The Library of the Future - All Activity

Mchedlishvili Qeta commented

ცხელი ზაფხულის და დასვენების შემდეგ ბიბლიოთეკის ბავშვები კვლავ დავიწყებთ აქტიურობას სკოლის დაწყებისთანავე.

Mchedlishvili Qeta commented

შევიკრიბეთ ბიბლიოთეკაში და შთამბეჭდავი შეხვედრა მოვაწყეთ. ბიბლიოთეკის სტუმარია ფსიქოლოგი მაია ცირამუა თემით ბულინგი.
დავიწყეთ მოკლემეტრაჟიანი მახტვრული ფილმით - „სუფთა დაფა“. ესაა ერთი ეპიზოდი, ისტორია სკოლის, ჩვენი თანატოლების ცხოვრებიდან. უნდა ეთქვა თუ არა ეკას სიმართლე? როდისაა სიმართლის თქმა დასმენა და სიმართლის დამალვით როდის ვუწევთ მეგობარს დათვურ სამსახურს? ვინ არის მართალი? ვინ შეცდა? ასე ნელ-ნელა, მსჯელობით მივდივართ ბულინგის თემამდე. დისკუსია ძალიან საინტერესო იყო, საჭირო და ინფორმაციული. ქალბატონმა მაიამ დაწვრილებით ისაუბრა ბულინგზე, შეხვედრის ბოლოს კითხვებსაც უპასუხა და ჩვენ მიერ მაგალითებად მოყვანილი რეალური სიტუაცების გარჩევასა და შეფასებაშიც დაგვეხმარა.

Tinatin Navrozashvili commented

,,მომავლის ბიბლიოთეკა"ში გაიმართა შეხვედრა ბატონ ლაშა ბაქრაძესთან, რომელმაც ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობასა და გასაბჭოებაზე . ვფიქრობთ ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო რადგან ჩვენმა სტუმარმა საინტრესო ისტორიებით ,ფოტოებით და ვიდეო მასალით თვალნათლივ დაგვანახა საქართველოს ცხოვრების საუკუნის წინანდელი პერიოდი .

Mchedlishvili Qeta commented

გაზაფხულდა დათბა და ჩვენც გადავწყვიტეთ,რომ ბიბლიოთეკის გარეთ აქტივობების დრო დადგა. სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ ბიბლიოთეკის ძველ და კარგ მეგობარ მაიკო ნანიტაშვილთან ერთად: სამომავლო შეხვედრის თემატიკა გავიარეთ და ეზოს სამუშაოების პირველი ეტაპი დავგეგმეთ: ეზოს დალაგება და დასუფთავება, გარეთ მოსასვენებელი კუთხისთვის ადგილის მოძებნა და კომპოსტერის დამზადების გაკვეთილი. კომპოსტერის დამზადების სწავლება ჩვენი ეკოლოგიური მიმართულების ნაწილია – ჩვენთან სოფელში ყველას შეუძლია ამ ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სასუქის მიღება, რომელიც უფასოა, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ორგანული და მცენარეების ნარჩენებით კეთდება. არავითარი ქიმია!

thelibraryofthefuture@gmail.com commented

ჩვენი პატარა ბიბლიოთეკა ერთ კვირა დღეს სპექტაკლის სცენად გადაიქცა. "სახლობანა" ვოლკერ ლუდვიგის პიესის მიხედვით ქართულ ენაზე დადგმული სპექტაკლია ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან. რეჟისორი მარეიკე ვენცელი და 6 ახალგაზრდა მასახიობები მთელი საქართველოს სკოლებში გასტროლიორებენ ამ წარმოდგენით. გვიხარია, რომ "სახლობანა" ჩვენც ვნახეთ. ორი მთავარი პერსონაჟი - ჩვენი ტოლი ნუკი და გიო გადაწყვეტენ რომ დაიღალნენ მშობლების და უფროსების თამაშით, მამის ჩხუბით, დედის უმოქმედობით. ან რატომ ჰგონია მათ მეგობარ აჩვენი პატარა ბიბლიოთეკა სპექტაკლის სცენად გადაიქცა ერთ კვირა დღეს.ნანოს რომ ფეხბურთი მარტო ბიჭებმა უნდა ითამაშონ? ცვლილებების დროა! სპექტაკლი საინტერესო იყო, თუმცა არანაკლებ საინტერესო გამოდგა საუბარი მსახიობებთან და რეჟისორთან სპექტაკლის შემდეგ. როგორც გავარკვიეთ მაისში ახალ სპექტაკლზე იწყებენ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ მომავლის ბიბლიოთეკას კიდევ ესტუმრებიან!

Mchedlishvili Qeta commented

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, გაზაფხულის სეზონი საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრით გავხსენით: ბიბლიოთეკის სტუმარია რატი ამაღლობელი ლექციით ,,ვეფხისტყაოსანი და საქართველო". საინტერესო საუბარი, უამრავი კითხვა ბავშვებისგან, იუმორი, ბევრი სითბო და სიყვარული. რაც მთავარია ჩვენ უკვე ძალიან ბევრნი ვართ და საზღვრებს ნელ-ნელა ვაფართოვებთ - გარიყულელებს და ახალქალაქელებს ქვემო ჭალის ბავშვებიც შემოგვიერთდნენ, რომლებმაც საჩუქრად სულ ახალი ყოჩივარდები მოგვართვეს და ბიბლიოთეკაში გაზაფხული მოგვიყვანეს.

