Volunteer Sweet Treats to support PWD - All Activity

Sopio Nadiradze commented

სოციალური საწარმოს იდეა მარნეულში ორბელიანის მხარდაჭერით რეალობად იქცა.

საწყის ეტაპზე , მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახმარებით, მარნეულში მცხოვრებმა ადგილობრივმა ტიპიური განვითარების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხალისეებმა(15 მოხალისე, აქედან 2 შშმპ,რამდენიმე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი) გაიარეს საჭირო ბაზისური უნარ-ჩვევების განსავითარებელი ტრენინგ-კურსები და ვორქშოფები, რის პარალელურადაც პრაქტიკასაც გადიოდნენ ამერიკული ნამცხვრების მომზადებაში. ორბელიანის მხარდაჭერით შეძენილი იქნა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებისთვის საჭირო აუცილებელი რესურსები. სწავლების პროცესში გაიტესტა და ადაპტირებული იქნა ამერიკული ნამცხვრის 4 რეცეპტი.
ასევე პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, გამოგვიყო ფართი,სადაც ვატარებდით შეხვედრებს და მადლობა მათ გაწეული დახმარებისთვის.

პროექტს მედია მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივმა რადიომ და ტელევიზიამ,რომელთა დახმარებით პროექტი ცნობადი და აქტუალური გახდა თემში. უღრმესი მადლობა მათ.

ამჟამად, ორბელიანის მიერ გადმოცემული რესურსების საშუალებით, სოციალური საწარმო სრულ მზადყოფნაში ვართ მივიღოთ და ვუზრუნველყოთ შეკვეთები,როგორც მცირე ზომის ტრენინგების და შეხვედრების შესვენებებისთვის ისე ფართო მასშტაბის შეხვედრებისთვის.

ძალიან დიდი მადლობა ორბელიანს, რომ ქმნის ასეთ შესაძლებლობებს, ინდივიდებს/ფიზიკურ პირებს , გვაძლევს საშუალებას და მხარს გვიჭერს რომ მოვახდინოთ დადებითი ცვლილები საზოგადოებაში.

Tiko Meskhi commented

პრეზენტაცია მარნეულში სოციალური საწარმოს მნიშვნელობის შესახებ, ვსაუბრობთ ჩვენ წამოწყებაზე, რომელიც ორბელიანის დახმარებით მოხალისებმა განახორციელეს მარნეულში.

Tiko Meskhi commented

მოხალისეების იდეას საპროექტო განაცხადის სახე მიეცა და სიცოცხლის ხის კონკურსში მონაწილეობა მიიღო, მართალია ფინალში ვერ გავიდა, თუმცა მეორე ტურში გადავიდა და ძალიან კარგი გამოცდილებაც შეგვძინა.

Tiko Meskhi commented

მოხალისეებმა ასევე მიზნად დაისახეს თავიანთი თანატოლებიც ჩართონ მოხალისეობრივ საქმიანობაში.

Tiko Meskhi commented

სამუშაო შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, ამ პროგრამის დახმარებით სალომემ და ირმა ორცხობილების მოზმადება ისწავლეს, მოხალისებთან ერთად ბიზნეს გეგმა შეიმუშავეს და მომავალში აპირებენ მათმა საქმიანობამ სოციალური საწარმოს სახე მიიღოს.

Tiko Meskhi commented

სამუშაო შეხვედრა მოხალისეებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მოხალისეები სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ ორცხობილების მოზმადებას და რეალიზებას გეგმავენ.

Tiko Meskhi commented

მარნეულში მოხალისეებს ორცხობილების შესაფუთი მასალები გადაეცათ, მოხალისეებს უკვე შეუძლიათ მათ მიერ მოზმადებული ორცხობილები სპეციალურად მომზადებულ პაკეტებში მოათავსონ და ადგილობრივ მომხმარებლებს შესთავაზონ.

Tiko Meskhi commented

მომავალი კვირიდან შეგვეძლება მომზადებული პროდუქციის გაყიდვაზე ვიმუშაოთ. იგეგმება მოხალისეებისა და შშმ პირების შეხვედრა, რათა მოხდეს მომავალი საქმიანობების გაწერა და პასუხისმგებლობის გადანაწილება.

