Stadium reconstruction of village Orbeti - All Activity

Nino Giorgadze commented

ორბეთის სტადიონმა საბოლოოდ დასრულებული სახე მიიღო. სტადიონზე, სადაც ადრე დიდი მანქანები და პირუტყვი დადიოდა, მოსახლების ჩართულობით შემოიღობა. მეტი სიმყარისთვის ჩაცემენტდა ბოძები და მასზე გაიკრა ღობე. დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და ჩამოიკიდა სტადიონზე შესასველი კარი. მთელი სოფელი დაეხმარა ახალგაზრდების ჯგუფს სტადიონის რეკონსტურქციაში. გამგეობა კი ტრაქტორებით დაახმარა, რომლებმაც ბოძებისთვის ორმო ამოთხარეს. სრულად სოფელი იყო მობილიზებული და შესაბამისად სტადიონის რეკონსტურქციაც დამთავრდა და უკვე ყოველსაღამოს საფეხბურთო შეჯიბრებები იმართება სოფ. ორბეთში.

leqso saralashvili commented

სტადიონის რეკონსტრუქცია გრძელდება და დაახლოებით ერთ კვირაში სრულიად დასრულდება! გაითიბა მოედნის საფარი , ჩამოიკიდა კარის ბადეები , ამოითხარა ორმოები და მიმდინარეობს ბოძების ჩაბეტონება რის შემდეგაც მოხდება სტადიონის გარშემო მავთულბადის (სეტკის) შემოვლება! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორბელიანს ! <3

leqso saralashvili commented

დღეს დავიწყეთ ეღობვითი სამუშაოების პირველი ეტაპი, ორმოების ამოღება.ორმოების ამოღების დასრულების შემდეგ კი დავიწყებთ ბოძების ჩასმასა და სეტკის დამაგრებას.საბოლოოდ მოედნის რეკონსტრუქცია 20 ივნისამდე დასრულდება!

leqso saralashvili commented

გუშინ დავიწყეთ იმ მოხალისეთა შეგროვება, რომელიც დაგვეხმარება სხვა და სხვა სამუშაოებში. სურვილი უკვე თითქმის ყველა ასაკის ბევრმა ადგილობრივმა გამოთქვა და 3-4 დღეში განვახორციელებთ მასალების სრულ ტრანსპორტირებას რის შემდეგაც მაშინვე დავიწკებს შეღობვით სამუშაოებს ! კიდევ ერთხელ მადლობა ორბელიანს ამ ყველაფრისთვის !

leqso saralashvili commented

თანხა უკვე ჩარიცხულია და რამოდენიმე დღეში განვახორჩიელებთ მასალების ტრანსპორტირებას! კიდევ ერთხელ მადლობა!