Renovate the Nikozi Library - All Activity

m.devidze3@gmail.com commented

დღეს, 25 აპრილს ჩვენს ბიბლიოთეკას ქართველი პოეტები ესტუმრნენ პროექტი "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში. მათთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე, სოფლის მოსახლეობის მდგომარეობაზე, წიგნების მიმართ დამოკიდებულებაზე, წავიკითხეთ ლექსები და მათაც გაგვაცნეს თავიანთი შემოქმედება.

პ.ს ჩვენი სივრცის მოწყობა ნელ-ნელა სრულდება. ველოდებით თიბისი ბანკიდან ავეჯის გამოყოფას და სოფლამდე ტრანსპორტირებას.

Khatia Lazarashvili commented

ბიბლიოთეკის სივრცის რემონტი დასრულდა, რაშიც მონაწილეობა მიიღო სოფლის მოსახლეობამ უსასყიდლოდ და ჩვენი ჯგუფის ახალგაზრდებმა. ახლა ვაგროვებთ წიგნებსა და ავეჯს. თვის ბოლოს გვექნება სივრცის ოფიციალური გახსნა.
ერთობლივი ძალებით შევუდექით სარემონტო სამუშაოებს:პირველ რიგში ჩამოვფხიკეთ კედლები და გავასუფთავეთ,შემდეგ გავშპაკლეთ და ბოლოს შევღებეთ კიდეც რაც ძალიან სახალისო აღმოჩნდა სხვა დამღლელი სამუშაოების შემდეგ.
დიდი იმედი გვაქვს რომ შრომა დაგვიფასდება და ყოველი ჩვენგანი გაბედნიერდება, რადგან გვექნება ჩვენი საკუთარი სივრცე სადაც შეგვეძლება სხვადასხვა თემებზე საუბარი, ტრენინგების ჩატარება, გვექნება ბევრი საინტერესო აქტივობები და რაც მთავარია ნიქოზის ახალგაზრდებს შეეძლებათ წაიკითხონ უამრავი საინტერესო წიგნი და გაუზიარონ სხვებსაც...

m.devidze3@gmail.com commented

ხვალ ამ ზეგ ველოდებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ოფიციალურ წერილს სივრცის გადმიცემის შესახებ. მანამდე ნიქოზის ახალგაზრდები კიდევ უფრო ბევრ აქტივობებში იღებენ მობაწილეობას და ცდილობენ მიღებული ცოდნა ნიქოზის სხვა თანატოლებს გაუზიარონ.

5 მარტს მათი ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ბულინგის თემაზე. ამ საკითხზე
ტრენინგებს ესწრება ჩვენი ჯგუფის 3 ახალგაზრდა გორში და დაგეგმილი აქვთ სამომავლოდაც ტრენინგების ჩატარება ეთნიკური უმცირესობებისა და ბავშვთა უფლებების თემაზე.

m.devidze3@gmail.com commented

12 თებერვალს ჩვენი ჯგუფის წევრების ორგანიზებით ნიქოზში გაიმართა რეჟისორი თომა ჩაგელიშვილის ფილმის "მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე"-ს ჩვენება. შემდეგ კი გაიმართა ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია.
ღონისძიებას დაესწრნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი მეგობრები სხვადასხვა ქალაქიდან.
ფილმი ჩვენთვის უზრუნველყო დოკუმენტური ფილმების ფესტივალმა - "CineDOC", რომლის ფარგლებში კიდევ დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ სხვა 2 ფილმის ჩვენებაც.
იხილეთ რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ანონსი ფილმის ჩვენებისთვის: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/4659-mostsavleebmaniqozshishekrebisadgilimoatsyes

Gùgà Bâbùtšidźe commented

12 თებერვალს გვაქვს ფესტივალი და ველოდებით ბევრ სტუმრბს: ფილმის რეჟისორს,სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს,სინედოკიის წევრებს,ჩვენ მეგობრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. დღეს გაიმარტა შეხვედრა და დავგეგმეთ ფილმის ჩვენება და გავინაწილეტ მოვალეობები.

