Used Toy Donations - All Activity

marika.kurdadze@gmail.com commented

სათამაშოების შეგროვება კვლავ გრძელდება. შეგროვებული სათამაშოების რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ბევრად მეტი საბავშვო ბაღის საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ მიზნით მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მოძიება, (სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე), რომელთაც მსგავსი საჭიროებები აქვთ. ამჟამად სააპლიკაციო ფორმა შეავსო ხუთმა ინსტიტუციამ, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. მიმდინრეობს მათთან დაკავშირება, რათა მოხდეს საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

marika.kurdadze@gmail.com commented

იდეის ფარგლებში შეგროვებული სათამაშოები უკვე გადაეცა ბერბუკის საბავშვო ბაღის 35 აღსაზრდელს.

marika.kurdadze@gmail.com commented

გააჩუქე სათამაშოს იდეის ფარგლებში შეგროვებული სათამაშოები უკვე გადაეცა გორის რაიონში მდებარე ბერბუკის საბავშვო ბაღს. ჩვენი საორგანიზაციო გუნდის, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მოხალისეების ძალისხმევით 200-მდე გაჩუქებული სათამაშო და სრულიად ახალი საკანცელარიო ნივთები, რომელიც მაღაზიათა ქსელმა "ჭიტა"-მ საჩუქრად გამოყო ბაღის 35 აღსაზრდელს გადაუნაწილდა. წლის ბოლომდე ბერბუკის საბავშო ბაღის სათამაშოების მარაგი უკვე შევსებულია და სრულიად აკმაყოფილებს პატარების მოთხევნილებებს. გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდა მოხალისე ანიმატორიც, რომელმაც განსაკუთრებული განწყობა შეუქმნა ბავშვებს.

გააჩუქე სათამაშო კვლავ აგრძელებს სათამაშოების შეგროვებას, რომლის შემდეგი ნაკადი გადაეცემა მუნიციპალურ ბაღებს გურიისა და კახეთის რაიონებში.

marika.kurdadze@gmail.com commented

პროექტის განხორციელების მიმდინარე ეტაპზე, რამდენიმე კარგი ახალი ამბავი მოხდა. შეგროვებული სათამაშოების რაოდენობა ამჟამად 200-მდე აღწევს და რაც ყველაზე მთავარია სრულიად საკმარისია სამი საბავშვო ბაღის მარაგის შესავსებად. ჩვენი პირველი ბენეფიციარი იქნება ბერბუკის საბავშვო ბაღი, რომელიც სათამაშოების დიდ ნაწილს მიიღებს. ასევე ინიციატივაში ჩართულია ახალციხის რაიონის, სოფელ მუსხის და სოფელ ურავლის საბავშვო ბაღი. გარდა ამისა, ჩვენს წამოწყებას დაუკავშირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თბილისის ცენტრი, რომელმაც გამოთქვა სურვილი გახდეს იდეის ერთ-ერთი ბენეფიციარი. ამრიგად სათამაშოების ნაწილი ამ ცენტრსაც გადაეცემა.

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც ნათელი მაგალითია კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინების. სათამაშების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" დაუკავშირდა ჩვენი მოხალისეების გუნდს, რათა უფასოდ გადასცეს ჩვენი ერთ-ერთი ბაღის აღსაღრდელებს სრულიად ახალი სათამაშოები. ამ ამბავმა დიდი მოტივაცია მოგვცა კიდევ უფრო აქტიურად შევუწყოთ ხელი საამაშოების შეგროვების პროცესს. ამრიგად არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი სათამაშოს შეგროვებას.

marika.kurdadze@gmail.com commented

ზაფხულის დასრულებასთან ერთად ჩვენი სათამაშოების რაოდენობაც იმატებს. ბევრი ადამიანი გვწერს და გამოთქვამს სათამაშების გაჩუქების სურვილს. გვიყვებიან რომ ზაფხულში სათამაშები გადაარჩიეს, გამოემშვიდობნენ და ჩვენს ყუთებთან მოიტანეს გასაჩუქებლად, რათა ახალი პატრონები სექტემბერს ახალი სათამაშოებით შეხვდნენ. სულ ცოტა ხანში დავიწყებთ მათ გადარჩევს, მოწესრიგებას და მოვამზადებთ საბავშვო ბაღებზე გადასაცემად.

marika.kurdadze@gmail.com commented

ჩვენი პატარა ინიციატივა წინ მიიწევს. სათამაშოების ჩასაბარებელ ლოკაციებს კიდევ ერთი ადგილი დაემატა სადაც მიმდინარეობს სათამაშოების მიღება. პროცესი ნელა, თუმცა პროდუქტიულად მიმდინარეობს. უკვე თანდათან ვემზადებით სათამაშოების გადასაცემად, ჩვენი პირველი მასპინძელი კი ბერბუკის საბავშვო ბაღი იქნება.

marika.kurdadze@gmail.com commented

ჩვენი იდეის განხორციელების პროცესი წინ მიიწევს. ამჟამად ყუთები უკვე განთავსებულია თბილისის წიგნის მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებში, კერძოდ: ბიბლუსის გალერიებში (ჭავჭავაძესა და კანდელაკის ქუჩებზე) და ასევე თბილის მოლში. ყუთების განთავსების ოარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რათა უფრო მეტმა მოქალაქემ გაიგოს იდეის შესახებ. სანფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვრცელდება ინფორმაცია შეასგროვებელი ყუთებისა და გასაჩუქებელი სათამაშოების შესახებ.

marika.kurdadze@gmail.com commented

This week has been very intensive and productive. Box design is finalised as well as ordered. Meanwhile our team of volunteers continues to attract more public attention and include more stakeholders in the implementation process. One accomplishment in this regard is that, local branch of Italian Dry cleaning company - Lavaseco has supported our initiative. They agreed to wash and clean collected toys for free of charge. As part of their corporate social responsibility, Lavaseco will become a partner of the idea. Once toys are collected from the location, they will be transferred to Lavaseco office for further cleaning. At the later stage, toys will be transported to our collection point and from there, donated to kindergartens.

marika.kurdadze@gmail.com commented

It was truly an exciting moment when idea received funding from "orbeliani". Quickly after realising the responsibility, volunteers joined forces to make this idea part of our everyday reality. Organisational team of volunteers met, discussed and planned out further steps. So far, locations have been assigned and the first draft deign of the toy collection boxes had been developed. Along with that, official logo and slogan of the idea was created to accompany the information campaign. Our volunteers made a huge effort to start information campaign and raise awareness regarding the idea. For this purpose, official FB page was launched, which makes it possible to spread information, engage with beneficiaries, attract supporters and share our success stories through social media platform. Additionally, idea has been promoted via national television. Imedi TV hosted author of the idea who spoke at the Morning Show about the cause and introduced the idea to draw more attention. This positively affected our informational campaign, because, more and more people started to visit fb page, wrote an email and expressed their will to contribute.

By next week, final version of the boxes will be developed.