented

ამ კვირაში იგეგმება მულტფილმის ჩვენება, რადგან საზოგადოების მოთხოვნას ვითვალისწინებთ ^^ ხვალ ზუსტად გვეცოდინება დღე. დღეს სავარაუდო ვარიანტები განვხილეთ, თუ რომელი ანიმაციური ფილმი ვუჩვენოთ მაყურებელს. ხვალ კიდევ ვიკრიბებით და ამ დეტალებს დავაზუსტებთ.

ყველაზე მაგარი ის არის, რომ გზაზე სრულიად უცნობი ადამიანები გვაჩარებენ და გვეკითხებიან თუ როდის იქნება შემდეგი ფილმის ჩვენება ^^

Mariam Mirotadze commented

მეორე კინო ჩვენება <3 სასიამოვნო გარემოთი, კარგი ფილმითა და ორბელიანის წარმომადგენლით ^^ <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

Viyavi am chvenebaze da visiamovne philmit!!
Mixaria, rom es xdeba chvens raionshi!

Mariam Mirotadze commented

და აიი ჩვენი "დებიუტიც" შედგა ^^ პირველი ფილმის ჩვენება, რომელიც ღია ცისქვეშ მოვაწყეთ და პირველი დადებითი ემოციები, რომელიც დღეს მივიღეთ! დღევანდელმა დღემ დაგვაწმუნა იმაში, რომ ძალაინ კარგ რამეს ვაკეთებთ, ჩვენ ყველანი ერთად. <3 ჩვენს თანასოფლელებს ეს ყველაფერი ნადმვილად სჭირდებათ!

Mariam Mirotadze commented

სკამებიც ჩვენთან "არიან" ^^ ახლა მთავარია გამოიდაროს...

taso_mode@yahoo.com commented

ველოდები კინო-ჩვენებების დაწყებას!! :)))

Mariam Mirotadze commented

ესეც ჩვენი უზარმაზარი ეკრანი ^^

Mariam Mirotadze commented

ჩვენი საკანცელარიო ნივთები ანუ ჩვენი "სიფერადეები" ^^ უკვე ჩვენთან არიან.