m.devidze3@gmail.com commented

ამ კვირაში რამოდენიმეჯერ მოხდა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან გადმოსაცემი ოთახის დეტალების დასაზუსტებლად. მათი თხოვნით, გადავუგზავნეთ ჩვენი პარტნიორი გამომცემლობების და ორგანიზაციების წერილებიც. მათი თქმით, 10 თებერვალს გაიმართება საკრებულოს სხდომა, სადაც აუცილებლად განიხილავენ ჩვენს პროექტს და გადმოგვცემენ სივრცეს. წესით, 15 თებერვალს საჭირო დოკუმენტაციაც უნდა გვქონდეს უკვე და შეგვეძლება რემონტის დაწყება.

m.devidze3@gmail.com commented

ბიბლიოთეკისთვის და შეხვედრების სივრცის გადმოსაცემად იანვარში გორის მუნიციპალიტეტის დეტუპატატების სხდომაზე უნდა განხილულიყო ჩვენი განცხადება. ნიქოზის ერთეულის დეპუტატის თქმით, ვერ მოესწრო საჭირო დოკუმენტების შეგროვება, რის გამოც სხდომაზე ვერ მოხდა ამ საკითხის განხილვა. მივიღეთ დაპირება, რომ საბუთები უკვე წესრიგშია და საკითხი აუცილებლად გადა თებერვლის სხდომაზე. უკვე არსებობს თანხმობა სხვა წევრების მიერ და წესით თებერვალში სივრცის გადმოცემის არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს.
აღნიშნული სივრცის ასაზომად იყვნენ გამგეობის წარმომადგენლები და თითქმის ყველა დეტალი გარკვეულია. ველოდებით თებერვლის სხდომას და ვიმედოვნებთ, რომ თებერვლის ბოლოს ოთახი შერემონტებულიც კი გვექნება.

Gùgà Bâbùtšidźe commented

ჩვენი ჯგუფის სამმა წევრმა მონაწილეობა მიიღო CineDOC თბილისის ფესტივალზე. იქ ნაჩვენები ფილმბიდან უნდა ავარჩიოთ 3 მათგანი და ჩვენს სოფელში უნდა გავუკეთოთ ორგანიზება ფილმის ფესტივალს. ერთ-ერთი ფილმი იქნება თომა ჩაგელიშვილის "მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე", რომელიც შეეხება აგვისტოს ომს. ვინაიდან, ეს თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენს თემში, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ცხინვალთან დამოკიდებულებების და სამომავლო ხედვების შესწავლის მიზნით. დღეს დავასრულეთ კვლევა. გამოვკითხეთ 40 რესპონდენტი სიღრმისეული ინტრვიუებით. კვლევის ანალიზში დაგვეხმარება მარიამ დევიძე, რომელიც სოციოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტია. კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას მოვაწყობთ ფილმის ჩვენების შემდეგ, დისკუსიაზე. ფესტივალის თარიღებთან დაკავაირებით ახლა ვარკვევთ დეტალებს თომასთან და CineDOC ის ხელმძღვანელთან.

m.devidze3@gmail.com commented

დღეს მივაკითხეთ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა გაგვერკვია თუ როდის მოგვცემდნენ საპროექტო ოთახის გადმოცემის ოფიციალური თანხმობას და წარმომადგენლების თქმით, 13 იანვარს გაიმართება საკრებულოს სხდომა, სადაც დაამტკიცებენ ჩვენს პროექტს და მას შემდეგ უახლოეს მომავალში მოგვცემენ თანხმობის დოკუმენტაციას.
ამ ეტაპზე ველოდებით მათ წერილს. როგორც კი მივიღებთ მას, დავიწყებთ სარემონტო საშუალებების შესყიდვას, იმ ადამიანების მობილიზებას, ვინც უნდა დაგვეხმარონ სარემონტო სამუშაოების შესრულებაში და დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს.