Mchedlishvili Qeta commented

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, გაზაფხულის სეზონი საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრით გავხსენით: ბიბლიოთეკის სტუმარია რატი ამაღლობელი ლექციით ,,ვეფხისტყაოსანი და საქართველო". საინტერესო საუბარი, უამრავი კითხვა ბავშვებისგან, იუმორი, ბევრი სითბო და სიყვარული. რაც მთავარია ჩვენ უკვე ძალიან ბევრნი ვართ და საზღვრებს ნელ-ნელა ვაფართოვებთ - გარიყულელებს და ახალქალაქელებს ქვემო ჭალის ბავშვებიც შემოგვიერთდნენ, რომლებმაც საჩუქრად სულ ახალი ყოჩივარდები მოგვართვეს და ბიბლიოთეკაში გაზაფხული მოგვიყვანეს.

Mchedlishvili Qeta commented

ასე დავხურეთ ზამთრის სეზონი – მოძრაობის თეატრის PR მენჯერის ანანო ბაკურაძის მიწვევით და დახმარებით ძალიან საინტეწრესო და ორიგინალური დადგმა ვნახეთ – შექსპირის „ქარიშხალი“. სპექტაკლის ბოლოს თეატრის დამფუძნებელმა და რეჟისრომა კახა ბაკურაძემ დაღლილობისა და მოუცლელობის მიუხედავად ჩვენთან შესახვედრად მცირე დროც გამონახა. დიდი მადლობა მათ!

ინდიგოსთან შეთანხმებით და დიდთოვლობის, მოყინული გზების და ძლიერი სიცივის გათვალისწინებით, რომელსაც ბიბლიოთეკის გამათბობელი ვერ ერეოდა, გადავწყვიტეთ 2 კვირიანი პაუზა აგვეღო. რა თქმა უნდა ეს იძულებითი შესვენება მხოლოდ შეხვედრებს შეეხო, ბიბლიოთეკა ამინდის და ტემპერატურის მიუხედავად ჩვეულებრივ მუშაობდა – ყოველ სამუშაო დღეს 15.00–დან 18.00 საათამდე და შაბათს. ის კი არა, სწორედ ამ პერიოდში დამყარდა გარიყულას მომავლის ბიბლიოთეკის რეკორდი – ერთ დღეში 10 მკითხველი! ვითომ იმიტომ რომ კითხვა ორმაგად სასიამოვნოა როცა გარეთ ბარდნის და შენ სახლში ზიხარ ჩათბუნული, მყუდროდ? ვინ იცის 

Mchedlishvili Qeta commented

ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა გარიყულას მომავლის ბიბლიოთეკაში – ჩვენთან სტუმრადაა ასტროფოტოგრაფი ლევან ვერძეული.
ლევანმა ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნა: როგორ მუშაობს ტელესკოპი, როგორ არჩევენ ადგილს გადაღებისთვის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამინდს, დასახლებას, ღამის ხანგრძლივობას... აღმოჩნდა რომ ასტროფოტოს გადაღება, დამუშავება და საბოლოო სახით მიღება ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს – კოსმოსი, ნისლეულები, თანავარსკვლავედები ულამაზესია, თან ძალიან ორიგინალური სახელები ჰქვით. ზოგის გამოცნობა ასოციაციითა შესაძლებელი, ზოგი კი ძალიან მოულოდნელია.
დიდი მადლობა ლევანს და რა თქმა უნდა ორგანიზაცია „ორბელიანი – საქართველოს“ პროექტორისთვის, როელიც საშუალებას მოგვცემს ბევრი საინტერესო შეხვედრა დავგეგმოთ და მეტი და მეტი ბავშვი დავაინტერესოთ და ჩავრთოთ ბიბლიოთეკის მუშაობაში!

Mchedlishvili Qeta commented

კიდევ ერთი კარგი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა გარიყულას მომავლის ბიბლიოთეკაში – იურისტი თამარ გურჩიანი ბავშვთა უფლებებზე გვესაუბრება.

Tinatin Navrozashvili commented

გარიყულას მომავლის ბიბლიოთეკას საინტერესო ისტორიები შეემატა - ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" დაფინანსებით შეძნილი წიგნები მივიღეთ, თემატურად დავანაწილეთ და თაროებზე ჩამოვამწკრივეთ. წიგნებთან ერთად მივიღეთ ახალი გამათბობელი. ახლა ბიბლიოთეკაში მეტად დათბება და აქ ყოფნაც უფრო კომფორტული იქნება!

Mchedlishvili Qeta commented

დღეს მომავლის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ორბელიანი-საქართველოს წარმომადგენლებთან.

thelibraryofthefuture@gmail.com commented

შეხვედრა დათო ტურაშვილთან გარიყულას მომავლის ბიბლიოთეკაში – ამ შეხვედრას ძალიან ველოდით! <3

thelibraryofthefuture@gmail.com commented

ჟურნალ ინდიგოს რედაქციიდან ფოტო მივიღეთ.
ყველაფერი, რაც ბიბლიოთეკისთვის ვითხოვეთ უკვე რედაქციაშია მოგროვილი და გამზადებული გარიყულაში წამოსაღებად: გამათბობელი – ბიბლიოთეკაში ყოფნა რომ უფრო კომფორტული იყოს, ხმის გამაძლიერებელი და პროექტორი – ჩვენი შეხვედრები რომ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს და რა თქმა უნდა წიგნები – თითქმის ყველაფერია რაც ვითხოვეთ: ჰარი პოტერის ყველა ტომი, ხოჭო ბიჭის ამბავი, სელინჯერი, დოსტოევსკი, კინგი, ბულგაკოვი, ათასნაირი ზღაპარი და თავგადასავალი პატარებისთვის და კიდევ უამრავი საინტერესო ამბავი!