Tiko Meskhi commented

ტრენინგები მარკეტინგის შესახებ დასრულდა, ჩვენი მოხალისეები საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ორცხობილებისათვის შესაფუთი პაკეტები მოამზადება გადავწყვიტეთ და ამისთვის კომპანია მოვიძიეთ.

Tiko Meskhi commented

ჩვენმა ადგილობრივმა მოხალისეებმა უკვე შეისწავლეს რამდენიმე სახეობის ორცხობილების მომზადება. ის პროდუქციაც, ამოვარჩიეთ, რომელიც სექტემბრის თვიდან უნდა გაიყიდოს და ადგილობრივებს ძალიან მალე შევთავაზებთ. ჩვენმა მეგობრები სალომე და ირმა უკვე დამოუკიდებლდაც აცხობენ ნამცხვრებს.

ძალიან მალე ჩვენს სამოქმედო გეგმასაც გაგაცნობთ. არ გამოგრჩეთ ჩვენი მოხალისეების ორცხობილები მარნეულში! შეგვიძლია შეკვეთებიც მივიღოთ და მოხალისეების მიერ მოზმადებული უგემრილესი ტკბილეული შემოგთავაზოთ. როცა დააგემოვნებთ, ამაში თავად დარწმუნდებით.

Sopio Nadiradze commented

დღეს ისევ შევიკრიბეთ, რაჩელმა გვასწავლა ახალი ტკბილეულის მომზადება

Tiko Meskhi commented

Peace Corps Volunteers Rachel and Darlene joined us today and we made very cool snickerdoodles. Darlene talked our volunteers about division of labor, which was very interesting and useful.

Sopio Nadiradze commented

რეიჩელმა ახალი რეცეპტი გაგვიზიარა და ტკბილეული ძალიან გემრიელი გამოვიდა.

Irma Sheylashvili commented

მე ვარ ირმა და ვარ ამ პროექტის მოხალისე მარნეულიდან მინდა დაწყებული საქმე მივიყვანო ბილომდე და წარმატებული ვიყო ჩემ საქმეში მადლობას ვუხდი დახმარებისთვის პროექტის ორგანიზატორებს და ასევე ორბელიანს რათა სეგვიწყვეს ხელი და შეგვიძინეს საჭირო ნივთები

Teona Xarshiladze commented

მე ვარ თეონა ხარშილაძე მარნეულიდან. გადავედი მე-12 კლასში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული მაქვს მაინც ვახერხებ მოხალისეობას. კვირაში ერთი დღე ვიკრიბებით და ეს დიდი გამოციდილებაა ჩემთვის. გარდა, იმისა რომ ვსწავლობ ნამცხვრების ცხობას, ბიზნეს გეგმასაც გავდივართ. მოკლედ ძაან მაგარია და მადლობა ამ იდეის ავტორებს, თიკოს, ნინოს. ამერიკელებიც მოდიან ხოლმე. ორბელიანს დიდი მადლობა, გვითხრეს რომ ეს ნივთები თქვენ შეგიძენიათ ჩვენთვის <3 იმედია გაგცინობთ კიდეც.

Sopio Nadiradze commented

"ორბელიანი"ს მხარდაჭერით გაგრძელებულმა პროექტმა და პროექტში ჩართულმა შშმ პირებმა ჩემი მსოფლმხედველობა მთლიანად შეცვალეს. ერთია ისაუბრო სახალხოდ,საჯაროდ რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,მაგრამ სულ სხვა ემოცია,სულ სხვა გრძნობა და სულ სხვა ეფექტია როცა ამას პრაქტიკაში,ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობ და ხედავ. ძლიერი განცდაა, როცა გრძნობ როგორ იწყება დიდი ცვლილებები პირადად ჩემგან.

Tiko Meskhi commented

მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებიც შემოგვირთდნენ. მოხალისეეის მიერ მომზადებული ნამცხვარი ძალიან მოეწონათ. ამბობენ, რომ ისინი მომავალში სიამოვნებით შეგვიკვეთავენ ბრაუნის. ეს ბრაუნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სალომემ და ირმამ სხვა მოხალისეებთან ერთად მოამზადა.