Vato Kandelaki commented

დღეს სოფელ ნიქოზის საკრებულოში გვეწვივნენ გორის კულტურის სახლიდან რის შედეგადაც გაიმართა წინასახალწლო ზეიმი და ასევე მოეწყო პოეზიის საღამო ამის შედეგად მე მიწვეული ვარ გორის კულტურის სახლში სადაც გაიმართება საახალწლო კონცერტი ასევე ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონებიდან ბავშვები.

Tako Lazarashvili commented

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამომცემლობები და ორგანიზაციები გვეხმარებიან წიგნების შეგროვებაში ჩვენი ბიბლიოთეკისთვის, ჩვენი ჯგუფიდან რამდენიმე ახალგაზრდამ გადავწყვიტეთ პროექტის დაწერა ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად. პროექტი შევიტანეთ ევროპის ფონდის პროგრამა "ახალგაზრდულ იდეაში", რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტიც განათლების ხელშეწყობაა გორის რეგიონში.
დღეს, 20 დეკემბერს დაგვიბარეს გასაუბრებაზე, რათა დაეზუსტებინათ პროექტის დეტალები. დაგვისვევს კითხვები ბიბლიოთეკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენს ჯგუფზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ. ახლა ველოდებით მათ პასუხს დაფინანსების შესახებ, რომელსაც დაახლოებით 2 კვირის მანძილზე შეგვატყობინებენ.

Babutsidze Babutsidze commented

ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო და აქტუალური თემა ეკოლოგიაა, რის შესახებაც დავწერეთ პროექტი და დასაფინანსებლად შევიტანეთ ევროპის ფონდის პროგრამა "ახალგაზრდულ იდეაში", რომელიც მსგავს პროექტებს მხარს უჭერს და აფინანსებს. ჩვენი პროექტი გადავიდა მეორე ტურში და დღეს, 20 დეკემბერს გასაუბრებაზე დაგვიბარეს. დაგვისვეს ტექნიკური კითხები პროექტის შესახებ. ახლა ველოდებით პასუხს დაფინანსების შესახებ, რომელსაც მათი თქმით, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში შეგვატყობინებენ.

Gùgà Bâbùtšidźe commented

17 დეკემბერს შევხვდით საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში - თათია დოლიძეს. გაიმართა დისკუსია, რომელიც ეხებოდა ეხებოდა საზღვრისპირა სოფლების ახალგაზრდების პრობლემებს. მან იცოდა, რომ ჩვენ ბიბლიოთეკის გაკეთებას ვგეგმავთ და უფრო დეტალურად გამოგვკითხა ამის შესახებ. მოვუყევით ჩვენი გეგმების შესახებ და ბიბლიოთეკისთვის გვაჩუქა წიგნები. ასევე, მოვუყევით CineDOC ფესტივალზე და გამოთქვა მასზე დასწრების სურვილი. გვთხოვა, რომ დავპატიჟოთ და დაგვპირდა წიგნების კიდევ ჩამოტანას. საერთო ჯამში, გვერდში დგომა გამოგვიცხადა ბიბლიოთკის და სხვა პროექტების განხორციელებისთვის.

m.devidze3@gmail.com commented

15 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა ნიქოზის ახალგაზრდებსა და "ორბელიანის" წარმომადგენლებს შორის. დავათავალიერეთ პროექტის სივრცე, ანუ სადაც უნდა გაკეთდეს ბიბლიოთეკა და ახალგაზრდების შეხვედრების ოთახი. განვიხილეთ პროექტის განსახორციელებელი ეტაპები და ვისაუბრეთ მათ ვადებზე. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტისგან ველოდებით ოფიციალურ თანხმობას ოთახის გადმოცემასთან დაკავშირებით. როგორც კი ისინი ამ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან, მაშინვე დავიწყებთ ოთახის რემონტს თითოეული ახალგაზრდის ჩართულობით.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სამუშაო ჯგუფის სამომავლო გეგმებსა და უკვე დაგეგმილ აქტივობებზე.