Alternative Day Care Center - All Activity

Nino Adamia commented

ფრენიკო კაპანაძე, დღის ცენტრის აღმზრდელი
"ჩვენი ყოველდღიური საქმეა დილით ბავშვების მიღება, მოწესრიგება (ფეხსაცმლის გამოცვლა, ქურთუკების გახდა...). საკვები ჩვენს ცენტრში არ არის, სამუშაო დღე მთავრდება 1-დან 2 საათამდე, ამის შემდეგ ვასუთავებთ ოთახს და ცენტრიც იკეტება.
დასუფთავებაში იგულისხმება მოხვეტა, იატაკის მოწმენდა, მტვრის გადაწმენდა და ავეჯის დალაგება. ადრე დალაგების დროს წყალი ეზოდან ან ახლოს მდებარე სახლებიდან მოგვქონდა, ახლა დიდი შეღავათია, წყალი რომ გვავს ოთახში. ბავშვებსაც ხელებს ვბანთ, როცა საჭიროა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კომფორტი შეგვექმნა ამ პირობებში. უფრო დიდი სივრცე მეტ საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო კარგად და მრავალფეროვნად ვიმუშაოთ, საშემოდგომო და საახალწლო ზეიმები ჩავატარეთ უკვე, ახლა დედის და ქალთა დღისთვის ვამზადებთ კიდევ ღონისძიებას... რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დაგვეხმარნენ, ეს ბოლნისში იშვიათობაა, საერთოდ საბავშვო ბაღის არსებობაა იშვიათი ფუფუნება და ჩვენ ეს გვაქვს."

Nino Adamia commented

კახაბერ ჩუბინიძე, სოფ. ნახიდურის საჯ. სკოლის დირექტორი
საბავშვო ცენტრი ჩვენს სკოლაში დიდი ხანია არსებობს, დროთა განმავლობაში უფრო მეტ მშობელს გაუჩნდა მოთხოვნა, რომ ბავშვი ბაღში მოიყვანოს და შარშან ამის გამო დიდი უხერხულობაც შეგვექმნა: ანუ, ჩვენ სულ ვატარებთ იმის პროპაგანდას, რომ ბავშვების მოყვანა დღის ცენტრში ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, სახელმწიფო ენის ადრეული ასაკიდანვე შესწავლას... თავიდან შედარებით მცირე რაოდენობის ოჯახებს მოჰყავდათ ბავშვები, ხოდა გავიდა დრო, მშობლები მიხვდნენ, რომ ყველა მხრივ სასარგებლო იყო ჩვენი ცენტრი მათთვის და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ის ერთი ოთახი ამდენ ბავშვს ვერ მიიღებდა, ვერ მოემსახურებოდა. სწორედ ამ დროს მოგვევლინა “ორბელიანი - საქართველო” კიდევ ერთხელ შვებად, როდესაც დაგვეხმარა უფრო დიდი სივრცის ათვისებასა და გამოყენებაში. ახლა მეტი ბავშვის მიღებაც შეგვიძლია, ჰიგიენის დაცვაც უფრო ადვილია, რადგან ოთახში წყალია შეყვანილი, მანამდე წყლის მიტანა სჭირდებოდათ-ხოლმე... დღის ცენტრი უფრო იზოლირებულია, ბავშვებს აქვთ ოთახისთვის განკუთვნილი საშინაო ფეხსაცმელი, სკოლის ხმაური ნაკლებად აწუხებთ...
გაცნობიერებულადაა თუ გაუცნობიერებლად, იმ ბავშვებზეც ხომ ყველაზე მეტად მოქმედებს სიახლე, მათაც მოსწონთ, უფრო მეტად გაუჩნდათ წესრიგის დაცვის მოთხოვნილება, უფრთხილდებიან, თავად უვლიან, თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ. უფრო მოტივირებულად ერთვებიან აღმზრდელების მიერ შეთავაზებულ აქტივობებსა თუ ღონისძიებებში...
ხო, მართლა, ღონისძიებებზე, საშემოდგომო და საახალწლო უკვე ჩაატარეს, ახლა, როგორც ვიცი, და როგორც პროგრამაშიც გვაქვს გაწერილი, საგაზაფხულო ღონისძიებას ამზადებენ

Nino Adamia commented

15 ნოემბერი, 2016წ.
რამდენიმე მოსწავლემ უკვე შექმნა ნახატები. ცხადია, ყველას ვერ გავიტანთ გამოფენაზე, რადგან ბავშვებს ჯერ ხატვის კულტურა და უნარები კარგად არ აქვთ ჩამოყალიბებული, რამდენიმე მოსწავლეს დაევალა შემოდგომის ფოთლების მოგროვება სკოლის ეზოში ან მათ საცხოვრებელი სახლის ეზოში, რათა გამოფენის დღეს ფოთლები გამოიყენონ დეკორაციულ რესურსებად.

Nino Adamia commented

08 ნოემბერი, 2016წ.
აღმზრდელები უკვე ავარჯიშებენ ბავშვებს ნახატების შექმნაში, მუშაობენ იმ ფერების გააქტიურებაზე, რომლებიც უკავშირდება შემოდგომას...

Nino Adamia commented

01 ნოემბერი, 2016წ.
დღის ცენტრი იჭყებს მზადებას საშემოდგომო ღონისძიებისათვის, იგეგმება ნახატების შექმნა საკუთრივ მოსწავლეების მიერ შემოდგომის თემაზე, ამ ნახატების გამოფენა და დათვალიერება, ნახატების დათვალიერებას შეძლებს ყველა მსურველი: მშობლები, სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეებიც...

Nino Adamia commented

25 ოქტომბერი, 2016წ.
დღის ცენტრის აღმზრდელებმა საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს მშობლებთან, რათა გაეცნოთ მათთვის წლიური გეგმა, იმ ღონისძიებების სია, რომელთა მოწყობასაც აპირებს ცენტრი ბავშვებთან ერთად და მშობლების თანადგომის იმედად.

Nino Adamia commented

18 ოქტომბერი, 2016წ.
დღის ცენტრის ახალ ოთახში უკვე წყალმომარაგებაც არსებობს, შეყვანილია წყალი და უწყვეტად მიეწოდება ცენტრს. ბავშვებს აღარ სჭირდებათ წყლისთვის შენობიდან გასვლა, რაც ძალიან დიდი პროგრესია.

Nino Adamia commented

11 ოქტომბერი, 2016 წ.
05 ოქტომბერს დღის ცენტრმა ახალ ოთახში უკვე მიიღო ბავშვები, მშობლებს ძალიან მოსწონთ ახალი ოთახი, მათი თქმით, ახალი გარემო უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველია ბავშვებისთვის, რადგან მეტი სივრცე და ბევრი სიახლეა.

Nino Adamia commented

04 ოქტომბერი, 2016წ.
დღის ცენტრის ახალი ოთახი უკვე მზადაა მოსწავლეების მისაღებად, ცენტრის აღმზრდელებმა უკვე მოამზადეს ოთახი.

Nino Adamia commented

27 სექტემბერი, 2016წ.
დღის ცენტრი ჯერ კიდევ ძველ ოთახშია მოთავსებული, ხელოსნები მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ ( ზოგჯერ სკოლაში წყდება ელ. ენერგიის მიწოდება), დარჩენილია იატაკის დაგება.

Nino Adamia commented

20 სექტემბერი, 2016წ.
დღის ცენტრის მზადება გრძელდება, სამწუხაროდ, ამ ორშაბათს ხელოსნებმა ვერ მოახერხეს სარემონტო სამუშაოების დასრულება, მათი თქმით, ცენტრი მზად იქნება მომავალი კვირისთვის.

Nino Adamia commented

დღის ცენტრის ახალ ოთახში უკვე დამონტაჟდა ელექტრო გაყვანილობა, ამჟამად იღებება კედლები და იატაკს ამზადებენ ლამინატის დასაგებად. ოთახი მზადდება ბავშვების მისაღებად, სარემონტო სამუშაოები დასრულდება ამ დღეებში, ცენტრი განაახლებს მუშაობას და მიიღებს ბავშვებს ორშაბათიდან.